მთავარი პოლიტიკა სამარცხვინო პრეზიდენტი

სამარცხვინო პრეზიდენტი

“ხრუშჩოვიზმის” აჩრდილი და მენშევიკური რევანშის უტიფარი მცდელობა, ანუ “ჰაილ ჰიტლერ!” ქართულად

1279
გააზიარეთ
სალომე ზურაბიშვილი

ყოველი წლის 9 მაისს ტრადიციად რომ იქცა სოციალურ ქსელებში რადიკალი ანტისტალინისტებისა და რადიკალი სტალინისტების დაპირისპირება _ ამას უკვე მივეჩვიე და ისეთი მძაფრი რეაქცია აღარ მაქვს, როგორც შარშან ან შარშანწინ მქონდა. სხვათა შორის ამ თემაზე უკვე ორჯერ გამოვაქვეყნე ამ გაზეთში წერილები, რომლებშიც ორივე უკიდურეს მხარეს მოვუწოდებდი, საღად და ობიექტურად შეეხედათ მეორე მსოფლიო ომის მოგებასა და კაცობრიობის მთავარი ჭირის _ ფაშიზმის დამარცხებაში როგორც სტალინის, ასევე მოკავშირე სახელმწიფოების წვლილისთვის.

აღარაფერს ვამბობ ისეთ არასერიოზულ ფრაზებზე, რომ თურმე “ჰიტლერს ომი რომ მოეგო, ახლა კაი ბავარიულ ლუდს დავლევდით” და “მაგრად ვიგულავებდით”. ამას, ძირითადად, ტვინდაზიანებული ბავშვები, 20-25 წლის გოგო-ბიჭები ლაპარაკობენ ხოლმე, რომლებმაც მხოლოდ ახლაღა შეიტყვეს, რომ თურმე ვერმახტის მხარესაც იბრძოდა რამდენიმე ათასი ქართველი და ჰგონიათ, რომ ეს სხვებისთვისაც სიახლე იქნება. ამიტომ აღფრთოვანებით იწყებენ “ვერმახტელი ქართველების” მხარდაჭერას და ამაყობენ თავიანთი “განსხვავებული აზრით”, რომელიც სინამდვილეში ძალიან მოძველებული და მსოფლიო საზოგადოებრიობის ჯანსაღი ნაწილის მიერ დიდი ხნის წინათ უარყოფილი თვალსაზრისია.

კიდევ ჯანდაბას, როდესაც ასეთი რამ 20 ან 25 წლის ახალგაზრდას ემართება, რომელთა უდიდესი ნაწილი, დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში შეიგნებს, რა სისულელეებსაც ლაპარაკობდა. საგანგაშო არის ის, როდესაც ასეთ მახინჯ აზრებს აფრქვევს სრულწლოვანი, მეტიც _ უკვე ხანში შესული ქალბატონი და ისიც ქვეყნის პრეზიდენტი. ვლაპარაკობ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე, რომელმაც ვაკის პარკში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღიონისძიებაზე მედიასთან ასეთი კომენტარი გააკეთა: ეს ყველა იმ ომში დაღუპული ქართველის დღეა, მიუხედავად იმისა, ვის მხარეს იბრძოდა იგი. სადაც არ იყვნენ, მათ სჯეროდათ, რომ თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. აქა თუ ტყვედ ჩავარდნილი გერმანელებთან თუ ემიგრანტები, რომლებიც იბრძოდნენ, თავიანთი გაგებით, საბჭოთა დამპყრობლების წინააღმდეგ. ყველა დაიღუპა საქართველოსთვის – (ციტატაში სალომე ზურაბიშვილის მეტყველების სტილი დაცულია).

როგორ ფიქრობთ, რაღა აკლია ამ ფრაზას მოღალატე, დაბოღმილი “მენშევიკის” სახის ბოლომდე დასახატავად? _ ერთადერთ ფრაზა: “ჰაილ ჰიტლერ!”

სხვათა შორის, ჰიტლერის მხარეს რომ მხოლოდ ქართველები ან რუსები არ იბრძოდნენ, ეს, რაღა თქმა უნდა, ყველამ კარგად იცის. ფაშისტების მხარეს უამრავი ეროვნების ადამიანი იბრძოდა _ იტალიელები, ნორვეგიელები, რუმინელები, სლოვაკები… დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ რომელ უცხოელ ნაცნობებთანაც შევძელი გადამოწმება, ჩემი ინფორმაციით, საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ფაშისტების მხარეს მებრძოლებსა და ანტიფაშისტური კოალიციის რიგებში მებრძოლებს ერთმანეთს უთანაბრებენ. კი ბატონო, ჩვენ გვტკივა თითოეული დაღუპული ქართველი, ისევე, როგორც სხვა ერებს. ვინც ვერმახტის დროშით იბრძოდა _ შეგნებული მოღალატე იყო ეს თუ პროპაგანდით შეცდენილი, ღმერთმა უწყის, მაგრამ იმის თქმა, იქით მებრძოლიც და აქეთ მებრძოლიც ორივე თანაბრად გმირია, ორივე თანაბრად დასაფასებელია და ორივეს ღირსეული პატივი უნდა მივაგოთო, ასეთი წარმოუდგენელი სისულელე, მგონი, მსოფლიოს პრეზიდენტებს შორის, საქართველოს პრეზიდენტმა პირველმა და, იმედია, უკანასკნელმა თქვა.

საზოგადოდ, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ დღეს პოსტსაბჭოთა სივრცეშიმენშევიკურირევანშის მცდელობა აშკარაა და მასთან ერთად ერთგვარიხრუშჩოვიზმიცმკვეთრად შეინიშნება, თავგასულტროცკიზმთანერთად. ქართველი კი, როგორც გვჩვევია ხოლმე, ამასაც სხვებზე მეტად ინდომებს და ჩვენი ქვეყანაც მსოფლიოში პირველ ადგილზეამენშევიკობა”-”ხრუშჩოვიზმებში”.

უდავო ფაქტია ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილის ასეთი, ნუ ვიპირფერებთ და, სულელური განცხადებაც, აშკარად თავისი მენშევიკი წინაპრების “გაპრავების” თავგანწირული მცდელობაა. ისტორიული ფაქტია, რომ 1921 წელს საქარველოდან სამარცხვინოდ გაქცეული მენშევიკების დიდი ნაწილი ჩადგა კაცობრიობის ყველაზე სასტიკი მტრის, ჰიტლერის, სამსახურში. კაცობრიობის ყველაზე სასტიკი მტერი კი ჰიტლერისთვის მე არ მიწოდებია. ეს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ასევე კომუნიზმისა და კომუნისტების დაუძინებელმა მტერმა უინსტონ ჩერჩილმა თქვა. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ სალომესნაირები ცდილობენ, მენშევიკების ეს სულმდაბალი საქციელი სამშობლოსადმი ერთგულებითა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილით ახსნან. სინამდვილეში კი არც შალვა მაღლაკელიძე, არც სპირიდონ კედია და არც სხვა ქართველი ემიგრანტი მენშევიკები ნამდვილად არ იყვნენ ისეთი ჩლუნგები და გულუბრყვილოები, რომ ჰიტლერის მიერ ნაჩუქარიდამოუკიდებლობადაეჯერებინათ, ჰიტლერს მოღალატე ქართველები მხოლოდ კავკასიის დაპყრობამდე სჭირდებოდა და მათ ყველაფერს ჰპირდებოდა, რასაც ითხოვდნენ. კავკასიის დაპყრობის დასრულებისთანავე, რა თქმა უნდა, ჰიტლერი აქაც თავის გაულაიტერს დანიშნავდა, ხოლო თუკი მოტყუებული ქართველები წინააღმდეგობას გაუწევდნენ, მათ რასაც უზამდა, ყველამ კარგად ვიცით.

უბრალოდ, მენშევიკები ისე იყვნენ დაბოღმილი ყოფილ თანამოაზრე და კოლეგა ბოლშევიკებზე, რომ სატანასთან თანამშრომლობაც არ ითაკილეს, ოღონდ კი ისინი გაემწარებინათ. მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ამას ასე პირდაპირ ხომ არ იტყვის?! ისიც ულამაზოა, როდესაც საფრანგეთიდან “გუშინწინ” დაბრუნებული ემიგრანტი ქალი საკუთარი ბაბუების დამმარცხებელი, თავისივე წინაპრების დაუძინებელი მტრების დღესასწაულზე მიდის… არადა, რომ არ მივიდეს, არც ეგ გამოდის… რჩება ერთდადერთი _ სისულელეების როტვა და სამშობლოს მოღალატე და ბოღმით გახეთქილი წინაპრების რამენაირად გამართლების მცდელობა… თუნდაც გმირებად მათი გამოცხადებით.

აი, ასე იცის, როდესაც გაუთვითცნობიერებელი და ახალბედა პოლიტიკოს-მილიარდერი საქართველოს პრეზიდენტად სამშობლოს მოღალატეთა შთამომავალს ასახელებს, ვიღაცების ჩიჩინისგან იმაში დარწმუნებული, რომ მას თურმე “გმირი” და “პატრიოტი” წინაპრები ჰყავდა.

მართლა საოცარია იმ ადამიანების აზროვნება, რომლებიც კომუნისტებს, სოციალისტებს აძაგებენ, ლანძღავენ, ხოლო მენშევიკები მიაჩნია სამშობლოზე გადამკვდარ და ძალიან ჰუმანურ ადამიანებად. სამწუხაროდ, ბევრი ვერ იაზრებს, რომ მენშევიკები და ბოლშევიკები ერთი ხიდან ამოზრდილი ორი ტოტი იყო და, თუკი ბოლშევიკები დაუნდობლად უსწორდებოდნენ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, იქვე სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მენშევიკებიც არ შვებოდნენ ნაკლებს. მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვაპირებ კამათს არც პროკომუნისტებთან და არც ანტიკომუნისტებთან. მხოლოდ იმას ვამბობ, რომ არ მოგწონდეს ბოლშევიკები მათი სისასტიკის გამო და გიყვარდეს მენშევიკები _ ეს ან უვიცობის ბრალია, ან კიდევ მიზანმიმართული მახინჯი პროპაგანდისა.

ცალკე თემაა სსრ კავშირის ყველაზე სულელ მმართველად მიჩნეული ნიკიტა ხრუშჩოვი, რომლის ნარატივსაც რატომღაც აქტიურად იმეორებენ დღევანდელ საქართველოში. საუბარია არა უბრალო ხალხზე, არამედ სერიოზულ და გავლენიან მედიასაშუალებებზეც. 9 მაისს ქართულ ტელეეთერებში ხშირად ისმოდა ტრაბახი იმის თაობაზე, რომ ქართველებს განსაკუთრებული წვლილი გვაქვს შეტანილი მსოფლიოში ფაშიზმის დამარცხებაში, რადგან ჩვენი ქვეყნიდან ამ ომში 700 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა და მათგან ნახევარი უკან ვერც დაბრუნდა. ეს, თავისთავად, რა თქმა უნდა, მართალია, მაგრამ ამდენი ილაპარაკომსოფლიოში ფაშიზმის დამარცხებაზედა არ ახსენო ფაქტი, რომ კაცობრიობის ისტორიის ამ უბრწყინვალესი ფურცლის ერთერთი უმთავრესი ავტორი ეროვნებით ქართველია _ ეს ღორობაცაა, მოღალატეობაც, შტერობაც და ხრუშჩოვიზმიც.

მე თუ მკითხავთ, საამაყოა ისიც, რომ ე.წ. საიდუმლო ფრონტზე, ანუ მეორე მსოფლიო ომის დროს ჯაშუშთა ჯახშიც მთავარი მოქმედი პირი ქართველი იყო და მან პირწმინდად მოუგო თავის ჯერ გერმანელ და, ომის დამთავრების შემდეგ _ ამერიკელ კოლეგებს.

მოკლედ, 9 მაისზე ამდენი საუბრისას იოსებ ჯუღაშვილისტალინისა და ლავრენტი ბერიას ერთხელ მაინც არხსენება სწორედ ისაა, რასაც ნიკიტა ხრუშჩოვი ცდილობდა 1950-იან წლებში, რაც მაშინ არ გამოუვიდა და, რასაც ახლა უკვე ერთგვარი წარმატებით ახორციელებენ თანამედროვე ქართველი ხრუშჩოველები. უნამუსობაა ის, რომ მათი ასეთი საქციელი “საქართველოს სიყვარულითა” და “პატრიოტიზმითაა” შენიღბული. აქაოდა, ვინც სტალინის დამსახურებებს აღიარებთ, ცუდი ქართველები ხართ, რადგან სტალინს საქართველოსთვის არ უღვაწიაო. ახლა აქ ზედმეტია იმაზე კამათი, რა უღვაწია და რა არა რეალურად სტალინს ან ბერიას საქართველოსთვის, მაგრამ მინდა პასუხი მივიღო კითხვაზე: მაშინ ის მითხარით, ხრუშჩოვის ნარატივზე მომართულო “პატრიოტებო”, მაგ თქვენმა კერპმა ნიკიტამ რა იღვაწა საქართველოსთვის, რომ მისი სულელური ნარატივის ასე თავგადაკლული მიმდევრები გახდით?

ისიც სათქმელია, რომ უცხოური, ევროპული დოკუმენტური ფილმები ისე არ აკნინებენ სტალინს და მის როლს მეორე მსოფლიო ომში, როგორც ამას შემართებით ცდილობენ სწორედ ქართველი ხრუშჩოვისტები და ტროცკისტები.

არ ვაპირებ მეორე უკიდურესობაში გადავვარდე და ფაშიზმის დამარცხებაში სსრკ-ის მოკავშირეთა როლი რამენიარად დავაკნინო ანდა ამ ყბადაღებული “ლენდ-ლიზის” მნიშვნელობა უარვყო (უანგაროდ კი არ გვეხმარებოდნენ, საბჭოთა კავშირი ნატურალურ ოქროს უხდიდა ამერიკელებს), მაგრამ ის, რომ საბჭოთა კავშირმა და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა სამხედრო სტრატეგმა იოსებ ჯუღაშვილმა უმთავრესი როლი ითამაშეს ისტორიის ამ უბრწყინვალესი ფურცლის დაწერაში _ ეს უდავო ფაქტია და ამაზე მეცნიერულ დონეზე გაკეთებული ნებისმეირი ევროპული დოკუმენტური ფილმის ავტორებიც საუბრობენ.

ეს მხოლოდ საქართველოშია ასე მიღებული _ ვერმახტის მებრძოლების გათანაბრება ანტიფაშისტური კოალიციის მებრძოლებთან. ისევე, როგორც ჰიტლერისა და სტალინის “თანაბარ ბოროტებაზე” საუბარი. კაცი იფიქრებს, ფრანკლინ რუზველტს, უინსტონ ჩერჩილს, შარლ დე გოლს და სხვებს თავში ტვინი არ ჰქონდათ, ვერ გაარჩიეს რომელი უფრო დიდი ბოროტება იყო და “შეცდომით” გახდნენ სტალინის მოკავშირეები, ხოლო “უფრო კეთილმა” ჰიტლერმა ეს ძალიან განიცადა, ინერვიულა და 1945 წლის აპრილის ბოლოს ბერლინში თავი მოიკლა ამ ამაგდარმა ადამიანმაო!

და, რა თქმა უნდა, ვიმეორებ: კიდევ იმხელა ტრაგედია არ არის, როცა ასე 20-25 წლის გოგობიჭები აზროვნებენმაგრამ, როცა ასეთ სისულელეებს შენი ქვეყნის პრეზიდენტი ტელეეთერში ლაპარაკობს, თუნდაც თავისი ლაჩარი და მოღალატე წინაპრების სულმდაბალი საქციელის როგორმეგასაპრავებლად”, ეს არა მხოლოდ მისი, არამედ მთელი ქვეყნისა და სახელმწიფოს სირცხვილია!

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. magari xar bakur ase tavisuplad da alald rom “amkob” am Cvens” sapativcemulo” prang prezidents.
    minda rom kargi davinaxo masShi magram shen martali xar -is aris menshevikebis shtamomavali romelic agentad moagzavnes da ivaniSvilis pulit gaapravebines!
    samarcxvinoebi arasakmarici sityvaa am xrovistvis…9yvela igulisxmeba , mimxvedri mixvdeba).

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here