მთავარი პოლიტიკა სამარცხვინოდ აღნიშნული დიდგორობა, ავღანეთიდან კურდღელივით გაქცეული აშშ და ქართველთა სისხლით გაპოხიერებული ყანდაარი

სამარცხვინოდ აღნიშნული დიდგორობა, ავღანეთიდან კურდღელივით გაქცეული აშშ და ქართველთა სისხლით გაპოხიერებული ყანდაარი

399
გააზიარეთ

თავდაპირველად მხოლოდ დამპყრობლებზე ქართველთა ყველაზე დიდი ისტორიული გამარჯვების, დიდგორის ბრძოლის შესახებ მინდოდა საუბარი; გამარჯვების, რომელსაც მემატიანემძლევაი საკვირველიუწოდა, რომლის 900 წლის იუბილე ზარზეიმით აღნიშნა ხელისუფლებამ

საზეიმო ღონისძიების წამყვანებსა თუ გამომსვლელებს, ქიზიყურად თუ ვიტყვით, სულ უცხოელი დამპყრობლები “გაუდიოდათ” პირიდან და არავის დასცდენია, რომ ეს ე.წ. უცხოელი დამპყრობლები თურქ-სელჩუკიანთა ჯილაგის გაერთიანებული კოალიციური ლაშქარი იყო. რატომ? იმიტომ, რომ იმჟამინდელი თურქ-სელჩუკების პირდაპირი შთამომავლები არიან დღევანდელი თურქები, რომლებსაც ქოც-ნაცები ისტორიულ მეგობრებს უწოდებენ. და, აბა, “მეგობრებს” ხომ არ შევახსენებთ, რომ დიდგორის ბრძოლამდე კარგა ხნით ადრე, როგორც იმჟამინდელმა მემატიანემ უწოდა ე.წ. დიდი თურქობის ჟამს, ჩვენმა “ისტორიულმა მეგობრებმა” ისე მოაოხრეს საქართველო, “სოფლებში ძაღლების ყეფა და მამლების ყივილი აღარ ისმოდა”. აი, ასეთი საქართველო ჩაიბარა სამართავად 16 წლის ყმაწვილმა დავით IV აღმაშენებლად წოდებულმა. დიდგორის გვირგვინი თბილისის აღება, არაბთა 300-წლიანი საამიროს გაუქმება და საქართველოს დედაქალაქად თბილისის გამოცხადება იყო. ამაზე დიდგორობის დღესასწაულზეც იყო საუბარი, მაგრამ… არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია კრინტს არ ძრავენ იმაზე, რომ ქართველი მიქელანჯელოს, მერაბ ბერძენიშვილის შედევრიქმნილება (სხვათა შორის, მერაბ ბერძენიშვილი დიდგორის სკულპტურულარქიტექტორული მემორიალის ავტორიცაა არქიტექტორ თამაზ გაბუნიასთან ერთად) თბილისიდან გავაძევეთ დაგაიშნიკიავტოინსპექტორივით შუა ტრასაზე დავდგით, რომელსაც, ავტომობილების ინტენსიური მოძრაობის გამო, სიცოცხლის რისკის ფასად თუ მიუახლოდები. სხვათა შორის, მეფეთ მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის პირვანდელ ადგილზე დაბრუნება (ისევე, როგორც დიდი სტალინის) ბიძინა ივანიშვილის ერთერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, მაგრამ რომელი დაპირება შეასრულა, ეს რომ შეესრულებინა?..

როდესაც დავით აღმაშენებლის სკულპტურის ტრასაზე დატოვების მიზეზი გავიკითხ-გამოვიკითხე, პასუხად მერიიდან რაც შევიტყვე, გამეცინებოდა, სატირალი რომ არ ყოფილიყო _ აღმაშენებლის ძეგლის ხელახლა დემონტაჟ-მონტაჟი 35 ათასი ლარი დაჯდება და ამ გაჭირვებულ ქვეყანას ამხელა თანხის გადახდის მორალური უფლება არ აქვსო. ამას აცხადებს მერია, რომლის თანამშრომლებს წელიწადში მაგ თანხის “კოფე” არ ჰყოფნით. სანამ ზემოთქმულის რეზიუმეს შემოგთავაზებთ, კიდევ ერთი ისტორიული ფაქტი უნდა გავიხსენო, რომელიც, ისევე, როგორც დიდგორი, გულში ხინჯად აქვს ჩვენს “ისტორიულ მეგობარ” თურქეთს.

1757 წლის 14 დეკემბერს ხრესილის (სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში) ველზე იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა სასტიკი მარცხი აგემა ოსმალო დამპყრობლებს. ამ გამარჯვების აღსანიშნავად ჯერ კიდევსაზიზღარი კომუნისტებისმიერდამონებულსაქართველოში აღიმართა სტელა, რომელზეც ოსმალებზე გამარჯვების აღსანიშნავი წარწერა იყო გაკეთებული. “ჩვენმა მეგობარმათურქებმა მოღალატე ქართველების დახმარებით იმდენი ქნეს, რომ სტელაზე სიტყვაოსმალოსიტყვაუცხოელითშეცვალეს. მოკლედ, საქართველო მხოლოდ დე იურეა სახელმწიფო. დე ფაქტო კი აშშის, როგორც იანკებს უყვართ თქმა, “უკანა ეზოა და, აქედან გამომდინარე, ე.წ. კოლექტიური დასავლეთისაც, რადგან სახელმწიფოებრიობის მთავარი ნიშანი, სუვერენიტეტი, სრულად (აშშ) ან მნიშვნელოვანწილად ლიბერასტული კოლექტიური დასავლეთისთვის აქვს გადაცემული. შარშან, შარშანწინ თუ იმის წინ თურქეთის მხრიდან დიდგორობის აღნიშვნის საწინააღმდეგო ფარული თუ აშკარა პროტესტის ფონზე სახელმწიფო დონეზე დიდგორობა გვეზეიმოს, რაღაც არ მახსენდება _ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი თუ შეიკრიბებოდა 12 აგვისტოს დიდგორის ველზე და ახლა “რა ბზიკმა” უკბინათ? წინასაარჩევნო სუნი ხომ არ ასდის ამ ყველაფერს? საუკუნეების განმავლობაში დასავლეთ საქართველოდან ხარკის სახით 200-200 დარჩეული ქალვაჟი მიჰყავდათ თურქეთის იმპერიის ჰარამხანებსა თუ ჯარში, რომ არაფერი ვთქვათ ტყვეთა სყიდვაზე სტამბოლის ბაზარში, და ამის შემდეგ, თურქეთი ისტორიული მეგობარია და, ვინც ამ უბედურებისგან გვიხსნა, რუსეთი _ ისტორიული მტერი? მაამებლობა გამიგია, მაგრამ ასეთი უმადურობის თანხლებით?.. მერე გამოვარდებიან ურაპატრიოტები და _ თუ ჩვენი ერთმორწმუნენი არიან, რატომ წაგვართვეს სოხუმ-ცხინვალი, სასწრაფოდ დაგვიბრუნონო…

წინა წერილში კედელზე ჩამოკიდებულ თოფზე ვწერდი, რომელიც, როგორც დიდი რუსი მწერალი ანტონ ჩეხოვი წერდა, პიესის ბოლოს აუცილებლად გაისვრის. მას შემდეგ ერთი კვირაც არ გასულა და ავღანეთიდან ამერიკელი კოვბოების კურდღლებივით გაქცევამ მკვეთრად დაძაბა გეოპოლიტიკური ვითარება, თუმცა გაქცევაც არის და გაქცევაც _ მთელი შეიარაღება, ჯავშნიანი ტექნიკის ჩათვლით, ტერორისტ თალიბებს დაუტოვეს, საიდუმლო დოკუმენტაციის ჭიაკოკონა მოაწყვეს და აშშის დროშებიც ცეცხლს მისცეს. ამაზე დიდი სიმდაბლე არსებობს? ამასობაში თალიბებმა სრულიად ავღანეთზე დაამყარეს კონტროლი და დედაქალაქი ქაბულიც აიღეს. საიდანაც თავქუდმოგლეჯილები გარბიან ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები. ერთადერთი რუსეთის საელჩო განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. ახლა გაახსენდათ იანკებს, რომ 20 წლის განმავლობაში ავღანეთისმისიაშიტრილიონი დოლარი დახარჯეს, 2300-ზე მეტი ჯარისკაცი დაეღუპათ და ათიათასობით დაუსახიჩრეს. ერთადერთი დონალდ ტრამპი იყო, რომელმაც ტრილიონების ხარჯვაზე უარი თქვა და ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გაყვანის იდეაც მას ეკუთვნის, მაგრამ არა ასე, არამედ ეტაპობრივად. ჯო ბაიდენის მიერ ჯარების სწრაფად გაყვანა, დიდი ალბათობით, რუსეთისათვის ახალ თავის ტკივილს ნიშნავს, რადგან ავღანეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ქვეყნებს (რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი) ესაზღვრება და თალიბების ხელში გადასული ავღანეთი რუსეთისთვის შეიძლება საფრთხე იყოს. ამიტომაც რუსეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ეგიდით უკვე გადაისროლა ამ ქვეყნებში დამატებითი სამხედრო კონტიგენტი და სამხედრო ბაზის მშენებლობაც დაიწყო. აქეთ უკრაინაში დაძაბულია ვითარება და, თუ “ჩეხოვის თოფი” გავარდა, ტყვია, დიდი ალბათობით, საქართველოსაც მოხვდება. კვირას რუსულ ტელეარხ РТР-ზე ამ თემაზე ვუყურე გადაცემას, რომელიც, რომ იტყვიან, “სტოპკადრებით” გავარჩიე და აი რა ვნახე და მოვისმინე: ავღანეთში შესვლის წინ აშშმა 50-სუბიექტიანი კოალიცია შექმნა, რომელსაც ხელი უნდა შეეწყო ამ ნახევრადველური ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის. აი, იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებმაც ავღანეთში ჯარისკაცები მიავლინეს და ადამიანური დანაკარგები განიცადეს:

* დიდი ბრიტანეთი _ 453 დაღუპული

* კანადა _ 158 დაღუპული

* საფრანგეთი _ 86 დაღუპული

* გერმანია _ 54 დაღუპული

* იტალია _ 48 დაღუპული

* საქართველო _ 800 გაგზავნილი, რაც საფრანგეთის კონტინგენტზე სამჯერ მეტია, და 27 დაღუპული

* აშშ _ 2300 დაღუპული

* ლიეტუვა _ 80 გაგზავნილი

* ლატვია, ესტონეთი _ ერთად 150 გაგზავნილი

* უკრაინა _ 10 გაგზავნილი.

ამ სიისთვის თვალის უბრალო გადავლებაც კი საკმარისია, რომ დაასკვნა _ ყველაზე “ჭკვიანები”ქართველები ვყოფილვართ…

დავით მხეიძე

P.S. წერილის ბოლოს მინდა, შეგახსენოთ ავღანეთთან დაკავშირებული საქართველოს შორეული წარსული. ოდესღაც იქ, სადაც ცოტა ხნის წინათ განლაგებული იყო აშშის მთავარი სამხედრო შტაბი _ ავღანეთის ქალაქ ყანდაარში, ქართლის მეფე გიორგი XI იჯდა და განაგებდა მთელი ავღანეთის საქმეებს. მე-18 საუკუნის დასაწყისში უაღრესად დასუსტებული ირანი ვეღარ უმკლავდებოდა ავღანელთა მუდმივ აჯანყებებს. ამ გარემოების გამო ირანის შაჰმა ქართლის მეფობა უბოძა გიორგის და ქართველთა 3000-იანი რაზმით ავღანეთში გაგზავნა. 1703 წელს მეფე გიორგი ქართველთა და სპარსთა 24-ათასიანი ჯარით შეიჭრა ავღანეთში, სასტიკად დაამარცხა აჯანყებულები, შეიპყრო მათი ბელადი მირვეისი და ირანის შაჰს გაუგზავნა ისპაჰანში, თან შეუთვალა, არავითარ შემთხვევაში არ გაეთავისუფლებია ტყვე, რადგანცუდს რამეს გვიზამსო”… ისპაჰანში მეფე გიორგის მტრებმა შაჰს მირვეისი ავღანეთში დააბრუნებინეს, რომელმაც 1709 წელს ავღანეთის რამდენიმე სოფლის აჯანყების ინსცენირება მოაწყო. მეფე გიორგიმ აჯანყების ჩასაქრობად ქართველთა ჯარი გაგზავნა, ხოლო თვითონ მცირე ამალით მირვეისს ეწვია მის პატივსაცემად გაშლილ სუფრაზე, სადაც ღალატით მოკლეს საქართველოს ისტორიაში ბოლოდიდი გიორგი” (გიორგი 1, გიორგი III, გიორგი ბრწყინვალე, გიორგი სააკაძე). მოკლულ გმირს ყელზე მირვეისმა ჯვარი უპოვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეფე გიორგი მოჩვენებით იყო მაჰმადიანი, სინამდვილეში კი გულმხურვალე მართლმადიდებელ ქრისტიანად აღესრულა. მეფე გიორგის მკვლელობით განრისხებულ შაჰს მირვეისმა სწორედ ის ჯვარი გაუგზავნა. შაჰმა არ აპატია გიორგის ქრისტიანობა და მირვეისი არ დასაჯა. ამ ამბის შემდეგ კიდევ დიდხანს იბრძოდნენ ავღანეთში მეფე გიორგის თანმხლებნი, რომლებიც ბოლოს ავღანეთის მიწად იქცნენ. ავღანელ მეომართა შორის კი ერთმა გამოთქმამ მოიკიდა ფეხი _ “ავღანელები სპარსელებთან შედარებით ლომები ვართ, სპარსელები კი ჩვენთან შედარებით _ ცხვრები, ხოლო ქართველებთან ცხვრები ვართ, ქართველები კი ლომები არიან ჩვენთან შედარებით”!

ეს ამბავი ზემოხსენებულმა 27-მა ქართველმა ლომმა გამახსენა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here