მთავარი საქართველო “სამარცხვინოა, როდესაც ევროპის მიბაძვით გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავენ”

“სამარცხვინოა, როდესაც ევროპის მიბაძვით გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავენ”

992
გააზიარეთ
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი: ნინო ბურჯანაძე

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ფაშიზმზე გამარჯვების დღის 8 მაისს აღნიშვნას სამარცხვინო პროვინციალიზმი უწოდა.


“სამარცხვინო პროვინციალიზმია, როდესაც საქართველოში გამარჯვების დღეს ევროპელების მიბაძვით 8 მაისს აღნიშნავენ. ეს არის ისტორიის საოცარი უცოდინარობა. ევროპა გამარჯვების დღეს 8 მაისს იმიტომ კი არ აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის ჯინაზე სხვა დროს უნდა აღნიშვნა, უბრალოდ, იმიტომ რომ როდესაც კაპიტულაციის აქტს მოეწერა ხელი, მაშინ საბჭოთა კავშირში უკვე 9 მაისი იყო, ხოლო ევროპაში ღამის 12 საათი შესრულებული ჯერ არ იყო. უცოდინარობის სამარცხვინო პროვინციალიზმის მოწმენი ვხდებით ხელისუფლებისა და ე.წ. პროდასავლური პარტიების მოქმედების შედეგად”. _ განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. კაპიტულაციას ხელი 1945 წლის 9 მაისს მოეწერა. ამით დასრულდა მეორე მსოფლიო ომი, რომელიც 1939 წელს დაიწყო.

 

 

2 COMMENTS

  1. ქალ-ბატო. ნინო! რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის,8-ში აღინიშნება თუ 9-ში? ხომ აღინიშნება?

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here