Home ახალი ამბები საქართველო საკონსტიტუციო პროექტის განხილვაზე “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

საკონსტიტუციო პროექტის განხილვაზე “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

942

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვაზე ერთმანეთს “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.დაპირისპირება ძირითადად ამ პოლიტიკური პარტიების საქმიანობას ეხებოდა. “ქართული ოცნების” მხარდამჭერები “ევროპულ საქართველოს” “ნაციონალური მოძრაობის” წარსულზე მიუთითებდნენ და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ახსენებდნენ. ხოლო “ევროპული საქართველოს” მხარდამჭერები “ქართულ ოცნებას” უმოქმედებაში ადანაშაულებდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება ორი პარტიის მხარდამჭერებს შორის კითხვა-პასუხის დროს დაიწყო. ამის გამო კითხვა-პასუხის რეჟიმი რამდენჯერმე შეწყდა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here