Home რუბრიკები პოლიტიკა საიდან მოაფიქრდა პრეზიდენტს დიდ სამამულო ომში გამარჯვების აღსანიშნავი მონუმენტის გადაკეთება?

საიდან მოაფიქრდა პრეზიდენტს დიდ სამამულო ომში გამარჯვების აღსანიშნავი მონუმენტის გადაკეთება?

662
საიდან მოაფიქრდა პრეზიდენტს დიდ სამამულო ომში გამარჯვების აღსანიშნავი მონუმენტის გადაკეთება?

ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში”, _ ასეა მოხსენიებული მსოფლიო ისტორიაში 1941-1945 წლების ომი, რომელშიც ქართველებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს. ფრონტზე საქართველოდან ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი წავიდა, მათგან 300 ათასი დაიღუპა, 100 ათასი ხეიბარი დაბრუნდა. წელს, 9 მაისს, დიდი სამამულო ომის დასრულებიდან 76 წელიწადი გადის. ქვეყანა, რომელმაც დიდ სამამულო ომს 300 ათასი შვილი შესწირა, გამარჯვების დღეს, წაბაძვით, სასხვათაშორისოდ, 8 მაისს აღნიშნავს. ასე იყო დღემდე, თუმცა არავინ იცის, როგორ აღინიშნება მომავალში ფაშიზმზე გამარჯვების დღე, რადგან საქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ვაკის პარკში მდებარეუცნობი ჯარისკაცისსაფლავის გადაკეთება მოისურვა და მერიას მიმართა ინიციატივითშეიქმნას საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ასწლიან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ერთიანი მემორიალი ვაკის პარკში, რომლის რეაბილიტაცია დღეს მიმდინარეობს”.

პრეზიდენტის ამ ინიციატივაზეევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე და ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერი თემურ ფიფია გვესაუბრებიან.

თემურ ფიფია

ასეთ პირობებში, როგორშიც სწორედ ზურაბიშვილისნაირების გამო აღმოვჩნდით, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა კიდევ დიდხანს მოუწევს საქართველოს

თემურ ფიფია, ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერი:

_ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ას წელიწადს ითვლის ლიბერალური მთავრობა და ჩვენი ფრანგი, მენშევიკი პრეზიდენტი ხმამაღლა ფიქრობს უცნობი ჯარისკაცის საფლავის გადაკეთების საკითხზე, მაგრამ ყველას ვეტყვი _ ასეთ პირობებში, როგორშიც სწორედ ზურაბიშვილისნაირების გამო აღმოვჩნდით, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა კიდევ დიდხანს მოუწევს საქართველოს. პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილის აზრი გაუგებარია მოსახლეობისთვის.

ვაკის პარკს “გამარჯვების პარკს” უწოდებენ, იქ ქერჩში დაღული ჯარისკაცის საფლავია და წმიდათაწმიდა ადგილია იმ ოჯახებისთვის, რომელთა მებრძოლი წინაპარი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკი ომიდან ვერ დაბრუნდა. საბედნიეროდ, ქართველები წინაპართა ხსოვნის პატივისმცემელი ხალხი ვართ, ამიტომ ზურაბიშვილისნაირები თავისას ვერ გაიტანენ ამ მიწაზე.

უცნობი ჯარისკაცის საფლავი დარჩება მუდმივად სათაყვანებელ საფლავად, მუდმივად პატივის მისაგებ ადგილად. ყველა ქართული ოჯახი, რომლის წინაპარიც ქერჩში დაიღუპა და ასეთი უამრავია, ამ საფლავთან მივა, როგორც საკუთარი წინაპრის საფლავთან. აქ არა მარტო 9 მაისს, არამედ აღდგომასაც ბევრი ისეთი ოჯახი მიდის, რომელთა შთამომავლებმაც არ იციან, სად, რომელ ფრონტზე დაიღუპა მათი წინაპარი.

ასე რომ, სალომე ზურაბიშვილის მიერ შემოგდებულ ინიციატივას, რომლის უკანაც გარეშე ძალები დგანან, განხორციელება არ უწერია. სალომე ზურაბიშვილმა თავი შორს დაიჭიროს დიადი გამარჯვებისგან, მის წინაპრებს არ უომიათ, ამიტომ გააჩეროს ენა. მენშევიკი, მოღალატე ზურაბიშვილის ეს ინიციატივა ახალგაზრდების გახრწნას და მათში წინაპრების სულისკვეთების ჩაკვლას, ისტორიის ფალსიფიკაციას ემსახურება

დიდი სამამულო ომი იყო წმიდათაწმიდა ომი ქართველებისთვის, უახლეს იტორიას ასეთი გამარჯვება არ ახსოვს და ეს გამარჯვება დიდწილად ქართველებს გვეკუთვნის, გამარჯვება, რომელსაც 300 ათასი ქართველი გმირულად შეეწირა; დაიღუპნენ იმისთვის, რომ ყოფილიყვნენ ფაშიზმისგან თავისუფლები, ყოფილიყვნენ იმ ქვეყნის შვილები, რომელშიც ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული საბჭოთა წყობა იყო. ეცხოვრათ კომუნიზმში…

_ რას აპირებთ 9 მაისს, გეგმავთ თუ არა რაიმე ღონისძიებებს?

_ ვფიქრობ და აუცილებლად შევასრულებთ _ პრეზიდენტადწოდებულ, მენშევიკ სალომე ზურაბიშვილის სასახლეს წითელი დროშებით ვესტუმრებით და გავახსენებთ, მისი წინაპრები ფაშისტების მხარეს რომ იბრძოდნენ მაშინ, როდესაც ჩვენი წინაპრები სამშობლოს იცავდნენ. გავახსენებთ, როგორ გავყარეთ ბოლშევიკებმა ბინძური და მოღალატე მისი წინაპარი მენშევიკები!

გულბაათ რცხილაძე

სალომე ზურაბიშვილმა, თუკი რამე სიკეთის გაკეთება სურს, დიდგორობა დააწესოს დღესასწაულად!”

გულბაათ რცხილაძე, “ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი:

_ მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპა და ამერიკა ცდილობენ, წარმოაჩინონ ისე, თითქოს მეორე მსოფლიო ომი, რომელიც ჩვენთვის დიდ სამამულო ომად არის ცნობილი, თვითონ მოიგეს და აკნინებენ საბჭოთა კავშირისა და სტალინის როლს, მაინც დიდი პომპეზურობით აღნიშნავენ, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. არსად ისეთი რამ არ ხდება 9 მაისს, რაც ჩვენთან, საქართველოში.

ფაშიზმზე გამარჯვებას ძალიან ბევრი ქვეყანა სამხედრო აღლუმის გარეშე, მაგრამ მაინც აღნიშნავს გრანდიოზულად. ყველაზე პომპეზურად ამ დღეს რუსეთი აღნიშნავს. გამარჯვების დღის აღნიშვნა დაიწყო თურქმენეთმაც… ასე თუ ისე, ეს თარიღი ახსოვთ ყველგან, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში დაკარგულია ის სულისკვეთება, რომელიც ფაშისტებთან მებრძოლ საბჭოთა ჯარისკაცებს, ხალხს ჰქონდა.

_ ბატონო გულბაათ, თქვენ შექმენით პორტალი დიდი სამამულო ომის შესახებ _ didisamamulo.ge, რომელზეც დიდ სამამულო ომში მონაწილე ქართველების ისტორიებს აქვეყნებთ. აქტიურობს მოსახლეობა, გთხოვენ ადამიანები წინაპრების ისტორიების გამოქვეყნებას?

_ კი, აქტიურობენ… ბევრს სურს წინაპრის ისტორიის გამოქვეყნება, ჩვენც ვაქვეყნებთ და უღრმესი მადლობა გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს”, რომ გვეხმარება ამ სასიკეთო საქმის პოპულარიზაციაში.

ბევრი წერილი მოდის პორტალზე, გვთხოვენ, დავეხმაროთ უგზო-უკვლოდ დაკარგული წინაპრების მოძებნაში. ჩვენ, ბუნებრივია, მივმართავთ რუსულ მხარეს, ისინი გზავნიან მოთხოვნას მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში და იქიდან ვიღებთ საარქივო მასალებს. ძალიან ბევრს დავეხმარეთ _ შევძელით მათი წინაპრების ომისდროინდელი ცხოვრებისა და დამსახურების შეტყობა; შევძელით, ბევრი მებრძოლის დაღუპვისა და დაკრძალვის ადგილის გაგებაც.

სამწუხაროდ, პორტალს ხელს უშლის საქართველოში არსებული ე.წ. ვითომ ცენზურა, ჩვენი პორტალი არ ჩანს, არ ჩანს ხელმომწერების რაოდენობა. გვბლოკავს სოციალური ქსელის ცენზურა, .. კინწურაშვილის კანტორა. როგორც ჩანს, ხელს არ აძლევთ, რომუკვდავი ჯარისმოძრაობა სახალხო მოძრაობად გადაიქცეს და აუცილებლად გადაიქცევა კიდეც, თუკი ხელი არ შეუშალეს, რადგან ქართველი კაცი წინაპრების დიდი პატივისმცემელია, ეს კი ამ მთავრობას ძალიან აშინებს. არადა, ამ პორტალის მუშაობა ახალგაზრდებს გამოაფხიზლებს, სიმართლეს დაანახვებს… საქართველოს დიდი და საამაყო ისტორია აქვს, განსაკუთრებით დიდ სამამულო ომში და ეს ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ…

_ საქართველოს პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, რომ ვაკის პარკში, იქ, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავია, გაკეთდეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა მემორიალი

_ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი მავნებელია. ეს ქალი, ჩარჩენილია 1918-21 წლებში, არის “მენშევიჩკა” და ჩვენ ვიცით, რომ მენშევიკები არ იყვნენ პატრიოტები. მენშევიკებმა, გარდა იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე მოკლეს, საშინელება ჩაიდინეს ეკლესიის მიმართაც. 1917 წელს, როდესაც საქართველოში ავტოკეფალია აღდგა, საქართველომ კათალიკოს-პატრიარქად აირჩია კირიონი (საძაგლიშვილი), უსპეტაკესი ადამიანი, რომელიც მოკლეს მენშევიკებმა, თანაც ისე საშინლად მოკლეს, რომ მართლმადიდებლისთვის სათქმელადაც კი შემზარავია, მას თვითმკვლელობა დააბრალეს. ეს ამბავი, დიდი ალბათობით, ახალგაზრდებმა არ იციან, შესაძლოა, არც მათმა მშობლებმა იციან და ამიტომ ვამბობ, _ ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი შთამომავალია იმ მენშევიკებისა, რომლებმაც წაბილწეს ეკლესია და მოკლეს ილია.

სალომე ზურაბიშვილს არეული აქვს ტვინი, რომელიც ისედაც დაბალი სიმძლავრის, დაბალი დონისაა, და ეს ქალი გამოდის ინიციატივით, რომ ის ერთადერთი მონუმენტი, რომელიც დარჩა თბილისში დიდი სამამულო ომის გამარჯვების აღსანიშნავად, გადააკეთოს, წაშალოს. აქვე ვიტყვი იმავეს, რაც თავშიც გითხარით: სალომე ზურაბიშვილი დიდი გონებრივი შესაძლებლობებით არ გამოირჩევა, ეს გველური ინიციატივა მის ტვინში არ მოხარშულა, მას ეს შესთავაზეს და დიდი სიხარულით დაეთანხმა, ზურაბიშვილსა და მისნაირებზე ამ ქვეყანაში ევროპა-ამერიკა მუშაობს.

დავრეკე მერიაში და, საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის ინიციატივის შესახებ არაფერი იციან და სამუშაოები, რომელიც ვაკის პარკში მიმდინარეობს, არის მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, უცნობი ჯარისკაცის საფლავის მოპირკეთების შეცვლა-შეკეთება კი დაგეგმილი არ არის.

პრეზიდენტად წოდებულმა ქალმა ეს ინიციატივა გაასაჯაროვა, ქალმა, რომელიც ისე არაადეკვატურია, რომ ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის მკვლელი შეიწყალა. მკვლელი, რომელსაც 15 წლის განმავლობაში ეძებდნენ, რატომ შეიწყალა, კაცმა არ იცის. ასე რომ, ინიციატივა, რომელიც უცნობი ჯარისკაცის საფლავის გადაკეთებაზე გამოითქვა, ჩვენთვის, ქართველებისთვის, დიდ საფრთხედ რჩება. ამ ქალის სიგიჟეები დაუსაბუთებელია.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ, ძალიან მალე მოდის დიადი გამარჯვების დღე – 9 მაისი. მოძრაობა “საქართველოს უკვდავი ჯარი” გეგმავს ერთ-ერთ ქალაქში დიდი ღონისძიების ჩატარებას, _ ქალაქის სახელს შეგნებულად არ ვასახელებთ. თბილისში არ ჩატარდება ღონისძიებები, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, თუკი მოსახლეობა ყვავილებს კონსტანტინე ლესელიძის ძეგლთან მიიტანს, რადგან ვაკის პარკი დაკეტილია. საერთოდაც, ყველამ იმ გმირების საფლავებთან მიიტანოს ყვავილები და მიაგონ პატივი, რომელთა ძეგლებიც შემორჩა დღევანდელ საქართველოს და ასეთი, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ბევრია…

ჩვენს ქვეყანას შემორჩა ერთადერთი საერო დღესასწაული დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე _ 9 მაისი, როცა ქართველებმა გავიმარჯვეთ… კარგი იქნებოდა, დიდგორიც გვეზეიმა 12 აგვისტოს, რადგან 1121 წლის 12 აგვისტოს ქართველებმა დავით აღმაშენებლის მეთაურობით მართლაც უდიდესი გამარჯვება მოვიპოვეთ თურქ-სელჩუკებზე.

სალომე ზურაბიშვილმა, თუკი რამე სიკეთის გაკეთება სურს, დიდგორობა დააწესოს დღესასწაულად! სანამ დიდგორობას არ ვიზეიმებთ ამ ქვეყანაში, მთავარი დღესასწაული სულ 9 მაისი იქნება.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here