მთავარი დაიჯესტი სავაჭრო ომი აშშ-სა და ევროკავშირს შორის: ტრამპმა ევროპას დაარტყა

სავაჭრო ომი აშშ-სა და ევროკავშირს შორის: ტრამპმა ევროპას დაარტყა

266
გააზიარეთ
სავაჭრო ომი აშშ-სა და ევროკავშირს შორის: ტრამპმა ევროპას დაარტყა

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ (მსო) ნება დართო აშშ, ყოველწლიურად 7.5 მლრდ მოცულობის ბაჟი დააწესოს ევროპულ საქონელზე _ ეს არის პასუხი ევროკავშირის მიერ ფრანგულ ავიასამშენებლო კონცერნ Airbus SE სუბსიდირებაზე. ვაშინგტონის აზრით, ამ სუბსიდიებმა დააზარალა ამერიკული კომპანია Boeing და ხელი შეუშალა მას, წარმატებული კონკურენტი ყოფილიყო ევროპის ქვეყნებში, აგრეთვე, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, სინგაპურსა და ავსტრალიაში.

ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ავიამწარმოებლების _ Airbus-ისა და Boeing-ის სუბსიდირების გამო დავა 10 წელზე მეტხანს გრძელდება. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ Airbus -ის (ევროკავშირის მხრიდან) და Boeing -ის (აშშ-ის მხრიდან) უკანონო დაფინანსებაში.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული თანხა ყველაზე დიდია ამ ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ისტორიაში _ ის ორჯერ მეტია 2002 წელს დამყარებულ რეკორდზე (4,04 მლრდ). მსო-ს ბოლო გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას გზას უხსნის ახალი ფრონტის გასახსნელად სავაჭრო ომში, _ წერს გამოცემა Dow Jones -ი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას საჩვენებელს უწოდებს იმ კუთხით, რომ მიღებულია ტრამპის სასარგებლოდ, რომელიც იმუქრებოდა, რომ აშშ-ს გაიყვანდა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციიდან. გადაწყვეტილება ძალაში შევა 18 ოქტომბრის შემდეგ. თავის დროზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ უკანონოდ მიიჩნია აშშ-ის სუბსიდიები Boeing -ისთვის და მომავალი წლის პირველი ნახევრიდან უნდა მიეღო გადაწყვეტილება იმ ამერიკული საექსპორტო პროდუქციის შესახებ, რომლისთვისაც ევროკავშირს ახალი ბაჟი უნდა დაეწესებინა.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გადაწყვეტილება სიმტკიცეზე გამოცდა იქნება აშშ-ისა და ევროკავშირის ურთიერთობისა, რომლებიც ადრე ერთმანეთისთვის ახალი საბაჟო გადასახადების დაწესების გარეშე აგვარებდნენ ხოლმე წარმოქმნილ უთანხმოებას, _ ამბობენ Dow Hones -ის მიერ გამოკითხული ექსპერტები.

2019 წლის 11 აპრილს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა საბოლოო ანგარიში კონცერნ Boeing -ის გარშემო დავის შესახებ და აღიარა, რომ აშშ-ის სუბსიდიებმა 12 მლრდ-ის ოდენობით დაარღვიეს პატიოსანი კონკურენციის პრინციპები ევროპული Airbus -ის მიმართ და ის მნიშვნელოვნად დააზარალა. საჩივრები სუბსიდიების კანონიერების შესახებ Boeing -ისა აშშ-ის მხრიდან და Airbus -ისა ევროკავშირის მხრიდან ერთ დღეს, 2004 წლის 6 ოქტომბერს, მიიღო მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციამ. 2018 წლის მაისში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ ევროკავშირის მხრიდან Airbus -ის დაფინანსება Boeing -ის ინტერესების შელახვად აღიარა, აშშ კი მყისვე დაემუქრა ევროკავშირს საჯარიმო ზომებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, აშშ-ისთვის ნება დაერთო, ახალი საბაჟო გადასახადები დაეწესებინა ევროკავშირის საქონელზე, გამარჯვება უწოდა. “ეს საქმე, წლებია, გრძელდება. დიდებული გამარჯვებაა!” _ განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ამით ვაშინგტონმა 7,5 მლრდ დოლარი მოიგო. მისი თქმით, ევროკავშირი მრავალი წლის განმავლობაში ცუდად ეპყრობოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამაზე მეტყველებს საბაჟო გადასახადები და სავაჭრო ბარიერები.

აშშის მიერ დაწესებული ახალი საბაჟო გადასახადების მიხედვით, ევროპული ავიამშენებლები, რომლებიც თვითმფრინავებს ყიდიან აშშში, 10%-იან ბაჟს გადაიხდიან, სასოფლოსამეურნეო და სამრეწველო პროდუქციის მწარმოებლები კი _ 25%-”, _ განაცხადა აშშის სავაჭრო სფეროს წარმომადგენელმა რობერტ ლაიტჰაიზერმა. მისი თქმით, ახალ საბაჟო მოსაკრებლებს, ძირითადად, დაუწესებენ საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან იმპორტირებულ საქონელს. კერძოდ, ის შეეხება ვისკის შოტლანდიიდან და ირლანდიიდან, გერმანულ სოსისებსა და ძეხვებს, იტალიურ ყველს, ფრანგულ ესპანურ და იტალიურ ღვინოებსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს, აგრეთვე, “კრისტიან დიორისადაჰერმესისმიერ ტყავისგან დამზადებულ ნივთებს.

უფრო ადრე “ბლუმბერგი” იუწყებოდა, რომ ტრამპი გეგმავდა, გამოეყენებინა ე.წ. კარუსელი _ რეგულარული ცვლილება იმ ევროპული საქონლის ჩამონათვლისა, რომლებსაც ახალი საბაჟო მოსაკრებელი დაუწესდებათ. ასეთი მიდგომა, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, გააძლიერებს სავაჭრო გაურკვევლობას და მაქსიმალურად დააზარალებს ევროპულ ბიზნესს.

მიუხედავად იმისა, რომ საბაჟო მოსაკრებელი ეხება ევროპული საქონლის მცირე ნაწილის იმპორტს, მას შეუძლია კიდევ უფრო გაამწვავოს ისედაც დაძაბული ურთიერთობა ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შარშან უკვე დააწესა 25%-იანი საბაჟო მოსაკრებელი ფოლადზე და 10%-იანი _ ალუმინზე, მათ შორის ევროკავშირიდან იმპორტირებულზე. საპასუხოდ ევროკავშირმა საბაჟო მოსაკრებლები 2,5 მლრდ დოლარის მოცულობით გაზარდა ამერიკულ საქონელზე, მათ შორის “ჰარლეი-დევიდსონის” მოტოციკლებზე, ჯინსებსა და ბურბონზე. 13 ნოემბერს ტრამპი, ალბათ, მიიღებს გადაწყვეტილებას ბაჟის მომატებაზე ავტომობილებსა და მათ დასაკომპლექტებელ ნაწილებზე.

აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ხდება სავაჭრო კონფლიქტების ფონზე აშშ-სა და ჩინეთს შორის.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here