Home სხვადასხვა დაიჯესტი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი “ჩრდილოეთი-სამხრეთი”

საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი “ჩრდილოეთი-სამხრეთი”

1980
საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი “ჩრდილოეთი-სამხრეთი”

საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი (სსდ) “ჩრდილოეთისამხრეთი” _ ეს არის მგზავრებისა და ტვირთების ტრანსპორტირების მულტიმოდალური (ტვირთების ან მგზავრების ტრანსპორტირება ერთი ხელშეკრულების მიხედვით, მაგრამ სრულდება ტრანსპორტის არანაკლებ 2 სახეობით) მარშრუტი სანქტპეტერბურგიდან ბუმბაის (ინდოეთი) პორტამდე.

შექმნა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნისა “ჩრდილოეთი-სამხრეთი” ინიცირებული იყო რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ კასპიისპირეთის რეგიონის ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიზნით. ამასთანავე, ეს დერეფანი გააუმჯობესებს რუსეთის კავშირებს სპარსეთის ყურისა და სამხრეთი აზიის ქვეყნებთან და უზრუნველყოფს ევრაზიული სატრანზიტო გადაზიდვების განვითარებას სამამულო სატრანსპორტო კომუნიკაციებით.

საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის _ “ჩრდილოეთი-სამხრეთის” შექმნის იდეა 1993 წელს გაჩნდა, მაგრამ შესაბამის შეთანხმებას მხოლოდ 2000 წლის 12 სექტემბერს მოაწერეს ხელი რუსეთმა, ირანმა და ინდოეთმა, რატიფიკაცია კი 2002 წელს მოხდა. 2005 წელს პროექტს შეუერთდა აზერბაიჯანი.

მოგვიანებით, “ჩრდილოეთი-სამხრეთის” შეთანხმებას შეუერთდა 10-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი. მათგან უმრავლესობას აქვს პრეტენზია სატრანზიტო ფუნქციების შესრულებაზე.

იდეის რეალიზაცია დამუხრუჭდა დასავლეთის მიერ ირანისთვის სანქციების დაწესების გამო. 2016 წლის იანვარში, სანქციების მოხსნის შემდეგ, პროექტმა კვლავ შეიძინა აქტუალურობა.

საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის, “ჩრდილოეთი-სამხრეთის” სიგრძე 7 ათას კმ-ზე მეტია.

ამ დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის სარკინიგზო მაგისტრალზეა, რომელზეც გადის მარშრუტის სახმელეთო ნაწილის 35-53%. რუსეთისთვის ამ დერეფნის ძირითადი მიმართულებაა ბუსლოვსკაია-სანქტ-პეტერბურგი-მოსკოვი-რიაზანი-კოჩეტოვკა-რტიშჩევო-სარატოვი-ვოლგოგრადი-ასტრახანი. ამ მიმართულების სიგრძე 2 513 კმ-ია.

საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი “ჩრდილოეთი-სამხრეთის” სამხრეთი ნაწილი ითვალისწინებს სარკინიგზო მაგისტრალებით ტვირთების გადაზიდვის რამდენიმე მარშრუტს:

ტრანსკასპიის მარშრუტი: რუსეთის საზღვაო პორტების _ ასტრახანის, ოლიას, მახაჭყალისა და ირანის პორტების _ ბენდერ-ენზელის, ნოუშეჰერისა და ბენდერ-ამირაბადის _ გამოყენებით; დერეფნის დასავლეთის შტო _ პირდაპირი სარკინიგზო ხაზი სასაზღვრო გადასასვლელების გავლით _ სამური (რუსეთი) _ იალამა (აზერბაიჯანი), შემდეგ _ ირანის სარკინიგზო ქსელი სასაზღვრო გადასასვლელების ასტარა (აზერბაიჯანი) _ ასტარას (ირანი) გავლით; დერეფნის აღმოსავლეთი განშტოება _ ეს არის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა ყაზახეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის გავლით ირანის სარკინიგზო ქსელამდე გასვლით: სერაქსი (თურქმენეთი) _ სერაქსი (ირანი) და აკიაილა (თურქმენეთი) _ ინჩე ბურუნი (ირანი). ამჟამად სწორედ ზემოაღნიშნული მარშრუტით მოძრაობს რუსეთის საექსპორტო ტვირთები აზერბაიჯანსა და ირანში.

საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის “ჩრდილოეთი _ სამხრეთის” ძირითადი უპირატესობა სხვა მარშრუტებთან (კერძოდ, საზღვაო მარშრუტთან სუეცის არხის გავლით) არის ის, რომ ორჯერ და მეტად მცირდება ტვირთების ტრანსპორტირების მანძილი, აგრეთვე, კონტეინერების გადაზიდვის ფასი საზღვაო ტრანსპორტირებასთან შედარებით.

“ჩრდილოეთი _ სამხრეთის” განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ექსპლუატაციაში ახალი სარკინიგზო ხაზის _ რეშეტ-ასტარა (ირანი) _ ასტარას (აზერბაიჯანი) _ შესვლას, რომელიც ბოლო რგოლია “ჩრდილოეთი-სამხრეთის” დასავლეთის განშტოებაში.

ამჟამად რუსეთი, აზერბაიჯანი და ირანი ერთობლივად მუშაობენ მულტიმოდალურ მარშრუტზე _ ინდოეთი-აზერბაიჯანი-რუსეთი, რომლითაც იგეგმება კონტეინერებში მოთავსებული ტვირთების რეგულარულად გადაზიდვა. ტვირთები უნდა გადაიზიდოს ირანისა და ინდოეთის პორტებამდე სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალებით, შემდეგ კი აზერბაიჯანსა და რუსეთის სარკინიგზო გზებით დანიშნულების ბოლო პუნქტებამდე.

P.S. სამწუხაროა, რომ საქართველო დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების შიშით უარს ამბობს ამ პროექტში მონაწილეობაზე. ეს ხომ უამრავ თანხას მოუტანს ჩვენს ქვეყანას და წაადგება ეკონომიკას

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here