მთავარი საზოგადოება სად არის ლოგიკა?!

სად არის ლოგიკა?!

121
გააზიარეთ

არ იქნება ახალი, თუ ვიტყვი, რომ ამერიკისა და ევროპის მიზანია, საქართველო დააჩოქონ და ქართველები თავიანთ მონებად აქციონ! აი, ასეთისტრატეგიულიდაერთგულიპარტნიორები გვყავს აშშისა და ევროპის სახით. ნუთუ ამაში ერთხელ და სამუდამოდ ვერ უნდა დარწმუნდეს ჩვენი უნიათო ხელისუფლება და გაიძვერა ოპოზიცია?!

საყოველთაოდ ცნობილია, რომ გარეწარი ტელეარხები, ნაძირალა არასამთავრობოები და უტიფარი სახალხო დამცველი სოლიდურად ფინანსდებიან უცხოეთიდან სწორედ ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორების” ინტერესების გასატარებლად.

არც ნატო და არც ევროკავშირი არაფერში რომ არ გვჭირდება, ჯერ კიდევ 2008 წელს დავრწმუნდით. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ბრიყვულმა მოქმედებებმა რუსეთის აგრესია გამოიწვია, შედეგად დავკარგეთ საქართველოს ტერიტორიების 20%, უგუნურ ქმედებებს მოჰყვა უამრავი მსხვერპლი და ნგრევა. ამ ტრაგიკულ დღეებში ძალიან გვჭირდებოდა მათი (ამერიკისა და ევროპის) დახმარება, მაგრამ თითი თითზე არ დააკარეს _ მხოლოდ წყლითა და პამპერსებით დაგვასაჩუქრეს, მეტი ვერაფერი გაიმეტეს. როგორ შეიძლება ამის შემდეგ მათ იმედად ყოფნა?!

საუკუნე-ნახევრის წინათ გერმანიის გამაერთიანებელი “რკინის კანცლერი” ოტო ფონ ბისმარკი აღნიშნავდა: “Война против России самоубийства”, “Россия неразрушимое государство”, “Россиян невозможно победит”. ეს შეგონება არ უნდა სცოდნოდა მიწაზე მფორთხავ ქვეყნის მაშინდელ ქვეშაფსია მთავარსარდალს?! ამ უწიგნურმა არც ნაპოლეონისა და ჰიტლერის ბედი არ გაითვალისწინა და არც უახლოესი ისტორია საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე, თუმცა ამ შეურაცხადსა და მის უგუნურ გარემოცვას რა ჭკუა მოეკითხებათ?!

ამერიკის ელჩი საქართველოში _ კელი დეგნანი ჩვენი უუნარო ხელისუფლების ჭკუის დამრიგებლად და დამტუქსველად გვექცა. ის არადიპლომატიური ქმედებებით ცდილობს, საქართველო და რუსეთი ერთმანეთს დააშოროს და დააპირისპიროს _ მასთან შეუთანხმებლად ნაბიჯსაც ვერ ვდგამთ, უტიფრად გვიკრძალავს რუსეთთან დიალოგს. არადა, დიალოგს ხომ ალტერნატივა არ აქვს, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას ხომ ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს?!

რუსეთის ხელისუფლების კეთილი ნების გარეშე შეუძლებელია დაკარგული ტერიტორიების გონივრული ფორმით დაბრუნება. ჩრდილოელი მეზობელი არ აპირებს ჩვენთან ურთიერთობის გამწვავებას. ამის დასტურია ისიც, რომ ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის უდიდესი ნაწილის რეალიზაცია რუსეთში ხდება, ასევე რუსეთიდან შემოდის ასეული მილიონობით დოლარი ქართული ოჯახების შიმშილისგან გადასარჩენად. ეს თანხები, საბედნიეროდ, ყოველწლიურად იზრდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა რამდენიმეჯერ გამოთქვა დიალოგის სურვილი. რუსეთს სურს ჩვენთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო კი აშშ-ისა და ევროპის შიშით ყრუ-მუნჯივით დუმს.

კელი დეგნანი

საქართველოსა და ქართველ ხალხს ამ მღვრიე სამყაროში გადარჩენა და მშვიდობიანი განვითარება თუ სურს, რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგების გარდა სხვა გზა და მომავალი არ აქვს! უნდა შევიგნოთ: ვერც ნატო და ვერც ჩვენი .. სტრატეგიული პარტნიორი ვერ გვიშველის _ გონს უნდა მოვეგოთ

* საგანგაშოა ისიც, რომ 5-დღიან ომში სამარცხვინო დამარცხების შემდეგ ქართველთმოძულე სააკაშვილმა ჯერ იზეიმა, შემდეგ კი ძირითადი სტრატეგიული ობიექტები რუსეთს გადასცა და ამაზე ჩვენს “სტრატეგიულ პარტნიორებს” ხმა არ ამოუღიათ. ეს მაშინ, როცა ჩვენს ხელისუფლებას რუსეთთან პირისპირ დიალოგს, ურთიერთობების გარკვევასა და მოგვარებას უკრძალავენ. სად არის ლოგიკა?!

* უკრაინის თავმოყვარეობადაკარგულმა ხელისუფლებამ ჩვენი სასჯელმისჯილი ექსპრეზიდენტი თავზე დაისვა და ამ შლეგს მაღალი თანამდებობები უბოძა. ანგარიშსაც არ გვიწევენ, ჩვენ კი მათდამი მეგობრულ და კეთილგანწყობილ ურთიერთობას გავიძახით. სად არის ლოგიკა?!

* კრიტიკას ვერ უძლებს ის ფაქტიც, რომ საქართველოს მოქმედი პრემიერი ღარიბაშვილი აიძულეს, მიეტოვებინა დასკვნითი მნიშვნელოვანი ღონისძიება კიევში, ვინაიდან კლოუნმა ზელენსკიმ იქ ნარკომანი მიშაც მიიწვია. სად არის ლოგიკა?!

* პოლიციის მაღალჩინოსან მეგის ქარდავაზე, რომელიც ურიცხვ ჩათლახობას სჩადიოდა, მიშა გაიძახის, საერთოდ არ ვიცნობდიო. სად არის ლოგიკა?!

* სენატორები, კონგრესმენები, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ევროკომისიის წევრები, ევროპის პარლამენტარები ხომ ჩასაფრებულნი არიან: თუ ჩვენმა ხელისუფლებამ იშვიათად, მაგრამ მაინც გადადგა ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯი, აფთრებივით დაესევიან, დაგესლავენ, ათას უბედურებას დააბრალებენ. ამ დროს კი ოპოზიცია, “ნაციონალური” ტელევიზიები, არასამთავრობოები აქტიურდებიან, ქოთქოთებენ და ათას სიბინძურეს ანთხევენ. არავითარი საქმიანი, ქვეყნისა და ხალხის სასარგებლო წინადადება ან მოსაზრება მათი მხრიდან არ ისმის, მხოლოდ უსაგნო ყბედობა. სად არის ლოგიკა?!

* ოფიციალურად ცნობილია, რომ უცხოური კრედიტის მომსახურებისთვის ყოველწლიურად 700 მილიონ დოლარზე მეტს ვიხდით. ბოლოს ხელისუფლების მიერ 75 მილიონინ სესხზე გონივრული უარის თქმა ოპოზიციამ და ყველასთვის გასაკვირად ქვეყნის პრეზიდენტმაც არასწორ ნაბიჯად გამოაცხადეს. ცნობილია ისიც, რომ ამერიკის ფული, ძირითადად, რუსეთის წინააღმდეგ აგიტაციას ხმარდება და არა ქვეყნის განვითარებას. სად არის ლოგიკა?!

* აშშ-ს და ევროპას ჩვენი ხელისუფლების დასჯა სურს, და ამიტომ სააკაშვილის ჩამოსვლას ყველანაირად შეუწყობს ხელს. სად არის ლოგიკა?!

* ბოდიშს ვიხდი ლექსიკისთვის, მაგრამ ტელეუნიტაზები აწყობენ ბინძურ პროვოკაციებს (განსაკუთრებით ბოლო პერიოდში) სახელმწიფოს, ეკლესიისა და ქვეყნის ავტორიტეტული ინსტიტუტების წინააღმდეგ მათი დისკრედიტაციის მიზნით. დორბლიანმა სააკაშვილმა პატარკაციშვილის “იმედი”, მართლაც იმედის მომცემი ტელევიზია, სასტიკად დაარბია, თანამშომლებს ბორკილები დაადო, იატაკზე დაყარა და საშინლად შეურაცხყო. ყველას კარგად გვახსოვს დამცირებული და დაჩმორებული ინგა გრიგოლია და გიორგი თარგამაძე, რომლებიც ახლა აღტაცებულნი მიშას ქება-დიდებაში არიან _ აი, ფული როგორ რყვნის ამ ნამუსგარეცხილებს. მთელი ამ საზიზღრობის ავტორი და შემოქმედი ხომ არაადამიანი სააკაშვილია.

თუნდაც კიევში იმ ღამესვე მკვლელობა მოსამართლისა, რომელმაც ნაძირალა მეგის ქარდავა გაასამართლა და საქართველოში ექსტრადიცია მიუსაჯა, როგორ ფიქრობთ, ვისი ხელწერაა? აი, ასეთი გარეწრები იყვნენ და, საუბედუროდ, დღესაც არიან სააკაშვილის გარემოცვაში. ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს ხელწერა ჯალათი სააკაშვილისაა, მაგრამ მას აშშ, ევროპელი დიპლომატები და პოლიტიკოსები უმაგრებენ ზურგს და ამიტომაც არაფრის არ ეშინია. სად არის ლოგიკა?!

მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ გვერდს მაინც ვერ ავუვლი: სამარცხვინოა გონებაშეზღუდული თაკო ჩარკვიანის მოქმედება _ უკადრებელსაც სიამოვნებით კადრულობს, თავს ჭრის მამამისს _ ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელსაც გულზე არ ეხატებოდა არც ზვიადი და არც მიშა. მე ბევრჯერ მომისმენია მისგან ორივეს მიმართ გამოთქმული მწარე კრიტიკა და შეურაცხყოფაც კი. ედუარდ შევარდნაძეს კი აღმერთებდა _ მისი წყალობით რამდენიმე მოწვევის პარლამენტარიც იყო. მეტიც, მისი თხოვნით შევარდნაძემ ჯანსუღის ნათლული, ნინო ბურჯანაძეც, შეიყვანა პარლამენტში. უმადურმა ანზოროვნამ კი რამდენად “ღირსეულად” გადაუხადა ამაგი ჯანსუღსაც და მის სათაყვანებელ ედუარდსაც, ყველას კარგად გვახსოვს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში მთაწმინდის წმინდა მიწას ზოგიერთი პიროვნება დაუმსახურებლად მიაბარეს. ეს აღმაშფოთებელი ფაქტია. ხელისუფლება უხეშად ერევა ამ უაღრესად ფაქიზ ეროვნულ საკითხში. ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. უნდა შეიქმნას კომპეტენტური, მიუკერძოებელი, კეთილსინდისერი, კეთილგონიერი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ორგანო საქართველოს პატრიარქის და მისი მოსაყდრის მონაწილეობით და მათ მივანდოთ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაწყვეტა. საჭიროების შემთხვევაში პანთეონის გასუფთავებაც უნდა მოხდეს, როგორც ეს იყო 1989 წელს. ეს არ არის მარტო ჩემი აზრი, ამ მოსაზრებას ჩემს გარშემო ბევრი იზიარებს.

დასასრულ, კარს მოგვადგა მუნიციპალური არჩევნები. ქართველმა ხალხმა შვიდგზის უარი უთხრა ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და ანტისახელმწიფოებრივ ძალებს. დიახ, ასეთი მტკიცე ვერდიქტი დაადასტურა ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩატარებულმა არჩევნებმა. იმედი მაქვს, ჩვენი მრავალტანჯული ხალხის გონიერებისა და სიბრძნის.

ომარ მარგველაშვილი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here