მთავარი საზოგადოება საბჭოთა კავშირის გმირის _ მელიტონ ქანთარიას 100 წლის იუბილე

საბჭოთა კავშირის გმირის _ მელიტონ ქანთარიას 100 წლის იუბილე

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვიქტორ ცაავამ და მისმა გუნდმა წალენჯიხაში პატივი მიაგეს ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების გმირს _ მელიტონ ქანთარიას

320
გააზიარეთ
საბჭოთა კავშირის გმირის _ მელიტონ ქანთარიას 100 წლის იუბილე

დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების ერთერთი სიმბოლო გამარჯვების დროშაა, რომელიც რაიხსტაგზე ქართველმა მელიტონ ქანთარიამ რუს მიხეილ ეგოროვთან ერთად აღმართა. საბჭოთა ჯარის ნაწილები 1944 წლის 29 აპრილს მიადგნენ ფაშისტური იმპერიის მთავარ შენობას _ რაიხსტაგს, რომელსაც გააფთრებით იცავდნენესესისნაწილები, მათ მხარდამხარ არანაკლები თავგანწირვით იბრძოდნენ კოლაბორაციონისტი ლატვიელები, ნორვეგიელები, შვედები და სხვები.

რაიხსტაგის შტურმი 30 აპრილს დაიწყეს ბელორუსიის პირველ ფრონტში შემავალი პოლკოვნიკ ალექსეი ნეგოდას 171-ე და გენერალ-მაიორ ვასილ შატილოვის 150-ე დივიზიებმა. რაიხსტაგის შტურმი წარმატებით დასრულდა საღამოს, როდესაც საბჭოთა ჯარისკაცებმა შეაღწიეს შენობაში და ფიცხელი ბრძოლა გაუმართეს გერმანელებს. ჯარისკაცთა რამდენიმე ჯგუფმა მიიღო დავალება _ მიეღწიათ რაიხსტაგის სახურავამდე და აღემართათ გამარჯვების დროშა, რომელიც გადასცეს ჯგუფს, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ლეიტენანტი ალექსეი ბერესტი, სერჟანტი მიხეილ ეგოროვი და უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია. ეს დროშა თავდაპირველად აღმართეს რაიხსტაგის მთავარი შესასვლელის ფრონტონზე _ მიამაგრეს ცხენზე ამხედრებული ვილჰელმ II-ის ქანდაკებას. 2 მაისს კი, დღის მეორე ნახევარში, გამარჯვების დროშა გადაიტანეს რაიხსტაგის გუმბათზე. ასე რომ, ფაშიზმზე გამარჯვების დროშა რუსმა და ქართველმა ჯარისკაცებმა ააფრიალეს. ეს ფაქტი ისტორიულ სამართლიანობას გამოხატავს, რადგან მეორე მსოფლიო ომში ყველაზე დიდი ტვირთი რუს ხალხს დააწვა მხრებზე და ყველაზე მეტი მსხვერპლიც მან გაიღო, ხოლო მელიტონ ქანთარიას თანამემამულე იოსებ სტალინი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ომში გამარჯვებული არმიის უმაღლესი მთავარსარდალი გახლდათ.

2020 წლის 5 ოქტომბერს საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას, დაბადებიდან ასი წლისთავი შესრულდა. მის მშობლიურ კუთხე წალენჯიხაში, დაბა ჯვარში, ამ დღესპატრიოტთა ალიანსისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მარტვილიაბაშაჩხოროწყუწალენჯიხის ოლქში _ ვიქტორ ცაავამ და მისმა გუნდმა პატივი მიაგეს ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების გმირს _ მელიტონ ქანთარიას.

თემურ ფიფია
თემურ ფიფია

მელიტონ ქანთარიას ასი წლისთავი ისე აღვნიშნეთ, დიდხანს ემახსოვრებათ წალენჯიხელებს

თემურ ფიფია, ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერი:

_ მელიტონ ქანთარია გახლდათ დიდი სამამულო ომის გმირი, დიადი საბჭოთა კავშირის გმირი. ყველას კარგად მოეხსენება, რომ სწორედ წალენჯიხელმა პატარა ბიჭმა, ომის ქარცეცხლში გამოვლილმა მელიტონ ქანთარიამ და რუსმა მიხეილ ეგოროვმა აიტანეს გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე. ეს სიმბოლური ფაქტი იყო. ახლა ვიღაცებს სურთ, რომ სტალინის სახელს მიაწერონ ეს ყველაფერი, ამბობენ, სტალინს ასიამოვნეს და დროშა იმიტომ აატანინეს ქართველს, თანაც მეგრელსო და ამ მეგრელობას ბერიას პატივსაცემად მოფიქრებულს უწოდებენ. მაგრამ ასე არ არის. მელიტონ ქანთარია ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე გაიწვიეს ომში, წალენჯიხელმა ბიჭმა, რომელსაც სოფლიდან ფეხი არ ჰქონდა გადგმული, გერმანიამდე ბრძოლებით იარა. საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა და დროშის რაიხსტაგზე ატანის პატივი ერგო. მელიტონ ქანთარიამ ვალი სამშობლოს წინაშეც მოიხადა და მსოფლიოს წინაშეც, რადგან საბჭოთა ჯარისკაცებმა დაამარცხეს ფაშისტური გერმანია და მსოფლიო ყავისფერი ჭირისგან იხსნეს. ვამაყობ, რომ საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას, მიწა-წყლის შვილი ვარ, მეც წალენჯიხელი გახლავართ, რაც ჩემთვის დიდი პატივია. ჩემთვის პატივია-მეთქი ვამბობ, მაგრამ მხოლოდ მე და ჩემნაირები არ ვართ საკმარისი გმირისთვის შესაფერისი პატივის მისაგებად. მელიტონ ქანთარიას დაბადებიდან ასი წელი შეუსრულდა და სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა ენთუზიაზმი, პატივი მიეგო დიდი ქართველისთვის _ ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების სიმბოლოსთვის. ჩვენ ყველას გავაგებინეთ, რომ ვაპირებდით მელიტონ ქანთარიას დაბადების ასი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ღონისძიებაში მონაწილეობის დიდი სურვილი ადგილობრივ მმართველებს არ გამოუთქვამთ. უარი გვითხრეს ტელევიზიებმა თუნდაც პატარა სიუჟეტის გაკეთებაზეც და მიზეზად პარტიის ინიციატივა დაასახელეს. არადა, რა შუაშია პარტია, გაუგებარია. მელიტონ ქანთარია არავის საკუთრება არ არის, ის ქართველი გმირია. მართალია, ღონისძიების ჩატარების ინიციატივა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გუნდს ეკუთვნის, მაგრამ ამ ინიციატივას სიხარულით შეხვდა წალენჯიხის საზოგადოება. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით ვერაფერს მოვახერხებდით, რომ არ დაგვხმარებოდა “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ფრიდონ ინჯია. მისი დამსახურებით, მელიტონ ქანთარიას ასი წლისთავი ისე აღვნიშნეთ, დიდხანს ემახსოვრებათ წალენჯიხელებს. განსაკუთრებით მინდა, მომავალ თაობებს ახსოვდეთ.

ფრიდონ ინჯია
ფრიდონ ინჯია

სწორედ ამ გმირების სულები დაგვეხმარებიან, რომ ლიბერალთა პარპაში მალე დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში

ფრიდონ ინჯია, “პატრიოტთა ალიანსისერთერთი ლიდერი:

_ მქონდა პატივი, პირადად გამეცნო მელიტონ ქანთარია. ეს გახლდათ ადამიანი, რომელიც ყველა ქართველის ქომაგი იყო, მაგრამ, უპირველესად, ის იყო გმირი. მელიტონ ქანთარიამ ომის ქარცეცხლში ღირსეულად იარა და რაიხსტაგზეც დროშა დამსახურებულად აიტანა. მელიტონ ქანთარიას გმირობა იმჟამინდელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა და მის სახელს დღესაც პატივს მიაგებს მადლიერი შთამომავლობა.

მელიტონ ქანთარია, 1945 წ.
მელიტონ ქანთარია, 1945 წ.

საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, რომლის წარმომადგენელიც ომში არ ყოფილიყო ნაბრძოლი. ჩვენი ოჯახიდანაც ყველანი ფრონტზე იყვნენ _ მამაჩემი და მისი ორი ძმა _ ვალოდია ბიძია და სერგო ბიძია. ვალოდია 1943 წლის 19 მარტს დაიჭრა და 20 მარტს გარდაიცვალა ჰოსპიტალში. ის ქერჩის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული, მის საფლავზე ყოველდღე ცვლიან ყვავილებს და მარადიული ცეცხლი ანთია. ეს ამბავი ხუთი წლის წინათ შევიტყვეთ, მანამდე დაკარგულად მივიჩნევდით. სერგო ბიძია კი ინვალიდი დაბრუნდა ფრონტიდან _ ფეხი დაკარგა. რაც შეეხება მამაჩემს, ის სამშობლოში 1956 წელს დაბრუნდა ჯანმრთელი. დიდი სამამულო ომის გმირებმა მსოფლიო იხსნეს ფაშისტებისგან. საქართველოს ბევრი გმირი ჰყავს, მაგრამ ის, რომ რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა ჩვენმა თანამემამულე მელიტონ ქანთარიამ ააფრიალა, განსაკუთრებულ როლს სძენს ჩვენს ქვეყანას მსოფლიოში. მისი დაბადების დღის არაღნიშვნა სულმდაბლობაა. 5 ოქტომბერს მელიტონ ქანთარიას დაბადებიდან ასი წელი გავიდა, როგორ შეიძლებოდა, ამ დღეს არ მისულიყო მის საფლავთან ადამიანი და შესაბამისი პატივი არ მიეგო, მუხლი არ მოედრიკა გმირის საფლავთან, გმირისა, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოა. რომ არა მელიტონ ქანთარიასნაირი გმირები, ცოტა ადრე ვიქნებოდით ლიბერალების ბრჭყალებში მოქცეულები და, ალბათ, გადაგვარებულებიც, მაგრამ მათ გასაგონად ვიტყვი: სწორედ ამ გმირების სულები დაგვეხმარებიან, რომ ეროვნული ფასეულობების მტერი ლიბერალების პარპაში მალე დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში.

მახსოვს მელიტონ ქანთარიას სიტყვები: “დალოცვილი აფხაზეთის მიწა ქართველთა და აფხაზთა შემაკავშირებელია, ეს მიწა ერთად უნდა დავიცვათ, რადგან ამ ულამაზესი მხარის დაუფლების სურვილი ბევრს აქვს

ვიქტორ ცაავა, “პატრიოტთა ალიანსისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარტვილიაბაშაჩხოროწყუწალენჯიხის რაიონში:

_ ჩემთვის დიდი პატივია, რომ პირადად ვიცნობდი მელიტონ ქანთარიას. ტკბილად მახსენდება მასთან გატარებული დღეები აფხაზეთში. 1982 წლის ზაფხულში ოჩამჩირეში ზღვის სანაპიროზე ვისხედით და ვსაუბრობდით, უფრო ზუსტად, ის საუბრობდა, მე კი ვუსმენდი. მახსოვს მისი სიტყვები: დალოცვილი აფხაზეთის მიწა ქართველთა და აფხაზთა შემაკავშირებელია, ეს მიწა ერთად უნდა დავიცვათ, რადგან ამ ულამაზესი მხარის დაუფლების სურვილი ბევრს აქვს. თუკი ერთად არ დავდგებით ქართველები და აფხაზები და ცალცალკე გადავწყვეტთ მის დაცვას, მიწაც განწირული იქნება და ხალხიც”, _ მითხრა უკვე მხცოვანმა გმირმა. მაშინ მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ დღეს ვფიქრობ ამ ყველაფერზე… გმირი და ბრძენი ადამიანი გახლდათ მელიტონ ქანთარია. დღეს ვდგავარ “პატრიოტთა ალიანსთან”, რომელიც, სხვებისგან განსხვავებით, ცდილობს, აღადგინოს ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ოსებთან. მხოლოდ ჩატეხილი ხიდის აღდგენით იქნება შესაძლებელი დიდი მელიტონ ქანთარიას სურვილის ხორცშესხმა.

მელიტონ ქანთარია და მისი უახლოესი მეგობარი, აფხაზი  ვარლამ გაბლია - საბჭოთა კავშირის ორი გმირი ოჩამჩირედან
მელიტონ ქანთარია და მისი უახლოესი მეგობარი, აფხაზი ვარლამ გაბლია – საბჭოთა კავშირის ორი გმირი ოჩამჩირედან

ჩემს გუნდთან, ჩემს მეგობრებთან _ ირაკლი უბილავასთან, თემურ ფიფიასა და დავით კუჭავასთან ერთად მელიტონ ქანთარიას საფლავს ვესტუმრე და პირობა დავდეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობის აღსადგენად.

საბჭოთა კავშირის ამ ყველასგან გამორჩეულმა გმირმა _ მელიტონ ქანთარიამ, რომელმაც ფრონტის ხაზი წარბშეუხრელად გაიარა, საბოლოოდ დროშის ტარის დარტყმით დაასრულა ფაშისტური გერმანია. დიდება მის ხსოვნას! დიდება ჩემს სამშობლოს! ღმერთმა დალოცოს საქართველო!

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here