Home რუბრიკები პოლიტიკა საბჭოთა კავშირის აღდგენა გარდაუვალია!

საბჭოთა კავშირის აღდგენა გარდაუვალია!

ვახტანგ გოგუაძის ფორმულა

1318
საბჭოთა კავშირის აღდგენა გარდაუვალია!

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

მეთოთხმეტე გამოშვება

რუსეთი კი არ წამოდგა ფეხზე, საბჭოთა კავშირი აღდგა მკვდრეთით!”

დიმიტრი ვრუბელი

გასულ კვირას მსოფლიოს ყურადღება მოსკოვისკენ იყო მიპყრობილი. პრეზიდენტი პუტინი რუსეთის ფედერალური საკრებულოს წინაშე მოხსენებით წარდგა. მოლოდინი უზარმაზარი იყო, რადგან მას დიდი საერთაშორისო დაძაბულობა უძღოდა.

ტელაარხ “უკრაინა 24”-ის 21 აპრილის გადაცემაში ერთ-ერთმა გამომსვლელმა თავში ხელები წაიშინა: “იმით, რომ უკრაინის იგნორირება მოახდინა და, საერთოდ, არ გვახსენა, რუსეთის პრეზიდენტმა საშინლად დაგვამცირა. მისი მოხსენება საათსა და თხუთმეტ წუთს გაგრძელდა. ბოლო წამებამდე ვერ დავიჯერე, რომ უკრაინის შესახებ არაფერს იტყოდა. ჩვენი მისამართით არანაირი შეტყობინება არ ყოფილა. მერჩივნა, ეთქვა: უკრაინაში ხვალიდან სამხედრო ოპერაციას ვიწყებო, რადგან ასეთ შემთხვევაში შეურაცხყოფილი არ დავრჩებოდი”.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი და ცნობილი საზოგადო მოღვაწე, აწ განსვენებული ვახტანგ გოგუაძე ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში ამბობდა: “ დარწმუნებული ვარ, პუტინი, როდესაც საუბრობს, უფრო მეტს იმაზე ფიქრობს, რა არ უნდა თქვას, ვიდრე იმაზე, თუ რა უნდა თქვას”. ამას არამხოლოდ დაკვირვება, განსაკუთრებული მიხვედრის უნარი სჭირდებოდა, რაც მისი ბრწყინვალე ერუდიციის შედეგი იყო. რუსეთის პრეზიდენტი ისე უნდა დასხლტომოდა ხელიდან დასავლეთის ბნელ ძალებს, რომლებსაც მისი სამშობლო კლანჭებში ჰყავდათ მოქცეული, რომ ისინი ამას დროზე ადრე, ანუ იქამდე, სანამ რუსეთი ძალას მოიკრებდა და მოღონიერდებოდა, ვერ მიმხვდარიყვნენ. ამიტომ პუტინის ყოველი საჯარო გამოსვლა თუ განცხადება სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა ყოფილიყო (იყო კიდევაც) მოზომილი და აწონილ-დაწონილი. ახლა ეს ეტაპი განვლილია. დასავლეთში იციან, რომ პუტინიც და რუსეთიც კლანჭებიდან დაუსხლტათ. სწორედ ეს იწვევს მათ გაუნელებელ, მე ვიტყოდი, არანორმალურ აგრესიასა და რუსოფობიას, რომელიც პუტინმა ზუსტად შეაფასა: “В некоторых странах завели пренеприличный обычай – по любому поводу, а чаще всего вообще без всякого повода цеплять Россию. Спорт какой-то, новый вид спорта – кто громче что-то скажет”. ეს დამცინავი ინტონაციაც ზუსტად იყო შერჩეული, რადგან ვითარება, მიუხედავად იმისა, რომ საგანგაშოა, მისი ხელოვნურობითა და გამაღიზიანებელი ისტერიკულობით, პირველ რიგში, მაინც დაცინვას იმსახურებს. პუტინს, მას შემდეგ, რაც განაცხადა, «Зачем нам такой мир, если там не будет России?!», დასავლეთთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, კარტი ღია აქვს და დასამალიც არაფერია, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი გონების რომელიღაც უბანი ყოველთვის ფხიზლობს სწორედ იმ მიმართულებით, რა არ უნდა ითქვას. იმ ფონზე, როდესაც ამერიკელებმა მართლაც უკადრისი საქციელი ჩაიდინეს _ ჯერ პრეზიდენტმა ბაიდენმა პუტინს მკვლელი უწოდა, შემდეგ რუსეთს სანქციები დაუწესა და ათი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, გარდა ამისა, რუსეთის ირგვლივ (უკრაინაში, ბელარუსში, საქართველოში) უკიდურესად ძაბავენ სიტუაციას, მთელი მსოფლიო მოელოდა, რომ პუტინის გზავნილში ეს ყველაფერი შესაბამისად აისახებოდა და, აქედან გამომდინარე, ტონიც განსაკუთრებულად მკაცრი იქნებოდა. პუტინმა კი მოხსენება ძირითადად საშინაო საკითხებზე ააგო და საგარეო ვითარებას მხოლოდ ზოგადად შეეხო, ისიც მხატვრული პასაჟების მოშველიებითა და ალეგორიებით, დამცინავი ტონითა და ალაგ-ალაგ მავანთათვის ყურის აწევით. პროფესორი ვახტანგ გოგუაძე ამასაც ამბობდა: “ქუჩაში ვიღაცამ თუ შეურაცხგყო, ქუჩაში ერთი ხულიგანია, მაგრამ, შეურაცხყოფას შეურაცხყოფით თუ უპასუხებ, უკვე ორი ხულიგანი ხართ”. არ ჩათვალო პასუხის ღირსად, არ გაუყადრო თავი, აგრძნობინო, რომ მათთან პოლემიკაში შესვლა შენს ღირსებას ლახავს, აი, ერთადერთი პასუხი, რომელსაც დასავლეთის თუ პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთი სახელმწიფო რუსეთისგან იმსახურებს. ზუსტად მიხვდა ის უკრაინელი, წეღან რომ ვახსენე, _ პუტინმა იმით, რომ არ გვახსენა, დაგვამცირაო. იმას კი მიხვდა, რომ დაამცირეს, მაგრამ იმას ვერ მიხვდა, რომ დამსახურებისამებრ დაამცირეს. ყველა, ვინც აშშ-ის მიერ გაღვივებულ ანტირუსულ ისტერიას აჰყვა და რუსეთის მიმართ უღირსი საქციელით გამოირჩევა, თვითონ იმცირებს თავს. მიუხედავად ამისა, მათ, ვისაც პუტინის ალეგორია და დამცინავი ტონი ეხებოდა, ნამდვილად ვერ წავართმევთ უფლებას, რომ რუსეთის პრეზიდენტის ამ ნათქვამის გამო თავი შეურაცხყოფილად, დამცირებულად და მხილებულად იგრძნონ: “Цепляют Россию то тут, то там без всяких причин. И, конечно, вокруг них сразуже, как вокруг Шерхана, крутятся всякие мелкие Табаки. Все, как у Киплинга, подвывают для того, чтобы задобрить своего суверена. Киплинг – великий писатель”.

დიახ, მათ აქვთ უფლება, პუტინის ამ ნათქვამის გამო თავი მხილებულად იგრძნონ, მაგრამ რუსეთსაც აქვს უფლება, იყოს მამხილებლის როლში. ის ნაწარმოებიც, რომელიც პუტინმა გაიხსენა, მამხილებელი პათოსითაა დაწერილი. მამხილებელი პათოსით შეიქმნა მისი შესანიშნავი ეკრანიზაციაც. მხილება მათი, ვინც უზნეო საქციელით ამას იმსახურებს, განა ყველას ვალი არ არის _ დაწყებული შესანიშნავი მწერლით _ რადიარდ კიპლინგით და დამთავრებული ვლადიმერ პუტინით?! განა თითოეული ჩვენგანი მოვალე არ ვართ, ვამხილოთ დასავლეთის ის აღვირახსნილი პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, ვენესუელის კანონიერი და მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, ნაცვლად აშშ-ის ადმინისტრაცია ვინმე თვითმარქვია გუაიდოს, ყოველგვარი არჩევნებისა და ლეგიტიმაციის გარეშე, პრეზიდენტად აღიარებს?! განა თითოეული ჩვენგანი მოვალე არ ვართ, ვამხილოთ დასავლეთის პოლიტიკური შულერობა, ვინმე თვითმარქვია ტიხანოვსკაიას ბელარუსის პრეზიდენტად გამოცხადების გამო?! განა მთელი მსოფლიო მოვალე არ არის, ამხილოს აშშის სამარცხვინო პოლიტიკა, სადაც ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების ლიკვიდაცია დაიგეგმა?! სწორედ ეს თქვა და ამას გაუსვა ხაზი პუტინმა, რადგან არავითარი ვალდებულება, მეტიც, არავითარი უფლება არ ჰქონდა, დასავლეთის ამგვარი ბარბაროსული ჩანაფიქრების მხილებისგან თავი შეეკავებინა: “Можно иметь любую точку зрения по поводу политики президента Белоруссии Александра Григорьевича Лукашенко. Но практика организации госпереворотов, планов политических убийств, в том числе и высших должностных лиц – это уже слишком. Все границы перешли уже”.

იმ უკრაინელს, რომელიც იმით დარჩა შეურაცხყოფილი, რომ პუტინმა უკრაინა საერთოდ არ ახსენა, უნდა ვუთხრა, რომ, როგორც ჩანს, იგი ვერ მიხვდა, თორემ პუტინმა უკრაინაც ახსენა, საქართველოც, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებიც, პოლონეთიც, ჩეხეთიც, სლოვაკეთიც და ყველა დანარჩენიც, საიდანაც ამერიკელთა დავალებით რუსეთის მიმართ ატეხილი გაუთავებელი ყეფა და წკავწკავი ისმის. სწორედ ამ სახელმწიფოთა ხელისუფლებაში არიან ის ლეშიჭამიები (ТАБАКИ), რომლებიც ბებერ და ბოროტ შერხანს (აშშ) ეტმასნებიან. ალეგორია, რომელიც პუტინმა მოიხმო, ვიღაცისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, მაგრამ იმ ვიღაცამ შეურაცხყოფილად მაშინ კი არ უნდა იგრძნოს თავი, როდესაც რუსეთის პრეზიდენტისგან სწორ შეფასებას ისმენს, არამედ მაშინ, როდესაც მის სამშობლოში, მისი ხალხის სახელით უმსგავსობას სჩადიან _ საქართველოში რუსეთს ისტორიულ მტრად აცხადებენ, უკრაინაში ფაშისტებს ეროვნულ გმირებად ასაღებენ, ევროპაში ფაშისტებისგან განმათავისუფლებელი საბჭოთა მარშლებისა და ჯარისკაცების ძეგლებსა და მემორიალებს ანადგურებენ. აი, როდის უნდა იგრძნოთ თავი შეურაცხყოფილად, ბატონებო და ქალბატონებო. თქვენს სახელმწიფოებსა და კონტინენტებზე რაც უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება ამერიკის ძალმომრეობრივ პოლიტიკას, რაც უფრო მეტად გაიზიარებთ მის აგრესიას მთელ მსოფლიოში, მით მეტად დააყენებთ საკუთარ თავს დარტყმის ქვეშ, იმიტომ, რომ, მადლობა ღმერთს, მსოფლიოში არსებობს ხალხი და არსებობს სახელმწიფო, რომელიც ოცდამეერთე საუკუნის ამერიკულ ძალმომრეობას (თუნდაც მას დემოკრატია ერქვას სახელად) ისევე ამოსდებს აღვირს, როგორც მეოცე საუკუნეში საბჭოთა კავშირმა ამოსდო გერმანულ ფაშისტურ მხეცობასა და ზნედაცემულობას. პუტინმა, რა თქმა უნდა, შესანიშნავად იცის, რომ რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ესკალაცია მსოფლიოში სიკეთეს არავის მოუტანს, მაგრამ მას სხვა გზას არ უტოვებენ, ამიტომ იძულებულია, რეალობას თვალი გაუსწოროს და მოსალოდნელი შედეგების შესახებ დაუფარავად განაცხადოს: “Мы не хотим сжигать мосты, но если кто-то воспринимает наши добрые намерения как безразличие или слабость и сам намерен взорвать эти мосты, то они должны знать, что ответ России будет асимметричным, быстрым и жестким”.  რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მოვლენათა ამგვარ განვითარებას და რით შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს? პუტინის აზრით, მსოფლიოს წინაშე ესეც ღიად უნდა გაცხადდეს: “Организаторы любых провокаций, угрожающих коренным интересам нашей безопасности, пожалеют о содеянном так, как давно уже ни о чем не жалели”. პუტინის ამ სიტყვებმა მაო ძედუნის მიერ დიდი ხნის წინათ ნათქვამი უტყუარი აზრი გამახსენა: იმპერიალისტები თუ გადაწყვეტენ, რომ მესამე მსოფლიო ომი გააჩაღონ, ისინი ვერაფერს მიაღწევენ, მსოფლიო კაპიტალისტური სისტემის საბოლოო დაღუპვის გარდა”. მე უკვე ვახსენე გერმანული ფაშიზმი და მისთვის აღვირის ამომდები საბჭოთა კავშირი. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის პრეზიდენტსაც ეს ახსენდებოდა, როდესაც ამ სიტყვებს წარმოთქვამდა: “…пожалеют о содеянном так, как давно уже ни о чем не жалели. რუსეთის პრეზიდენტი აფრთხილებს დასავლეთის აგრესიულ ძალებს, რომ არ გადმოკვეთონ წითელი ხაზები, რომელთა იქით დანდობა და პატიება ვერ იქნება და არ იქნება. თვითონ მას კი მკაფიოდ აქვს წარმოდგენილი არა მხოლოდ ის, სად გადის წითელი ხაზები, არამედ ისიც, ვინ ადგენს მათ: «Надеюсь, что никому не придет в голову перейти в отношении России так называемую красную черту. А где она будет проходить, это мы будем определять в каждом конкретном случае сами».

თითოეული ჩვენგანი მოწმე ვხდებით დაძაბულობის შემაშფოთებელი მასშტაბებისა, რომლებიც ყოველდღიურად იზრდება, მაგრამ აშშ-სა და კოლექტიურ დასავლეთს ვითარების განმუხტვის სურვილს ვერ ვამჩნევთ. ისინი, რომ იტყვიან, ცეცხლზე ნავთს ასხამენ და ყოველ ნაბიჯზე მიუტევებელ უპასუხისმგებლობას იჩენენ. ერთადერთი, ვინც სიტუაციის გადარჩენაზე ფიქრობს, რუსეთი და მისი პრეზიდენტია: «Россия еще раз настоятельно предлагает партнерам обсудить вопросы, связанные со стратегическим вооружением, с обеспечением глобальной стабильности. Целью таких переговоров может стать создание среды бесконфликтного сосуществования на основе уравнения безопасности, которая охватывала бы не только традиционные стратегические вооружения, но и все наступательные и оборонительные системы, способные решать стратегические задачи, независимо от ихо снащения».

მსოფლიო უკიდურესად დაძაბულია. იგი ვერ თავისუფლდება ძალადობის ისეთი ვერაგული და ჩამორჩენილი ფორმებისგან, როგორიცაა არასასურველ მოღვაწეთა ფიზიკური ლიკვიდაცია, სახელმწიფო გადატრიალება და ტერორი. რუსეთის ფედერალურ საკრებულოში ვლადიმერ პუტინის მოხსენების წინა დღეებში ბელარუსში პრეზიდენტ ლუკაშენკოსა და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმის მზადების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. პუტინმა ამ საკითხზე ყურადღება გაამახვილა თავის მოხსენებაში. მეორე დღეს (22 აპრილს) ლუკაშენკო მოსკოვში ჩაფრინდა და პრეზიდენტ პუტინთან პირისპირ ოთხსაათიანი შეხვედრა გამართა. ამ შეხვედრასაც მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდებოდა, რადგან რუსეთის ირგვლივ შექმნილი არანორმალურად დაძაბული ვითარება ყველას იმ აზრისკენ უბიძგებს, რომ რუსეთში ისტორიულ ნაბიჯებს გადადგამენ.

ჩემდა გასაკვირად, ყოველივე ამის ფონზე პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრის შესახებ რუსულ პრესაში ასეთ ძუნწ ინფორმაციას ვკითხულობთ: “Завершились переговоры. Почти четыре часа они продлились”, _ сказал Песков. По его словам, главы государств обсуждали вопросы экономического взаимодействия между двумя странами.”Главным образом промышленную кооперацию, сотрудничество в сфере энергетикии медицины, взаимодействие в высокотехнологичных областях”, _ сообщил пресс-секретарь президента РФ. შესაძლებელია, გარკვეულ უტაქტობას ვავლენ, მაგრამ ამ ინფორმაციის სისრულეში სერიოზული ეჭვი შემაქვს. კი, ეკონომიკის საკითხებზეც შეიძლება ორი სახელმწიფოს მეთაურები ოთხი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, მაგრამ ასეთ დაძაბულ ვითარებაში, ერთი მხრივ, რუსეთის თავზე შეკრებილი ღრუბლების, მეორე მხრივ, ლუკაშენკოს ფიზიკური ლიკვიდაციის პრევენციის ფონზე მოკავშირე სახელმწიფოთა პრეზიდენტები მხოლოდ ეკონომიკის საკითხებზე მსჯელობით შემოიფარგლნენ?! ამითი თუ არ შემოფარგლულან და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს, გავრცელებულ ინფორმაციაში რატომ არ აისახა ის, თუ კერძოდ რა იყო “სხვა საკითხები”? დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაშიც პროფესორ ვახტანგ გოგუაძის იმ ფორმულასთან გვაქვს საქმე, რომლის მიხედვითაც იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანი, რა უნდა ითქვას, არის ის, რა არ უნდა ითქვას. დასავლეთთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, პუტინი ღია კარტით თამაშობს-მეთქი, აღვნიშნე წეღან, მაგრამ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ, არა მგონია, ყველაფერი ღია იყოს. ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ბედის კვანძის გახსნა არა რუსეთისა და ჩინეთის სამხედროსტრატეგიულ კავშირშია, როგორც ბევრ ანალიტიკოსს მიაჩნია, არამედ, პირველ რიგში, რუსეთისა და ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების მომავალ ურთიერთობებში. დაუჯერებელია და წარმოუდგენელია, რომ რუსეთის იმ წრეებში, რომლებშიც გადაწყვეტილებებს ამზადებენ და იღებენ, ეს არ ესმოდეთ. ჩემი ღრმა რწმენით, პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ ახლო მომავალში პოლიტიკური ცხოვრება გააქტიურდება და ურთიერთობების სრულიად ახალი ფორმები ჩამოყალიბდება. ახლა, როდესაც პანდემიის გამო მსოფლიოს სახეზე ნიღაბი აქვს აფარებული, დასავლეთმა ნიღაბი მოიხსნა და მისი ნამდვილი, შემზარავი სახით წარსდგა ჩვენ წინაშე. იმ საბჭოთა რესპუბლიკებმა, რომლებმაც მკვეთრად აიღეს კურსი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირისკენ, ფიასკო განიცადეს. საქართველომ და მოლდოვამ ტერიტორიები დაკარგეს; სომხეთმა მას შემდეგ, რაც ამერიკული “ფერადი რევოლუციის” შედეგად სათავეში ფაშინიანი მოვიდა, მთიანი ყარაბაღი დაკარგა; იმ რესპუბლიკებიდანაც კი, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს წევრები გახდნენ, შრომისუნარიანი მოსახლეობა გარბის; 2020 წლის მონაცემებით, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების მოსახლეობა 1, 68 მილიონით შემცირდა. ისედაც მცირერიცხოვანი ქვეყნებისთვის ეს კატასტროფის ტოლფასია. მხოლოდ ცენტრალური აზიის რესპუბლიკები, რომლებმაც რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნება გარკვეულ დონეზე მაინც მოახერხეს, უკეთეს პირობებში აღმოჩნდნენ; ხოლო, ბელარუსმა _ ერთადერთმა რესპუბლიკამ, რომელმაც რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულება გააფორმა, პოსტსაბჭოთა სივრცეში ცხოვრების ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია. ეს ის მაგალითებია, რომელთა უგულებელყოფა, თუკი თავს ძალით არ დავიბრმავებთ, შეუძლებელია. მიუხედავად ამ მაგალითებისა, პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციულ პროცესებს დეზინტეგრაციული პროცესები სჭარბობს. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამ სივრცეში წარმოშობილი ორგანიზაციები (დსთ, საბაჟო კავშირი, ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, “ოდკბ”) თითქმის მკვდრადშობილი ორგანიზაციები აღმოჩნდნენ. საქმე ამ ორგანიზაციების არც დასახელებაშია და არც მიმართულებაში, საქმე მიდგომაშია, მიდგომაში, რომელიც პრინციპულად შესაცვლელია. ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში, თუკი მათ სურთ, რომ ამერიკულ დიქტატსა და ძალმომრეობას, უსამართლობასა და უზნეობას თავი დააღწიონ, უნდა დაიწყოს და გაჩაღდეს ბრძოლა საერთო სამხედრო სტრატეგიული კავშირის შესაქმნელად. ამ რესპუბლიკების მოსახლეობაში, ალბათ, გარკვეული მეტნაკლებობით, მაგრამ ეს განწყობები მომწიფებულია. რუსეთს ამ მიმართულებით გააქტიურება ან არ უნდა, ან არ ჩქარობს, რადგან იცის, რომ ასეთ შემთხვევაში თავს დაატყდება დასავლური საინფორმაციო ზვავი, რომელიც მას საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობაში დაადანაშაულებს. რუსეთის ხელისუფლება ამას თუ ერიდება, ეს მცდარი მიდგომაა. რუსეთში სწორედ მიუნხენის კონფერენციის პათოსით უნდა განაცხადონ, რომ საბჭოთა კავშირის ნებაყოფლობითი აღდგენა კი არ იქნება დანაშაული, საბჭოთა კავშირის ძალადობრივი და მოღალატეობრივი დაშლა იყო დანაშაული. ეს იყო დანაშაული, რომელმაც დიდი სამამულო ომის შემდეგ საბჭოთა ხალხს ყველაზე მეტი უბედურება დაატეხა თავს და ყველაზე მეტი სისხლი და ცრემლი მოუტანა. პუტინმა, თავის დროზე, ყველაზე სწორი შეფასება მისცა საბჭოთა კავშირის დაშლას _ “საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა”. ამ კატასტროფამ, ისევე, როგორც დიდმა სამამულო ომმა, კალაპოტიდან ამოაგდო და გააუბედურა ორას ოთხმოცი მილიონი საბჭოთა მოქალაქის ცხოვრება. ამავე საკითხზე რუსეთის პრეზიდენტს ერთი ფრთიანი გამონათქვამიც აქვს: «Кто не жалеет о распаде СССР, у того нет сердца. А у того, кто хочет его восстановления в прежнем виде, нет головы». ძლიერი ნათქვამია, თუმცა, ალბათ, მაინც საკამათო. ნათქვამის პირველი ნაწილი სრული ჭეშმარიტებაა, მაგრამ მეორე ნაწილი, როგორც ვთქვი, სადავოა. ნათქვამის ამ ნაწილს ოდნავ ამართლებს ჩართული ორი სიტყვა, «в прежнем виде», მაგრამ _ არა ბოლომდე. საბჭოთა კავშირში შემავალმა რესპუბლიკებმა და ხალხებმა ერთიანი პოლიტიკურ-ეკონომიკურ-კულტურული სივრცე შექმნეს, ეპოქის მთელი სიძნელე ერთად იტვირთეს და, რაც მთავარია, მსოფლიო ერთად იხსნეს დასავლური შავი ჭირისგან, რომლის მსგავსი ბოროტება ქვეყნიერებას იქამდე არ ენახა. კაცობრიობის ისტორიაში თხუთმეტი მოკავშირე რესპუბლიკის მიერ შექმნილი სოციალური სამართლიანობის პრინციპზე აგებული ზესახელმწიფო, პუტინის შესანიშნავი შედარების მიხედვით, შერხანმა და მისმა ლეშიჭამიებმა (табаки) მუხანათური ღალატის გამოყენებით დაშალეს. ახლა ვერაგი დასავლეთის ვასალებად ქცეულ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და საკუთარი თავის წინაშე მდგარი უზარმაზარი პრობლემების გადაჭრაში კოლექტიური ძალისხმევის სურვილი თუ გაუჩნდებათ, თუნდაც «в прежнем виде»,ამის გამო საბოდიშო ვისთან რა უნდა ჰქონდეთ?! როგორც ჩანს, აქაც ვახტანგ გოგუაძის საოცარი ფორმულა მუშაობს, რომლის მიხედვითაც მთავარია, დროზე ადრე არ ითქვას ის, რისი თქმაც საქმეს გააფუჭებს. მე არ მიმიწვდება ხელი ისეთ საიდუმლო დოკუმენტზე, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი მიდგომების შესახებ ღაღადებს, მაგრამ რაში გვჭირდება საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომა, თუკი რუსეთის პრეზიდენტი დაუფარავად აცხადებს, რომ “Наша политика на постсоветском пространстве в рамках СНГ является главной составляющей нашей внешней политики вообще” (ვალდაის კლუბი, 2020 წ.). ეს განცხადებაც რომ არ არსებობდეს, საგანთა და მოვლენათა ლოგიკას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ სხვა გზა, სხვა ხსნა არც რუსეთისთვის არსებობს და არც სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისთვის. დღეს იქნება თუ ხვალ, ეს დაშლილ-დაქუცმაცებული სივრცე კვლავ უნდა გაერთიანდეს და ამ საქმეს ხელს ვეღარ შეუშლიან, მიუხედავად იმისა, გაერთიანება «в прежнем видe» შედგება თუ მისგან განსხვავებული ფორმა მიეცემა…

ვალერი კვარაცხელია

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ზაზა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here