Home სხვადასხვა დაიჯესტი საბერძნეთის ეკლესიამ დიდი განხეთქილების საშიშროება რეალური გახადა

საბერძნეთის ეკლესიამ დიდი განხეთქილების საშიშროება რეალური გახადა

788
საბერძნეთის ეკლესიამ დიდი განხეთქილების საშიშროება რეალური გახადა

ელადის იერარქებმა რწმენას პირადი პრიორიტეტები და პოლიტიკური მიზანშეწონილობა ანაცვალეს

2012 წლის 12 ოქტომბერს ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებამ მოახდინა მისივე წმინდა სინოდის გადაწყვეტილების წინასწარი რატიფიცირება და დაეთანხმა იმ აზრს, რომეკუმენურ საპატრიარქოს უფლება აქვს, მიანიჭოს ეკლესიას დამოუკიდებლობა”. ამგვარად, ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დე ფაქტო ცნო ბართოლომეოსის მიერ პოროშენკოს თხოვნით აღიარებული ეპიფანესუკრაინის უწმინდესი ეკლესია _ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია” (СЦУ/ПЦУ). ეს უკიდურესად უსიამოვნო მოვლენაა, როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ისე სრულიად მსოფლიოს მართლმადიდებლობისთვის.

დარღვეულია საერთო მართლმადიდებლური ერთიანობა, რომელიც თოკავდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის პაპისტურ ამბიციებს. აწ უკვე ზოგიერთი ეროვნული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის რთული იქნება, წინააღმდეგობა გაუწიოს ამერიკელებისა და საკუთარი ხელისუფლების წნეხს, რომლებიც ცდილობენ, გააფართოვონ ეპიფანელების აღიარების ზონა. ეროვნული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის “უკრაინის უწმინდესი ეკლესიის _ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის” აღიარება ავტომატურად ნიშნავს ბართოლომეოსის (და მისი მემკვიდრეების) “უფლების” აღიარებას ანალოგიურ ქმედებებზე საკუთარი ეკლესიის მიმართაც. ასე რომ, ის, ვინც ელადის ეკლესიის გზას აირჩევს, სტამბოლის “პაპის” საკუთარ თავზე ბატონობას აღიარებს.

ბართოლომეოსს გუშინ არ გადაუწყვეტია განხეთქილებაში მყოფი კიეველებისთვის ტომოსის გადაცემა. იგი დიდხანს და მტკიცედ მიიწევდასრულიად მართლმადიდებელი პაპობისგამოცხადებისკენ და, ამასთანავე, მხარს უჭერდა ათასი ჯურისრასკოლნიკებსარა მხოლოდ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში და არა მხოლოდ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიების მიმართ გამოხატავდა პრეტენზიებს.

ავტოკეფალიის მინიჭებაზე ბართოლომეოსი უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთანაც მართავდა მოლაპარაკებებს. მაშინ არაფერი არ გამოვიდა, არა იმიტომ, რომ მასში სინდისმა გაიღვიძა ან რაიმესი შეეშინდა, უბრალოდ, იუშჩენკოს პრეზიდენტობის პერიოდში (2005-2010) უკრაინა ახლანდელთან შედარებით ძლიერი იყო (იმხანად ჯერ კიდევ ძალაში იყო სლავური მართლმადიდებლობის ცენტრად უკრაინის გამოცხადების პროექტი), ხოლო მისი პრეზიდენტები უფრო ამბიციურები, ვიდრე პოროშენკო. ამიტომ, მიუხედავად “ნაციონალური ეკლესიის” მიღების დიდი სურვილისა, იუშჩენკო დაჟინებით მოითხოვდა ნამდვილ ავტოკეფალიას და არ ეთანხმებოდა ბართოლომეოსის სურვილს, კონტროლი დაემყარებინა უკრაინულ ფსევდოეკლესიურ “ახალშენზე”. იუშჩენკო იმ სამარცხვინო პირობებზე რომ დათანხმებულიყო, რომლებიც პოროშენკომ მიიღო, ტომოსიც ჯერ კიდევ 2005-2006 წლებში გაჩნდებოდა.

ბართლომეოსი
ბართლომეოსი

თვით ელადის ეკლესია (საბერძნეთის მთავრობასთან ერთად) ბართოლომეოსმა ჯერ კიდევ 2004 წელს გატეხა “ახალ ტერიტორიებზე” (ჩრდილოეთ საბერძნეთის ეპარქიებში და ეგეოსის კუნძულებზე, რომლებიც ნომინალურად იმყოფებოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის უზენაესი უფლებამოსილების ქვეშ) მღვდელმთავართა დანიშვნის წესის შესახებ დავისას. ბერძნები, თითქმის საუკუნოვან პრაქტიკაზე დაყრდნობით, იცავდნენ თავიანთ უფლებას, ბართოლომეოსის ნებართვის გარეშე დაენიშნათ მღვდელმთავრები, მაგრამ სტამბოლის პატრიარქი, რომელსაც უკვე დაწყებული ჰქონდა სვლა “მართლმადიდებელთა პაპობისკენ”, დაჟინებით მოითხოვდა, ათენის სამთავარეპისკოპოსოს მიერ შემოთავაზებული კანდიდატურების დამტკიცების უფლება ჰქონოდა. თავდაპირველად საბერძნეთის მთავრობა ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარეს იყო, მაგრამ შემდეგ ბერძნები გატყდნენ და ყველაფერი (ყველა პუნქტით) დათმეს ბართოლომეოსთან.

სწორედ ამიტომ ელადის ეკლესიას სუსტ რგოლად თვლიდნენ და მიაჩნდათ, რომ სტამბოლს ყველაზე მეტად სწორედ მისი გატეხვის შანსი ჰქონდა ეპიფანელების აღიარების საკითხში, რაც ასეც მოხდა. ცხადია, რომ ახლა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იძულებული იქნება, გაწყვიტოს ევქარისტული კავშირი ელადის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიმართ უკვე მოიმოქმედა.

ამ სიტუაციაში წაგებული, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ელადის მართლმადიდებელი ეკლესიაა. საქმე ის არის, რომ 2004 წელს ელადის მართლმადიდებელი ეკლესია პირისპირ ებრძოდა ბართლომეოსს და მის ამერიკელ წამქეზებლებს. საბერძნეთის მთავრობა ძალიან იყო დამოკიდებული აშშზე, ვერ გაუწია საკუთარ ეკლესიას ქმედითი დახმარება და ვაშინგტონის ზეწოლით მიემხრო კონსტანტინოპოლს. სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები, წესის თანახმად, არ ერეოდნენ იურისდიქციის საკითხზე სხვათა დავაში.

თუმცა “უკრაინის უწმინდესი ეკლესიის _ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის” შემთხვევაში, ბართოლომეოსი სრულიად მსოფლიო სამართლმადიდებლოს დაუპირისპირდა. ამა თუ იმ ხარისხით ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ გააპროტესტა მისი გადაწყვეტილება, იგრძნო რა საფრთხე საკუთარი თავისთვის ბართოლომეოსის პრეტენზიებში “მართლმადიდებელთა პაპობაზე”. არსებული ვითარება საშუალებას აძლევდა ელადის მართლმადიდებელ ეკლესიას, ხელახლა დაეყენებინა იურისდიქციის საკითხი “ახალ ტერიტორიებზე”, მაგრამ ამჯერად სრულიად მართლმადიდებლურ მხარდაჭერაზე დაყრდნობით. ეს ლოგიკურად ჩაჯდებოდა ბართოლომეოსის პრეტენზიებთან ბრძოლაში მსოფლიო მართლმადიდებლობაში აბსოლუტურ ძალაუფლებაზე. საკითხის გადაწყვეტა შეიძლებოდა კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წინადადების მხარდაჭერით, რომელიც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ან უმაღლეს მღვდელმთავართა საბჭოზე განხილვას ითხოვდა. რადგანაც კონსტანტინოპოლი მუდმივად ედავება იურისდიქციის საკითხებზე სხვადასხვა მართლმადიდებელ ეკლესიას, ხომ იქნებოდა უმჯობესი ყველა ეს საკითხი გადაწყვეტილიყო ერთ კრებაზე? ბერძნებს კარგი საშუალება ჰქონდათ, საბოლოოდ მოესპოთ ორხელისუფლებიანობა ელადის მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაგრამ მათ ვერ გაუძლეს და დანებდნენ.

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები კარგად აცნობიერებდნენ მათი გადაწყვეტილებების შესაძლო შედეგებს და გააკეთეს არჩევანი. რთულია, ამ არჩევანს თავისუფალი ეწოდოს, მაგრამ, სულ ცოტა, ბერძნებმა გაითვალისწინეს ყველა “დადებითი” და “უარყოფითი” მხარე და გადაწყვიტეს, რომ მათთვის ასე უფრო ხელსაყრელია. რა ამოძრავებდათ მათ?

ეკლესია

პირველ რიგში, საბერძნეთის ეკლესია გრძნობდა ნათესაურ კავშირს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან და დიდი ხნის წინათ შეერწყმებოდა მას, რომ არა მისი დე ფაქტო კონტროლი თურქეთის ხელისუფლების მხრიდან. “მეორე რომის” ეპისკოპოსის არა მხოლოდ პატივით, არამედ ძალაუფლებითაც პირველობის კონცეფციას მსოფლიო მართლმადიდებლობაში საბერძნეთის იერარქთა უმრავლესობა იზიარებს. ამ საკითხში განსაკუთრებული აზრთა სხვაობა ბართოლომეოსთან მათ არ აქვთ. ოღონდ, მათი აზრით, საპატრიარქო უნდა იყოს ბერძნული და არა თურქული. მეორე მხრივ, რადგან უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას ამერიკელები მოითხოვდნენ, რომელთაც, როგორც ცნობილია, ამჟამად რთული ურთიერთობები აქვთ თურქებთან (რომლებიც ბერძნებსაც ისე არ უყვართ, რომ ნატოს ეს ორი ქვეყანა მუდმივად სამხედრო შეტაკების საფრთხის ქვეშ იმყოფება), საბერძნეთის ხელისუფლების თვალთახედვით, ამერიკელებისთვის მხარის აბმა ლოგიკური და ხელსაყრელი იქნებოდა. საბერძნეთში კი ეკლესია სახელმწიფო სტრუქტურაა, მართლმადიდებლობა _ სახელმწიფო რელიგია კონსტიტუციის თანახმად, და სახელმწიფო არა მხოლოდ ხელფასს უხდის მღვდელმსახურთ, არამედ მიტროპოლიტებსაც ნიშნავს კათედრებზე.

ამ სიტუაციაში მხოლოდ იმედის ქონა შეიძლებოდა, რომ ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებისთვის რწმენა უფრო ძლიერი აღმოჩნდებოდა მათ პირად პრიორიტეტებსა და პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე. ასე არ მოხდა.

დავუშვათ, მოსკოვის საპატრიარქოს დაეწყო ელადის მართლმადიდებელ ეკლესიაზე ზეწოლა და დამუქრებოდა სხვადასხვა უსიამოვნებებით. ეს მას ერთ სიბრტყეზე დააყენებდა კონსტანტინოპოლთან ერთად სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების თვალში. რა მნიშვნელობა აქვს მათთვის, ვინ ჩაერევა მათ საშინაო საკითხებში ძლიერის პოზიციის გამოყენებით, მოსკოვი თუ ფენერი? ყველაზე მეტი, რაც შეუძლია მოიმოქმედოს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, არის ის, რომ ანათემა გამოუცხადოს ყველას, ვინც აღიარებს ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებას. ოდესღაც, 1054 წლის დიდი განხეთქილებისას, რომის პაპმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ანათემას გადასცეს ერთმანეთი. ამით დაირღვა ისედაც არამყარი ქრისტიანული ერთობა. დიდი განხეთქილების შედეგების გადალახვა, აგერ თითქმის ათასი წელია, არ ძალუძს ქრისტიანობას, თუმცა ურთიერთ ანათემებს არც პირველი რომის პაპებისთვის და არცმეორე რომისპატრიარქებისთვის ხელი არ შეუშლია, პირიქით _ ხელი შეუწყო მათი ძალაუფლების კონსოლიდაციას სქიზმასთან ბრძოლაში.

მართლმადიდებლურ სამყაროს ახალი დიდი განხეთქილების ეშინია და შიშის საფუძველიც აქვს. წააგებს ის, ვინც თავისი ქმედებით საბაბს წარმოქმნის, ჩაითვალოს განხეთქილების ინიციატორად. სწორედ ამიტომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა მაინც ფენერის წინააღმდეგია. ბართოლომეოსი მათ აშინებს სწორედ იმით, რომ მისი ქმედებები წარმოშობს დიდ განხეთქილებას მართლმადიდებლობაში. მაგრამ მოსკოვის მხრიდან მკვეთრი პასუხი მასზევე გადაიტანდა ბრალეულობას და გამოცხადდებოდა, რომ ეს მოსკოვის საპატრიარქომ ვერ გამოიჩინა საკმარისი თავშეკავებულობა.

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში გონივრულად გაითვალისწინეს, რომ მსოფლიო მართლმადიდებლობასთან დაპირისპირება ნებისმიერ დროს შეეძლებათ, როდესაც ამის აუცილებლობა დადგება. ამ მხრივ საჩქარო არაფერია. გაცილებით უკეთესი იქნება, ისედაც გარდაუვალი მოსალოდნელი განხეთქილების პირობებში, მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობამ მათ დაუჭიროს მხარი. რუსეთის საპატრიარქოს შეუძლია მხარი დაუჭიროს იმ ეკლესიებს, რომლებიც წინ აღუდგებიან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, მაგრამ თვითონ არ უნდა გამოვიდნენ ეკლესიათაშორისი ურთიერთობების დაძაბვის ინიციატორებად. მხოლოდ ასე შეძლებენ ისინი, იქონიონ უმრავლესობის მხარდაჭერის იმედი. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ქმედებები ეკლესიათაშორის ურთიერთობებში, ფაქტობრივად, რუსეთის სახელმწიფოს ქმედებების ანალოგიურია საერთაშორისო არენაზე. რუსეთი ხდება მოკავშირე მათი (რომლებიც იღებენ ყველანაირ შესაძლო მხარდაჭერას), ვინც თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, იბრძოლოს; და არა მათი, ვისი მოსყიდვა, დაყოლიება ან იძულებაა საჭირო. და ეს სწორია.

რატომ არ ერევა პუტინი? “არ შეუძლია პუტინს, უთხრას ერდოღანს, მოთოკოს ბართოლომეოსი?” _ სვამს კითხვას ზოგიერთი. რა თქმა უნდა, შეუძლია. შეუძლია, სთხოვოს ისე დამაჯერებლად, რომ ერდოღანი ვერ შეეწინააღმდეგება. მით უმეტეს, ბართოლომეოსზე არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან, სულ ცოტა, იცოდა მოსალოდნელი პუტჩის შესახებ, როცა ერდოღანს მოკვლას უპირებდნენ, ხოლო პუტინმა ფაქტიურად გადაარჩინა თურქეთის პრეზიდენტი.

მაგრამ რას მოგვცემს ეს? მუსლიმანური მთავრობის მიერ დევნილი მართლმადიდებელი პატრიარქი ავტომატურად ავტორიტეტი და მიზიდულობის ცენტრი გახდება დანარჩენი მართლმადიდებელი ეკლესიებისთვის, მით უმეტეს, რომ უძველესი ეკლესიები (ანტიოქიის, ალექსანდრიისა და იერუსალიმის) ასევე იმყოფებიან არაქრისტიანული სახელმწიფოების ტერიტორიებზე. თუკი პატრიარქის დევნაში წილი ექნება რუსეთის ხელისუფლებას და თუნდაც ნაწილობრივ, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასაც, რუსული მართლმადიდებლობა იზოლაციაში აღმოჩნდება, ხოლო მისი ავტორიტეტი შეირყევა.

გარდა ამისა, რადგან ბართოლომეოსი მეგობრობს ერდოღანის მტერ ამერიკელებთან და თურქების ტრადიციულ მტერ ბერძნებთან, ადრე თუ გვიან, ის მიიღებს თავისას. თურქეთის პრეზიდენტს არაფერი ავიწყდება და თანაც, საკმაოდ ემოციურია იმისთვის, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე გაიხსენოს წყენა. თუკი ბართოლომეოსი ვერ მოასწრებს ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვალებას, მას ყველა შანსი აქვს, მოესწროს ერდოღანის შურისძიებას, რუსეთის ყოველგვარი თხოვნის გარეშე. საერთოდ, რა საჭიროა ერდოღანისთვის იმის თხოვნა, რაც თვითონ ძალიან უნდა? და თანაც ამით მიეცეს შესაძლებლობა, მოსკოვს გადააკისროს ფენერის წინააღმდეგ რეპრესიებზე პასუხისმგებლობა?

დიდი ხანია, გასაგებია, რომ მსოფლიო მართლმადიდებლური ერთობის შენარჩუნება, ალბათ, აღარ გამოვა. განხეთქილების მსურველები წავლენ. მაგრამ, დაე, თვითონ აიღონ პასუხისმგებლობა ამ განხეთქილებაზე. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ამოცანა საკუთარი ავტორიტეტისა და მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობის მხარდაჭერის შენარჩუნებაა, უძველესთა ჩათვლით, ჯანსაღი ძალების გაერთიანება მსოფლიო მართლმადიდებლობაში, კიდევ ერთხელ გამოსვლა “მესამე რომის” როლში, იმ რწმენის დამცველად, რომელიც ბერძნებმა შეურაცხყვეს. დარჩეს ჭეშმარიტი რწმენის ძლიერ ცენტრად, რომელზე დაყრდნობასაც შეძლებენ საკუთარ ბრძოლაში ერესთა და განხეთქილებათა წინააღმდეგ რწმენაში ძლიერი, მაგრამ პოლიტიკურად უფრო სუსტი მართლმადიდებელი ეკლესიები.

მომზადდა ukraina.ruზე გამოქვეყნებული როსტისლავ იშჩენკოს წერილის მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here