მთავარი პოლიტიკა საახალწლო “კახაფონია” და “სისტემის მსხვერპლები”

საახალწლო “კახაფონია” და “სისტემის მსხვერპლები”

2382
გააზიარეთ
კახა კალაძე

საქართველოში დამნაშავე და უზნეო ადამიანი რომ არ არსებობს და ეს ქვეყანა მხოლოდსისტემის მსხვერპლებითაასავსე, ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა მას შემდეგ, რაც 2012 წლის არჩევნებში გამარჯვება დაიბევა. მანამდესიცრუის მანქანადაბოროტების მსახურნი”, ალბათ, იმიტომ უწოდა ნაცების მსახურ ტელევიზიებსა და იქ მომუშავე ხალხს, რომ მათზე გავლენა მოეპოვებინა და გადმოებირებინა. სინამდვილეში კი, ჩვენიკეთილიბიძინა სულ სხვანაირად ფიქრობდა და, როდესაც უკვე დაამარცხა პირადი მტერი (დიახ პირადი) მიხეილ სააკაშვილი, უმალ შემწყნარებელი გახდა მათ მიმართ, ვინც წინა ბატონს უარყოფდა დადიადბიძინას აღიარებდა.

ასე გაჩნდა ცნება “სისტემის მსხვერპლები” და მარტივი დაყოფა _ ამ “შეწყნარებულთა” კლასს მიეკუთვნებოდა ყველა, ვინც ბიძინასა და “ქოცების” სამსახურში ჩადგებოდა, ხოლო, ვინც ერთგულებდა ნაცებსა და მიშას, ისინი დღემდე “ბოროტების მსახურნი” და “მიუტევებლად დამნაშავენი” არიან.

ყოველივე ზემოთქმულმა, თავის მხრივ, განაპირობა თბილისის ახალარჩეული მერის, კახა კალაძის, მოქმედების ტაქტიკაც. ეს ახალგამოჩეკილი “მოღვაწე”, მას შემდეგ, რაც ბურთის გორიალს თავი ანება, იმწამს მინისტრის სავარძელში აღმოჩნდა და, შესაბამისად, ვერც ვერანაირი საკუთარი უნარები ექნება გამომუშავებული მართვისა და საქმის გაძღოლისა. ამიტომ, რაც შეუძლია, ბაძავს თავის ბატონს _ ბიძინა ივანიშვილს. ასე და ამგვარად, კაცი, რომელიც ხუთიოდე წლის წინათ მედიის წარმომადგენლებსა და ყველას, ვინც ნაცების ხელისუფლებას ემხრობოდა, უყვიროდა: “გადაშენდით აქედანო!”, ახლა ბატონის მიბაძვით უცებ მოგვევლინა “მშვიდობის მტრედად” და “შემწყნარებელ” პოლიტიკოსად.

ჩვენ უნდა დავანგრიოთ ის სტერეოტიპი, რომ რაღაც გარკვეული პოლიტიკური შეხედულებების გამო ხდებოდა მომღერლების არჩევა მთავარი საახალწლო კონცერტისთვის”, _ განაცხადა კახა კალაძემ. ამით თვითონაც კმაყოფილი დარჩა და თავისი “ფანებიც” კმაყოფილი დატოვა. თუმცა რა, “ფანები” ხომ იმის “ფანები” არიან, საკუთარი ბელადით მუდამ კმაყოფილი იყვნენ. სამწუხაროდ, კახა კალაძეს ამჯერად არა საფეხბურთო, არამედ ტვინდახშული “პოლიტიკური” ფანები ჰყავს, რაც უკვე პირდაპირი მონობის სტადიაა და გულისამრევს ხდის ადამიანს. თუმცა ამაზე _ მოგვიანებით. ახლა კი იმაზე გავამხვილოთ ყურადღება, როგორი მეტამორფოზი განიცადა დედაქალაქის მერის აზროვნებამ და როგორ უცებ იქცნენგადასაშენებელიადამიანებირაღაც პოლიტიკური შეხედულებისმქონე ადამიანებად.

ყველაზე დიდი ნაძირალობა აქ ის არის, რომ ჯიუტად მიმდინარეობს ასეთი ტრენდის დამკვიდრება: თითქოს ჩვენ (ანუ მე და ჩემნაირი აზროვნების ადამიანები) ვართ ცუდები, შეუგნებლები, ბოროტები, ბოღმიანები და პოლიტიკური შეხედულებების გამო გადავეკიდეთ მომღერლებს, ჟურნალისტებს და სხვა პროფესიის კონკრეტულ პიროვნებებს; ხოლო კალაძე, ივანიშვილი და სხვა “ჰუმანისტები” არიან კეთილი ბიძიები, რომლებიც პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანების დაჩაგვრას არ ამართლებენ და “სტერეოტიპებს ანგრევენ”.

კი მაგრამ, ან ჩემგან, ან ვინმესგან ოდესმე გსმენიათ, რომპატრიოტთა ალიანსის”, “დემოკრატიული მოძრაობის”, ლეიბორისტების, “ახალი მემარჯვენეების”, “თავისუფალი საქართველოსდა საქართველოში რეგისტრირებული სხვა უამრავი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი მომღერლები არ ამღეროთო?

მაშ, როგორღა არის ესპოლიტიკური შევიწროება”?!

საქმე ის არის, ჩემოძაან ჰუმანურებო”, რომნაციონალური მოძრაობისმხარდაჭერა იმკოშმარული” 9 წლის განმავლობაში იყო არარაღაც პოლიტიკური შეხედულებები”, არამედ მანიაკობის, ადამიანთა წამების, კაცისკვლის მხარდაჭერა და ამას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს.

ასე რომ, ბატონო მერო, თქვენსტერეოტიპსკი არანგრევთ”, როგორც გსურთ, დახატოთ, არამედ ამკვიდრებთ უზნეობას საზოგადოებაში და ცდილობთ, წარმოაჩინოთ, რომპოლიტიკური ჩაგვრის მსხვერპლებსექომაგებით. ეს, პირდაპირ გეტყვით, დიდი უზნეობაა თქვენი მხრიდან. თუკი საზოგადოებამ მანიაკების მხარდამჭერებს, სხვა ადამიანების წამების ფაქტებზე ტაშის დამკვრელებსა და მკვლელების უკანალში ძრომით დაკავებულ ადამიანებს შესაბამისი პასუხი არ მოსთხოვა, მაშინ ამ ქვეყანას უზნეობისა და უსამართლობის მორევი წალეკავს!

“აბა, რა ვქნათ, დავხვრიტოთ ეს ხალხი?” _ შესძახებს ახლა “ქოცური კოაბიტაციის გაპრავებაში” გაწაფული რომელიმე “ფანატი”. არა, ბატონო, არ უნდა დავხვრიტოთ, მაგრამ არც “პოლიტიკური შეხედულებების გამო შევიწროებულები” უნდა ვუწოდოთ.

თუ მაინცდამაინც გვსურს, რომ დაძაბულობა მოვხსნათ და ისინი საზოგადოებაში დავაბრუნოთ, მაშინ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და ბატონმა მერმა უნდა სთხოვოს საზოგადოებას, რომ ვაპატიოთ ამ უნამუსო ადამიანებს მკვლელებისა და მანიაკების მხარდაჭერა. დიახ, აქეთ კი არ უნდა გვლანძღავდეს ბატონი მერი და ნათქვამი ისე კი არ უნდა გამოუვიდეს, თითქოს თვითონკარგი და კეთილი ბიჭია”, რომელიცპოლიტიკურ შეხედულებებსმნიშვნელობას არ ანიჭებს, ჩვენ კი _ “ბოროტი საზოგადოება”, რომელიცპოლიტიკის გამოვჩაგრავთ მომღერლებსა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს. ჭკუას კი არ უნდა გვარიგებდეს, არამედ უნდა გვთხოვოს, რომ ამ ადამიანებს ვაპატიოთ დანაშაული და მივიღოთ ისინი.

თუმცა, ვის რა გინდა უთხრა, როდესაც ადამიანების გარკვეულ ნაწილს მიდრეკილება აქვს მონობისკენ. მაგალითად, როდესაც დაახლოებით იმავე შინაარსის პოსტი გამოვაქვეყნეფეისბუქზე”, რამდენიმე ადამიანმა ასეთი კომენტარი დაწერა: “ადამიანი ასეთ ქველმოქმედებას ეწევა და თქვენ კიდე აკრიტიკებთ, არა გრცხვენიათ?”

აქვეა სათქმელი, რომ ეს “ქველმოქმედება” კიდევ ერთი უაზრო და შტერული კლიშეა, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობენ ქართველ საზოგადოებაში, ანუ, თუკი ვინმემ რაიმე ქველმოქმედება გასწია ან ჯერაც ეწევა, მასზე არაფრის თქმა აღარ შეიძლება და მისი კრიტიკა ცუდი საქციელია?!

მინდა, ასეთ ადამიანებს ვუთხრა: ქველმოქმედებას ეწეოდა მსოფლიოში ყველა მეტნაკლებად ფულიანი პერსონა. ვერ დამისახელებთ თვით ყველაზე ბოროტ და ცუდი რეპუტაციის მქონე მილიონერს, ბანდიტს, მაფიოზის, რომელსაც რაიმე ქველმოქმედება არ ჰქონდეს ოდესმე გაწეული. მაშ, მათზე არაფრის თქმის უფლება აღარ გვაქვს? რაც უნდა ჩაიდინონ, რაც უნდა არასწორად მოიქცნენ, ხმა არ უნდა ამოვიღოთ?

სხვათა შორის, ქველმოქმედებით ნაციონალების ბევრი ლიდერი და მხარდამჭერიც იყო დაკავებული. მაგალითად, იმავე თბილისის ყოფილ ნაციონალ მერს, გიგი უგულავას, უამრავი ადამიანი ემადლიერება, რადგან მან სამედიცინო ოპერაციები დაუფინანსა არასაბიუჯეტო თანხებით. ასევე, ძალიან ბევრს გაუმართა ხელი სააკაშვილის “პირად მოლარედ” წოდებულმა “ოქროს ბიჭმა” კობა ნაყოფიამ. ეს ჩამონათვალი შემიძლია გავარძელო. მაშ, რა ვქნათ, ხმა არ ამოვიღოთ, როდესაც საქმე მათ მიერ ჩადენილ არასწორ საქციელს შეეხება?

იცით თუ არა, რომ თვით თენგიზ კიტოვანს აქვს რამდენიმე ადამიანისთვის სერიოზული თანხა სამკურნალოდ მიცემული? ჯაბა იოსელიანი რომ უამრავ გაჭირვებულს ეხმარებოდა? ჩემი თუ არ გჯერათ, მობრძანდით და თვითონ ამ ხალხთან დაგალაპარაკებთ. რა, ეს საკმარისია იმისთვის, რომ მათგან ნაკეთებ უარყოფით საქმეებზე ხმა აღარ ამოვიღოთ?

თუმცა, ვისზე რა გინდა თქვა, როდესაც თვითონ კალაძე უჭერდა მხარს მანიაკებსა და მკვლელებს 2011 წლამდე, ანუ მაშინ, როდესაც უკვე გირგვლიანის ამბავიც მომხდარი იყო, 7 ნოემბერიც და უამრავი ადამიანის ციხეებში წამების შესახებაც ყველამ ყველაფერი ვიცოდით. ფაქტია, ნაცებმა და პირადად მიშა სააკაშვილმა კალაძე დააგოიმეს: შეჰპირდნენ მას მისი გაუმართლებლად დიდი ამბიციის შესაბამის თანამდებობას და “ქველმოქმედმა კახამაც” განაგრძო ნაცების მხარდაჭერა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცხადი შეიქნა, რომგადააგდეს”, დაბოღმილმა კალაძემ უკვე, როგორც პირად მტერს, ისედაარტყასააკაშვილს. შეიძლება ითქვას, აქაც მიბაძა თავისდიად ბატონს” _ ბიძინა ივანიშვილს. თორემ კალაძე რომ დაენიშნა მიშას მინისტრის პოსტზე ან თბილისის მერად წარედგინა მისი კანდიდატურა, კახა ყოველივე ამას შეიფერებდა, ნაცების მაღალჩინოსანი გახდებოდა და საერთოდაც აღარ შეაწუხებდა არც გირგვლიანის ბედი და არც არავისი წამება-მკვლელობა.

ასე რომ, თბილისში მოსალოდნელ საახალწლო კაკაფონიას არანაირიქველმოქმედისიმიჯი აღარ ამართლებს.

მით უმეტეს ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა კალაძის თავდაჯერებული განცხადება: წელს თბილისში საახალწლო განათებებზე ყველაზე მეტი _ 3 მილიონი ლარი დაიხარჯებაო. აქამდე, არც ერთ წელს განათებებზე ამის ნახევარიც არ დახარჯულა. არავის აქვს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ხალხმა უკვე საჭმელ-სასმელი იშოვა და აღარავინ კვდება უსახსრობით, ამიტომ ერთადერთიარგუმენტი”, რატომაც წელს ყველაზე მეტი (3 მილიონი) უნდა დაიხარჯოს განათებებში, არის დედაქალაქის ზედმეტად ამბიციური მერისმე ასე მინდა”!

კალაძის ასეთი ჯიუტი პიროვნული მიდგომები საფუძველს გვაძლევს, ამ “კაკაფონიებს” აწი “კახაფონიები” დავარქვათ. სერიოზულად კი, ასეთი მიდგომები, როგორც წესი, ძალიან ცუდად უმთავრდება ხოლმე ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს.

მე არ მივეკუთვნები ისეთ ადამიანებს, რომლებიც კალაძის ძირითად ნაკლად ორ ავტოგოლს მიიჩნევენ, და მუდამ ვამბობ, რომ ეს ავტოგოლები არ იარსებებდა, კალაძე პასუხისმგებლობის მქონე ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყო, და საკუთარი კარის გადარჩენა უიმედო სიტუციაშიც არ ეცადა, ასეთ შემთხვევაში ის გოლები მაინც გავიდოდა და კალაძესაც ვერავინ წამოაძახებდა ავტოგოლებს.

მაგრამ, რამდენადაც პასუხისმგებლიანი ფეხბურთელი იყო კალაძე, იმდენად უპასუხისმგებლო სახელმწიფო მოღვაწეა და აშკარად სჯობდა, უმაღლესი განათლების ნაყიდი დიპლომით კი არ მოსულიყო ხელისუფლებაში, არამედმილანელოსბაზის დატოვებისა და ფეხბურთისთვის თავის დანებების შემდეგ, 5 წელი მაინც ესწავლა, პატიოსნად აეღო დიპლომი და მერე ეცადა სახელმწიფო თანამდებობის დაკავება.

დღეს კი, როგორც ვხედავთ, მის მომხრეთა ერთადერთი არგუმენტი კალაძის კარგ სახელმწიფო მოღვაწედ წარმოსაჩენად მხოლოდ ისაა, რომ “კახა ქველმოქმედია”.

ეს კი ზუსტად ისევე გამოდგება მის სასარგებლო არგუმენტად, როგორც ის ორი ავბედითი ავტოგოლი მის დასაკნინებლად…

თუმცა ყოველგვარი საუბარი და განხილვა ფუჭია, რადგან საქმე გვაქვს ძალიან ამბიციურ, ჯიუტ, უწიგნურ და ფულით გატუტუცებულ ადამიანთან, რომელმაც გადაწყვიტა, თავისი ფულით და გავლენით იქაც “შეეტენოს”, სადაც მისნაირ ადამიანს არაფერი ესაქმება. მოგეხსნებათ, სანამ კისერს არ წაიმტვრევს, სანამ საზოგადოებას ყელში არ ამოუვა და პანღურით არ გადმოაგდებს თავისი დაუმსახურებლად დაკავებული სავარძლიდან, ასეთი ადამიანის აზრზე მოყვანა შეუძლებელია. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ თბილისის პირველ საახალწლო “კახაფონიას” და საზოგადოების რეაქციას ყოველივე ამაზე.

ბაკურ სვანიძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here