Home ახალი ამბები საქართველო “სააკაშვილს 11 წლით პატიმრობა ემუქრება”

“სააკაშვილს 11 წლით პატიმრობა ემუქრება”

1106
სააკაშვილი

“საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, სისხლის სამართლის ოთხი საქმის მიხედვით, 11 წლით პატიმრობა ემუქრება”, _ განაცხადა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა უკრაინულ გამოცემა “ობოზრევატელთან” ინტერვიუში.

“საქართველოს მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის 4 საქმეს აწარმოებს, რომლებზეც გამოძიება დასრულდა და სამართლებრივი განხილვა მიმდინარეობს.

ყველა საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს”, _ განაცხადა სონღულაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვეს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს მიიღო, რის გამოც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here