მთავარი პოლიტიკა სააკაშვილმა სამჯერ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა

სააკაშვილმა სამჯერ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა

861
გააზიარეთ
მიხეილ სააკაშვილი

სამხრეთ ოსეთი მზად არის, რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით უზრუნველყოს ტვირთების ტრანზიტი რუსეთსა და ამიერკავკასიის ქვეყნებს შორის, ოღონდ, მხოლოდ როგორც თანასწორუფლებიანმა პარტნიორმა”, _ განაცხადა სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა 2017 წლის 2 ივნისს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში.

მივესალმებით ამ კონსტრუქციულ და საპასუხისმგებლო პოზიციას, რომელიც ამიერკავკასიაში სავაჭროეკონომიკური კომუნიკაციის სისტემის განვითარების რეალურ პერსპექტივას ქმნის, რაც რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებში შედის”, _ ასეთი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია, რომელმაც მოუწოდა თბილისს, “ასეთივე კონსტრუქციული განწყობა გამოეჩინა, _ უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში გვაქვს 2011 წლის 9 ნოემბრის ცნობილი შეთანხმება რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მთავრობებს შორის საქონლით ვაჭრობის საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის მექანიზმების ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლის მიხედვით დაკისრებული ვალდებულებების დადასტურებას ქართული მხარე, უკვე დიდი ხანია, თავს არიდებს”.

“2011 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმების ამგვარი ინტერპრეტაცია პრინციპულად მიუღებელია ქართული მხარისთვის და ოფიციალური მოსკოვისთვის ეს იმთავითვე ცნობილი იყო”, _ აღშფოთდნენ საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოუწოდეს რუსეთს, დაბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებში და შეუდგეს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას”.

თუმცა შემდგომი მოვლენები საფუძველს იძლევა, ეჭვი შევიტანოთ ქართული საგარეო-პოლიტიკური უწყების “აღშფოთების” გულწრფელობაში. თანმიმდევრულად მივყვეთ:

2017 წლის 7 ივლისს პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხებში _ ზურაბ აბაშიძემ და რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა მოილაპარაკეს, დაესრულებინათ კონსულტაცია ზემოთ აღნიშნული შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე და გადასულიყვნენ კონტრაქტების გაფორმებაზე შვეიცარიულ კომპანია შGშ-თან, რომელიც გააკონტროლებს საქონლისა და ტვირთის მოძრაობას რუსეთიდან საქართველოს გავლით და პირიქით _ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნებით. ამისთვის უახლოეს ხანში ჩამოყალიბდება შეთანხმების იმპლემენტაცის სამმხრივი რუსულ-ქართულ-შვეიცარიული სამუშაო ჯგუფი. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ამის თაობაზე კონსულტაციები აღარ იქნება _ დროა, კონკრეტული შეთანხმებების გაფორმებაზე გადავიდეთ. სასურველია, შვეიცარიულ კომპანიასთან კონტრაქტების ხელმოწერა უახლოეს მომავალში მოხდეს და იმპლემენტაციის სტადიაზე გადავიდეთ”, _ განუცხადა აბაშიძემ რუსეთის მედიას პრაღაში მრავალსაათიანი მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ.

ესე იგი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს “აღშფოთება” ისევე მოჩვენებითია, როგორც ევროპის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, რასაც ახლავს გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, სადაც ისინი ჰპირდებიან იქაურ ლიდერებს, რომდაითანხმებენ ქართულ მხარეს მათთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაზე”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს “აღშფოთება” ისეთივე არაგულწრფელია, როგორიც ევროკავშირის მისიის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ევროპელი დამკვირვებლები, რომლებსაც, როგორც გაირკვა, სამხრეთ ოსეთის მხარემ 4 თვით ადრე შეატყობინა სასაზღვრო ბანერების დაყენების თაობაზე. რა გამოდის _ ზემოჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ?!

შეუძლებელია, “აღშფოთებულ” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ესმოდეთ, რომ საქართველოს პროამერიკელმა ყოფილმა პრეზიდენტმა, ცნობილმა რუსოფობმა მიხეილ სააკაშვილმა სამჯერ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, როდესაც მათთან რამდენიმე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელთა შინაარსი ქართველი ხალხისთვის უცნობია. ესენია:

  1. მედვედევი-სარკოზის ორი გეგმა საქართველოში საომარი კონფლიქტის მოსაგვარებლად (2008 წლის 12 აგვისტოსი და მოდიფიცირებული _ 2008 წლის 8 სექტემბრის), რომლებსაც სააკაშვილმა 15 აგვისტოს მოაწერა ხელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტების შემდეგ _ სწორედ იმ ბოლო ფურცელზე, რომელზეც უკვე იყო ბაგაფშისა და კოკოითის ხელმოწერები. ეს ორი დოკუმენტი, პრაქტიკულად, უკვე ხელშეკრულებებია ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ისინი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების საზღვრებში აღიარებენ;
  2. ზემოთ ნახსენები 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმება რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მთავრობებს შორის საქონლით ვაჭრობის საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის მექანიზმის პრინციპების შესახებ, რომელზეც უფრო დაწვრილებით შევჩერდებით. აქ საქმეს ისე წარმოადგენენ, თითქოს, შეთანხმების მიხედვით, საქართველო კონტროლის უფლებას იღებს ყველა ტვირთზე, როგორც კი რუსეთიდან საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გავლით, მდინარე ფსოუთი და როკის გვირაბით, საქართველოში მოხვდება _ ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაუკონტროლებელ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე.

სინამდვილეში კი ეს შეთანხმება, რომელსაც სააკაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს მიერ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის მიღებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ, “ქართული დიპლომატიის დიდი მიღწევა” და “სააკაშვილის გამარჯვება” კი არ იყო, როგორც ამას აცხადებდა სააკაშვილის პროპაგანდისტული მანქანა, არამედ სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე დიდი მარცხი მედვედევსარკოზის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, რადგან:

  1. საქართველომ უარი თქვა თავდაპირველ უმთავრეს მოთხოვნაზე _ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანაზე და, შეთანხმების მიხედვით, მხოლოდ და მხოლოდ ნეიტრალური შვეიცარიული კომპანია SGS-ის მიერ ელექტრონულ მონიტორინგზე დათანხმდა. ანუ, მოხდება კონტეინერების მარკირება _ სატვირთო ტრეილერებზე დამაგრდება ჩიპები, რომელთა მეშვეობით, თანამგზავრული ნავიგაციის სისტემით კოსმოსიდან გაკონტროლდება და შვეიცარიული კომპანია შGშ-ი ელექტრონულ ინფორმაციას მათი რაოდენობისა და გადაადგილების შესახებ ორივე მხარეს _ ქართულსა და რუსულს _ გადასცემს. საბაჟო პროცედურების უფლება კი, რომელიც გულისხმობს ტრაილერების გაჩერებას, დალუქული კონტეინერების გახსნასა და ტვირთის უშუალოდ დათვალიერებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, შვეიცარიულმა კომპანია SGS -მა ვერ მიიღო,
  2. ელექტრონულ მონიტორინგს განახორციელებენ არა საერთაშორისო დამკვირვებლები გაეროს, ევროკავშირის ან ეუთოს წარმომადგენელთა სახით, როგორც თავდაპირველად მოითხოვდა ქართული მხარე, არამედ კერძო შვეიცარიული კომპანია SGS -ის წარმომადგენლები;
  3. შვეიცარიული კომპანია SGS -ი დაქირავებულია შუამავლის _ შვეიცარიის და არა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ან ევროკავშირის მიერ, როგორც მოითხოვდა ოფიციალური თბილისი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შეუძლებელია, არ იცოდეს, რომ, შეთანხმების მიხედვით, შვეიცარიული კომპანია შGშ-ი თავის თავზე იღებს ზემოაღწერილ მონიტორინგს “სამი სატრანსპორტო დერეფნით”, კერძოდ:

) რფ: საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე “ვესიოლოე” (უროჟაინაიას ქუჩა სოჭის რაიონის დაბა ფსოუში) _ საქართველო: საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ქალაქ ზუგდიდში, მდინარე ენგურზე გადებული ხიდის წინ;

ბ) რფ: საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე “ზემო ზარამაგი” (რესპუბლიკა ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის ალაგირის რაიონის სოფელი ზარამაგი ან სოფელი ნარი, როკის გვირაბის ჩრდილოეთ პორტალის შემდეგ) _ საქართველო: ქალაქ გორის მახლობლად;

გ) რფ:საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე “ზემო ლარსი” (რესპუბლიკა ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიას ვლადიკავკაზის ოლქი) _ საქართველო: საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე “ყაზბეგი” სოფელ სტეფანწმინდაში.

გამოდის _ თუ ფსოუ, ზარამაგი და ზემო ლარსი რუსეთის საზღვარია, რაც არავისთვის სადავო არ არის, ესე იგი, საქართველოს საზღვარი, შეთანხმების მიხედვით, სააკაშვილის წყალობით, ზუგდიდში, გორსა და ყაზბეგში გადის. ყაზბეგის შემთხვევის გარდა: ზემო ლარსი-ყაზბეგის სასაზღვრო გადასასვლელზე არანაირი “სატრანსპორტო დერეფანი” არც ყოფილა და არც არის, საქართველოსა და რუსეთს აქ ყოველთვის რამდენიმეკილომეტრიანი ნეიტრალური ტერიტორია ყოფდა, სადაც ტრეილერები ვერ დაიკარგება, ამიტომ სამონიტორინგოც არაფერია.

არანაკლებ საინტერესოა, როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში _ ვინ გაუწევს მონიტორინგს რუსეთიდან საზღვაო, საჰაერო, სარკინიგზო და საავტომობილო გზებით მომავალ სამხედრო ტვირთებს, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების უზრუნველსაყოფად არის განკუთვნილი? ვისგან მიიღებს საქართველო ინფორმაციას ტვირთებზე, რომლებიც რუსეთიდან სოხუმის, ოჩამჩირის, გაგრისა და ახალი ათონის საზღვაო ნავსადგურებში ჩადის, ხოლო სატრანსპორტო ავიაციით _ სოხუმისა და გუდაუთის აეროპორტებში?

ან საქართველოში რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით რკინიგზითა (სასაზღვრო გადასასვლელი ბეიუკ-კიასიკი _ სარკინიგზო საკონტროლო-გამშვები პუნქტი “გარდაბანი”) და საავტომობილო გზით (საავტომობილო საკონტროლო-გამშვები პუნქტები: “წითელი ხიდი”, “ვახტანგისი”, “ცოდნა”) შემოსული ტვირთების საქმე როგორღა იქნება? გაუწევს მათ მონიტორინგს შვეიცარიული კომპანია SGS -ი?

გაუწევს მონიტორინგს შვეიცარიული კომპანია SGS -ი “ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის” სარკინიგზო მაგისტრალს, რომელიც მალე შევა ექსპლუატაციაში? თუ განზე გადავდებთ არარენტაბელურობის საკითხს და გავითვალისწინებთ სამხედრო მდგენელს ყარაბაღში ომის შემთხვევაში, ამ ახალი რკინიგზის საშუალებით ქართული დერეფნით რუსეთის ტვირთის ტრანზიტი შესაძლებელია.

საქართველოს საგარეო საქმეთა “აღშფოთებულ” სამინისტროში უდავოდ იციან, რომ რუსეთის მხრიდან თითქმის მზად მყოფი დაღესტნიდან კახეთში მომავალი ავტომაგისტრალი _ ავარო-კახეთის გზა _ ადრე თუ გვიან აუცილებლად გაიხსნება, როგორც ბუნებრივი კატაკლიზმების გახშირების გამო არასაიმედო ყაზბეგი-ზემო ლარსის მონაკვეთის ალტერნატივა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის შემდეგ, 2018 წლის ივლისში, ამ სახიფათო მონაკვეთზე, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას, ექსპლუატაციაში შევა 8,5 მ სიგანის 1,7-კილომეტრიანი დევდორაკის გვირაბი, რომელზეც საქართველოს მთავრობა 20 მილიონ დოლარს ხარჯავს, ეს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალს აქცევს წინანდებურად აქტუალურ საავტომობილო მარშრუტად, რომელიც სომხეთსა და საქართველოს რუსეთთან აკავშირებს, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ გზასთან ერთად, რომლებიც რუსეთის ინტერესებში და საქართველოს სატრანსპორტო დერეფნების სტრატეგიაში შედის.

ასევე, შეუძლებელია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ მოესმინათ რფ-ის მთავრობის თავმჯდომარის _ დიმიტრი მედვედევის ამასწინანდელი განცხადებები ახალი პროექტის _ შავი ზღვის ირგვლივ წრიული ჩქაროსნული მაგისტრალის შესახებ, რომელიც გაივლის თურქეთზე, ბათუმზე, ფოთზე, აფხაზეთსა და ყირიმზე.

არნო ხიდირბეგიშვილი,

საქინფორმისმთავარი რედაქტორი

P.S. მაშ ასე: ქართულ სატრანსპორტო დერეფნებში, დიდი ალბათობით, მალეჩრდილოეთის ქარიდაუბერავს, რაც ხელს აძლევს არა მხოლოდ რუსეთს, სომხეთს, თურქეთსა და ირანს, არამედ საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად ეკონომიკურ მოგებას მოუტანს.

რუსეთის ინიციატივა _ ტრეილერები ტანკების ნაცვლად _ შეამცირებს დაძაბულობას ქართულ და აფხაზურ, ქართულ და ოსურ მხარეებს შორის. ისინი ხომ იძულებული იქნებიან, შესაბამისი სტრუქტურების დონეზე ითანამშრომლონ და პასუხისმგებლობით მოეკიდონ მართლწესრიგის უზრუნველყოფას კონფლიქტის ზონებში, სადაც სატრანსპორტო დერეფანი გაივლის?!

რაც შეეხება პოლიტიკურ მდგენელს, სავარაუდოა, რომ საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის არაღიარება თანდათანობით ახალ რეალიებთან ადაპტირდება, დროებით მეორე პლანზე გადავა და ადგილს დაუთმობს ხელსაყრელ ეკონომიკურ ტრენდს, რომელიც მისცემს სტიმულს ქართულაფხაზური და ქართულოსური ჰუმანიტარული კონტაქტების აღდგენას. ჩიხში შესული პრობლემა, რომელიცწითელ ხაზადგადის საქართველოსა და რუსეთს, საქართველოსა და აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის, რომლებიც დღეს, რუსეთის ყოველმხრივი დახმარებისა და დოტაციების მიუხედავად, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ხასიათის სიძნელეებს განიცდიან, მომავალში შეიძლება თავისთავად მოგვარდეს, მხარეთა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here