Home ახალი ამბები სააკაშვილი: მათ ეშინიათ წალენჯიხის ავტობუსის ეფექტის,რომ არ ჩავიდე რეგიონებში და ხალხი...

სააკაშვილი: მათ ეშინიათ წალენჯიხის ავტობუსის ეფექტის,რომ არ ჩავიდე რეგიონებში და ხალხი არ გამოვიყვანო

1003
უკრაინის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შინაპატიმრობის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში შეაფასა და განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას ე.წ. წალენჯიხის ავტობუსის ეფექტის ეშინია.

მათ ეშინიათ, რომ ვიარო რეგიონებში და ავწიო ხალხი რეგიონებში. მათ ეშინიათ წალენჯიხის ავტობუსის ეფექტის, ასე, რომ გააკეთეს მინიმალური შეზღუდვა, ამაზე მინიმალური შეზღუდვა არ არსებობს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოშიც და უკრაინაშიც ხელისუფლებას ოლიგარქები უნდა ჩამოშორდნენ და ამისთვის ბრძოლას აპირებს.

“ივანიშვილი ეძებდა ნებისმიერ საბაბს, რომ მე საქართველოში არ ჩამოვეშვი და საქართველოს პოლიტიკიდან ჩემი იზოლაცია მოეხდინა, მაგრამ ეს არ გამოვა, რადგან საკმარისი ძალაც მაქვს, ენერგიაც მაქვს და ყველაფერს გავწვდები სინი კი არ გვიყენებენ ბრალს, ჩვენ ვუყენებთ მათ ბრალს. პოროშენკო დღეგამოშვებით რაღაც ახალ სკანდალში და შარშია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ბრძოლა საქართველოშიც და უკრაინაშიც. საქართველოში და უკრაინაში ჩვენ ოლიგარქები უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას. უკრაინაში ისინი ძარცვავენ ყველაფერს, რისი მოპარვაც შეუძლიათ. საქართველოში ივანიშვილმა ხომ ხედავთ რა გააკეთა?! თავისი საამქრო გახსნა ბიტკოინების და უფასოდ ჭრის ამ აფერისტულ ვალუტას და მდიდრდება. თბილისის ცენტრი დაამახინჯა. ეს იმ დროს, როცა მე არაფერი პირადი საკუთრება არ გამაჩნია საქართველოში და თითზე გადასახვევი არ წამომიღია. ამ კაცმა კი დააპრივატა თბილისის ცენტრი, დააპრივატა საქართველოს ენერგეტიკის სექტორი ბიტკოინების საამქროთი. ამ კაცმა დააპრივატა უკვე საქართველოს მთელი ტყეები“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

საქართველოს მესამე ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, კიევის სასამართლომ ღამის 10-დან დილის 7 საათამდე სახლიდან გასვლა აუკრძალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here