მთავარი საქართველო სააკაშვილთან მქონდა შეხვედრა – ზაალ უდუმაშვილი ადასტურებს ნაცმოძრაობის შეთავაზებას

სააკაშვილთან მქონდა შეხვედრა – ზაალ უდუმაშვილი ადასტურებს ნაცმოძრაობის შეთავაზებას

775
გააზიარეთ

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ მიიღო შეთავაზება, კენჭი იყაროს თბილისის მერის არჩევნებში. ამის შესახებ ჟურნალისტებს უდუმაშვილმა კიევიდან დაბრუნების შემდეგ თბილსის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.


„მე სამწუხაროდ ბევრს ვერაფერს გეტყვით, ვადასტურებ, რომ მაქვს შეთავაზება, რომ კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის პოსტზე და მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ ოფიციალურად. ეს შეთავაზება არის „ნაციონალური მოძრაობისგან“. უკრაინაში პარტიის ლიდერებთან მქონდა შეხვედრა და მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

1 COMMENT

  1. კიდევ ერთი “ნაცების” ოხშივარი ზაალ უდუმაშვილი, დიდი ცოდნისა და “ტვინის” პატრონი. მაგას თბილისის მერობა ვერა ქობალიას ეკონომიკის მინისტრობა გონია, მიშას დაუწვა და ჰე, ეგ, სისხლიანი ნაცების კიდევ ერთი ბოყინია.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here