Home ახალი ამბები რჩევები, რომელიც საკუთარი სისხლის ჯგუფის შესახებ, აუცილებლად უნდა იცოდეთ

რჩევები, რომელიც საკუთარი სისხლის ჯგუფის შესახებ, აუცილებლად უნდა იცოდეთ

1606
როცა იცით, რომელი ჯგუფის სისხლი გაქვთ, უკეთესად შეიცნობთ საკუთარ თავსა და ორგანიზმს.

მაშ ასე, გაეცანით სასარგებლო რჩევებს, რომლის მიხედვითაც ცოდნას გაიღრმავებთ.

სასარგებლო პროდუქტები:

პირველი ჯგუფის სისხლი: ხორცი, თევზი და ბოსტნეული. მოერიდეთ რძის პროდუქტებს, გადამუშავებულ საკვებს და დიდი რაოდენობის საკვების მიღებას.

მე-2 ჯგუფის სისხლი: ვეგეტარიანული საკვები, თევზი, ქათამი, იოგურტი. მოერიდეთ ლობიოს, ბარდას, ცხარე პროდუქტებს და ყავას.

მე-3 ჯგუფის სისხლი: რძის პროდუქტები, ცხვრის ხორცი, თევზი, ბოსტნეული და ჩაი. მოერიდეთ ალკოჰოლსა და კონსერვანტებს.

მე-4 ჯგუფის სისხლი: მიირთვით ახალი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები. უარი თქვით შემწვარ საკვებზე, რომელიც გართმევთ ენერგიას.

 პიროვნების ტიპი:

პირველი ჯგუფის სისხლი: პრაქტიკული, ჟინიანი, ყურადღებიანი, მგრძნობიარე.

მე-2 ჯგუფის სისხლი: მგრძნობიარე, ორგანიზებული, ეფექტური, ლიდერი.

მე-3 ჯგუფის სისხლი: მოქნილი, მეგობრული, შედეგზე ორიენტირებული.

მე-4 ჯგუფის სისხლი: რაციონალური, მშვიდი, ძლიერი, თავისუფლად მოაზროვნე.

რეაქცია სტრესზე:

პირველი ჯგუფის სისხლი: შესაძლებელია სერიოზული აფეთქებები, რომელიც მემკვიდრეობით გადადის. რაიმე სასიამოვნოს ვიზუალიზაცია ეხმარება სიმშვიდის აღდგენაში.

მე-2 ჯგუფის სისხლი: მხარდაჭერა ესაჭიროება სტრესისგან გასანთავისუფლებლად. დიდი რაოდენობის სითხე დაეხმარება დამშვიდებაში.

მე-3 ჯგუფის სისხლი: ძირითადად მშვიდია, მაგრამ ხანდახან ვერ აკონტროლებს ემოციებს და გამოდის მდგომარეობიდან. ნელი სუნთქვა დაეხმარება ჰარმონიის დაბრუნებაში.

მე-4 ჯგუფის სისხლი: ძალიან კარგად უმკლავდება სტრესს, ძალიამ ძნელია მისი გამოყვანა წონასწორობიდან. აქტიურობა და ფიზიკური დატვირთვა ეხმარება დაძაბულობის მოხსნაში.

რისკ-ფაქტორი:

რეზუს-ფაქტორი შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. თუ მომავალ დედას რეზუსი უარყოფითი აქვს, მომავალ მამას კი – დადებითი, მაშინ ჩნდება რეზუს-კონფლიქტის საშიშროება, რომელიც იწვევს გართულებებს. სწორი მკურნალობა და პროფილაქტიკის განსაზღვრული ზომები ეხმარება ორსულს ნაყოფის შენარჩუნებაში.

შეთავსება სისხლის ჯგუფის მიხედვით:

მე-4 ჯგუფი უნივერსალურია სისხლის მიღებისას, მაგრამ შეუძლია იყოს დონორი მხოლოდ მე-4 ჯგუფისთვის.

მე-2 ჯგუფს შეუძლია მიიღოს სისხლი მე-2 და პირველისგან, დონორი კი იყოს მე-2 და მე-4 ჯგუფებისთვის.

მე-3 ჯგუფი იღებს სისხლს მე-3 და პირველისგან, დონორი კი შეუძლია იყოს მე-3 და მე-4-სთვის.

პირველი ჯგუფს შეუძლია მიიღოს სისხლი პირველისგან, მაგრამ უნივერსალური დონორია ყველასათვის.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here