Home ახალი ამბები საქართველო რჩევები ექიმისგან

რჩევები ექიმისგან

3392

სეზონური გრიპის ვირუსით ავადობა ჩვეულებრივად იმატებს ზამთრის დასაწყისიდან და გრძელდება 3-4 თვე, წელს სეზონური დაავადებები შედარებით ადრე ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო. ბოლო 3 კვირის განმავლობაში, ლაბორატორიულად დადასტურებული იქნა A გრიპის H1N1 შემთხვევები. 63 შემთხვევიდან 95% H1N1 დაავადება მიმდინარეობს საშუალო სიმძიმით. რისკის ჯგუფი არის 2 წლამდე ბავშვები, ორსულები და ქრონიკული დაავადებების გულსისხლძარღვთა, სასუნთქი, დიაბეტის მქონე პირები, რომლებშიც დაავადება მძიმდება გართულების ხარჯზე. 

კლინიკური სურათი დაახლოებით ერთი და იგივეა. იწყება ტემპერატურის უეცარი მატებით, ხველით, ყელის ტკივილით. გართულებულ შემთხვევაში პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. პნევმონია შეიძლება დაიწყოს დაავადების პირველი საათებიდანვე. ეს ძირითადათ ვირუსული პნევმონიებია ან 3-4 დღის შემდეგ ბაქტერიული მნევმონია. დაავადების პირველი ნიშნებისთანავე რისკ ჯგუფის პირებმა უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს რომელიც განსაზღვრავს ლაბორატორიული გამოკვლევების საჭიროებას და მკურნალობას. მოსახლეობის ძირითად ნაწილს ვირუსული დაავადება გადააქვს ბინის პირობებში სათანადო მკურნალობის ფონზე. აცულიებელია დიდი რაოდენობით სითხისა და ვიტამინების მიღება. გრიპის პროფილაქტიკაში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება პროფილაქტიკურ აცრებს, რომელიც ტარდება ოქტომბრის თვეში, სეზონურად კი მიზან შეწოლილია პირადი ჰიგიენის დაცვა, საზოგადოებრივის თავშეყრის ადგილებთან ნაკლები ქონტაქტი.

კლინიკა რუსთავი
ექიმი მადონა უკლება
პედიატრი, კარდიო რევმატოლოგი, მედიცინის დოქტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here