Home ახალი ამბები მსოფლიო რუსულ ვაქცინა “სპუტნიკ V”-ს უნგრეთი რამდენიმე დღეში მიიღებს, სამხრეთი კორეა კი ვაქცინის...

რუსულ ვაქცინა “სპუტნიკ V”-ს უნგრეთი რამდენიმე დღეში მიიღებს, სამხრეთი კორეა კი ვაქცინის 150 მლნ დოზის წარმოებას იწყებს

480
რუსულ ვაქცინა “სპუტნიკ V”-ს უნგრეთი რამდენიმე დღეში მიიღებს, სამხრეთი კორეა კი ვაქცინის 150 მლნ დოზის წარმოებას იწყებს

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინასპუტნიკ V”-ის პირველ ნიმუშებს უნგრეთი მიმდინარე კვირაში მიიღებს, _ განაცხადა რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა დენის მანტუროვმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოსთან მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ.

შეხვედრის მთავარი თემა იყო რუსეთის მიერ შექმნილი ვაქცინის მიწოდების, აგრეთვე, მისი ერთობლივი წარმოების ორგანიზება უნგრეთში. უნგრეთს სურს, რაც შეიძლება მალე შეისყიდოს რუსული ვაქცინა “სპუტნიკ V”, აგრეთვე, დაიწყოს მისი წარმოება.

ამასთანავე, 13 ნოემბერს ცნობილი შეიქნა, რომ სამხრეთკორეულმა კომპანია CL Alpha-მ ხელშეკრულება გააფორმა რუსეთთან 150 მლნ დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა “სპუტნიკ V”-ის წარმოებაზე.

russian.rt.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here