მთავარი საქართველო რუსული პროპაგანდა საქართველოში – საფრთხე, რომელსაც ყველა ვხედავთ, მაგრამ ვერ ვუპირისპირდებით სათანადოდ…

რუსული პროპაგანდა საქართველოში – საფრთხე, რომელსაც ყველა ვხედავთ, მაგრამ ვერ ვუპირისპირდებით სათანადოდ…

157
გააზიარეთ

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში, სულ უფრო ეფექ­ტი­ა­ნად იყე­ნებს პრო­პა­გან­დას, რო­გორც ია­რაღს. ამ მხრივ არც სა­ქარ­თვე­ლოა გა­მო­ნაკ­ლი­სი. მარ­თა­ლია, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად კრემ­ლის მიერ პრო­პა­გან­დის გა­მო­ყე­ნე­ბა არ არის ახა­ლი მოვ­ლე­ნა, მაგ­რამ მისი ხა­რის­ხი და მას­შტა­ბე­ბი ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სად, რომ­ლებ­მაც და­ი­წყეს პრო­პა­გან­დის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც დრო­უ­ლად უნდა აღი­ა­როს ამ მზარ­დი პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბა და შე­ი­მუ­შა­ოს პრო­პა­გან­დას­თან ბრძო­ლის სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის 2020 წლის ან­გა­რიშ­ში ლა­პა­რა­კია “ჰიბ­რი­დულ საფრ­თხე­ებ­ზე“ და აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის, ე.წ. რბი­ლი ძა­ლის და ფა­რუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ზე გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი “პე­რი­ო­დუ­ლად ცდი­ლო­ბენ ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბას, შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა­სა და რა­დი­კა­ლუ­რი გან­წყო­ბე­ბის ხელ­შე­წყო­ბას“.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ USAID-ის ხელ­შე­წყო­ბით “კო­ა­ლი­ცი­ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის სან­დო­ო­ბი­სათ­ვის“ სხვა­დას­ხვა თე­მებ­ზე ონ­ლა­ინ-დის­კუ­სი­ე­ბის ციკ­ლი გა­მარ­თა. გან­სა­ხილ­ველ თე­მე­ბად შერ­ჩე­უ­ლი იყო ლო­კა­ლურ დო­ნე­ზე არ­სე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და საფრ­თხე­ე­ბი.

მა­რი­ამ წი­წი­კაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს რე­ფორ­მე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის (GRASS) პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი:

“და­ვი­წყოთ იმით, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გან­გა­შოა, ბუ­ნებ­რი­ვია, აფხა­ზეთ­ში რუ­სუ­ლი მე­დი­ის გავ­ლე­ნა, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებს სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცეს. თბი­ლი­სის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და ცდი­ლობს ოკუ­პა­ცი­ის ტრავ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან (მათ შო­რის სა­მეგ­რე­ლო­ში) მცხოვ­რე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­წყო­ბე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას, რაც რო­გორც წესი, მცდარ დი­ლე­მა­ზე პე­და­ლი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა – თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მი­ზან­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლია და რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა რუ­სეთ­თან რუ­სუ­ლი პი­რო­ბე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­შია. რუ­სუ­ლი პი­რო­ბე­ბი კი, სი­ნამ­დვი­ლე­ში, სხვა არა­ფე­რია, თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და პროგ­რე­სის პერ­სპექ­ტი­ვის წარ­თმე­ვა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლომ და­ი­წყოს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი მიდ­გო­მით მუ­შა­ო­ბა, მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც მა­გა­ლი­თად ლი­ე­ტუ­ვა­ში, წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს. კო­ა­ლი­ცია სწო­რედ ამ მიდ­გო­მის მშე­ნებ­ლო­ბა­ში ეც­დე­ბა წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს და რო­გორც რე­გი­ო­ნებ­ში, ასე­ვე ეროვ­ნულ დო­ნე­ზეც ხელი შე­უ­წყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფის ძა­ლის­ხმე­ვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, ერთი მხრივ, რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­სავ­ლე­ნად, ხოლო, მე­ო­რე მხრივ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი იმუ­ნუ­რო­ბის გაზ­რდის­თვის, რაც გრძელ­ვა­დი­ა­ნად უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის იმ ცოდ­ნით აღ­ჭურ­ვას, რაც მათ მავ­ნე აქ­ტო­რე­ბის მხრი­დან წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის­გან და­ი­ცავს”.

ექ­სპერტთა თქმით, გლო­ბა­ლურ სა­კი­თხებ­თან ერ­თად, სა­ზღვრის­პი­რა რე­გი­ო­ნებ­ში დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გავ­რცე­ლე­ბა ხდე­ბა ისეთ სა­კი­თხებ­ში, რო­გო­რიც არის არ­ჩევ­ნე­ბი და ვაქ­ცი­ნა­ცია.

რუ­სუ­ლი ფაბ­რი­კა­ცი­ე­ბი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდ როლს ე.წ. სა­სარ­გებ­ლო იდი­ო­ტე­ბი თა­მა­შო­ბენ. აღ­ნიშ­ნულ ტერ­მინს ლე­ნი­ნი იყე­ნებ­და და ამ­გვა­რად იმ ადა­მი­ა­ნებს მო­იხ­სე­ნი­ებ­და, რომ­ლე­ბიც კო­მუ­ნიზ­მის პრო­პა­გან­დას ეწე­ოდ­ნენ და­სავ­ლეთ­ში. ექ­სპერტთა თქმით, დღეს­დღე­ო­ბით “სა­სარ­გებ­ლო იდი­ო­ტებს“ ის ბლო­გე­რე­ბი, ონ­ლა­ინ­მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბი, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი და ცნო­ბი­ლი პი­რე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ, რომ­ლე­ბიც კრემ­ლის პირ­და­პი­რი დაკ­ვე­თის გა­რე­შე, პი­რა­დი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ავ­რცე­ლე­ბენ პრო­რუ­სულ ნა­რა­ტივს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ წარ­მარ­თოს სტრა­ტე­გი­უ­ლი მუ­შა­ო­ბა და დე­ზინ­ფორ­მა­ტო­რე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად აწარ­მო­ოს აქ­ტი­უ­რი კამ­პა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­კო­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ბრძო­ლას, ექ­სპერ­ტე­ბი ში­შო­ბენ, რომ ამან შე­საძ­ლოა სხვა ტი­პის საფრ­თხე გა­ა­ჩი­ნოს და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კონ­ტექ­სტში ბო­რო­ტად იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.“

და­ვით ჯიშ­კა­რი­ა­ნი, ის­ტო­რი­კო­სი:

“ის­ტო­რი­ის და­მა­ხინ­ჯე­ბა და კონ­ტექ­სტის გა­რე­შე წარ­მოდ­გე­ნა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ი­დან თა­ვის აცი­ლე­ბის უმ­თავ­რე­სი პრე­ვენ­ცი­აა ისიც, რომ ის­ტო­რი­ა­ზე ბევ­რი ვი­ლა­პა­რა­კოთ და დო­კუ­მენ­ტუ­რად და­ვა­დას­ტუ­როთ ის სიც­რუ­ე­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა, რის ჩვენ­თვის თავ­ზე მოხ­ვე­ვა­საც რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და ცდი­ლობს.

ის­ტო­რი­ის და­მა­ხინ­ჯე­ბა მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხია, რად­გან წარ­სუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად მო­მავ­ლის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. სწო­რედ ამას იყე­ნე­ბენ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი… რა თქმა უნდა, მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის დე­ზორ­გა­ნი­ზე­ბას უწყობს ხელს. მათ ქა­ო­ტუ­რო­ბის გან­ცდა უჩ­ნდე­ბათ, ვერ ხე­და­ვენ სა­კუ­თარ მო­მა­ვალს.

ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ფერს აკე­თე­ბენ”.

IDFI -ს კვლე­ვის თა­ნახ­მად, ინ­ფორ­მა­ცი­ით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და მისი გავ­ლე­ნა დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რია.

“ინ­ფორ­მა­ცი­ით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა ფა­რავს სო­ცი­ა­ლურ, ეკო­ნო­მი­კურ, გა­ნათ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სფე­რო­ებს და ამ­გვა­რად­ვე აი­სა­ხე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ულ ჩარ­თუ­ლო­ბა­სა და, ზო­გა­დად, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნდო­ბა­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მი­მართ. მსგავ­სი ტენ­დენ­ცი­ე­ბი ასე­ვე ხელს უწყობს ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში ძა­ლა­დო­ბი­სა და ექ­სტრე­მიზ­მის, ისე­ვე რო­გორც რა­დი­კა­ლუ­რი ნა­რა­ტი­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რაც შემ­დგომ ინაც­ვლებს და აი­სა­ხე­ბა ფი­ზი­კურ სივ­რცე­ში. ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ჰი­პერტრო­ფი­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბე­ბით გავ­რცე­ლე­ბა ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ზე და აზი­ა­ნებს დე­მოკ­რა­ტი­ულ გა­რე­მოს. პოსტ-სი­მარ­თლის კონ­ტექ­სტში ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბა, ბუ­ნებ­რი­ვად, ხელს უშ­ლის შე­სა­ბა­მის პო­ლი­ტი­კა­ზე პლუ­რა­ლიზ­მის პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვით შე­თან­ხმე­ბა­საც.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პო­ლა­რი­ზა­ცია ხში­რად არა მხო­ლოდ აი­სა­ხე­ბა ონ­ლა­ინ­სივ­რცე­ზე, არა­მედ სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც –- იკ­ვე­ბე­ბა და ღრმავ­დე­ბა ონ­ლა­ინ­მე­დი­ა­ში შექ­მნი­ლი ე.წ. ექო/დახ­შუ­ლი სივ­რცე­ე­ბის [echo chambers] სა­შუ­ა­ლე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და დე­ზინ­ფორ­მა­ცია არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ერ­თა­დერთ წყა­როდ, მისი ინ­სტრუ­მენ­ტა­ლი­ზე­ბა რა­დი­კა­ლუ­რი და პო­პუ­ლის­ტუ­რი ძა­ლე­ბის მიერ გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი და და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სის გა­რე­შეა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცი­ე­ბი კი ფრაგ­მენ­ტუ­ლი და შე­და­რე­ბით ნე­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Facebook-ზე დღი­უ­რად ყვე­ლა­ზე მე­ტად გავ­რცე­ლე­ბულ პოს­ტებს შო­რის უფრო მე­ტია მე­მარ­ჯვე­ნე რა­დი­კა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ის მხარ­დამ­ჭე­რი (რო­გო­რი­ცაა ანტი-ვაქ­სე­რუ­ლი ნა­რა­ტი­ვე­ბი), ვიდ­რე და­ნარ­ჩე­ნი სხვა. ამას­თა­ნა­ვე, კვლე­ვე­ბი გვაჩ­ვე­ნებს, რომ არას­წო­რი ან გა­მიზ­ნუ­ლად შეც­დო­მა­ში შემყვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია უფრო მე­ტად ვრცელ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილ­ში, რო­მელ­თა იდე­ო­ლო­გი­უ­რი მი­კუთ­ვნე­ბუ­ლო­ბა შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია მო­ცე­მულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან”, – ვკი­თხუ­ლობთ ან­გა­რიშ­ში.

ავ­ტო­რი: ღვთი­სა­ვარ ან­თა­ძე

https://www.ambebi.ge/
გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here