Home რუბრიკები პოლიტიკა რუსოფობიური სპექტაკლი _ მსოფლიო უწესრიგობა

რუსოფობიური სპექტაკლი _ მსოფლიო უწესრიგობა

5078
კარიკატურა

მსოფლიოს ახალი წესრიგი _ ეს ტერმინი თუ ცნება მეორე მსოფლიო ომის მიწურულს დამკვიდრდა პოლიტოლოგიაში, როდესაც იალტის ანტიჰიტლერული კოალიციის კონფერენციაზე, 1945 წელს, მოკავშირეებმა (სტალინი, ჩერჩილი, რუზველტი) გავლენის სფეროებად დაყვეს და გაინაწილეს პრაქტიკულად მთელი მსოფლიო.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა მალე დაარღვია დასავლეთსა (აშშ) და აღმოსავლეთს (სსრკ) შორის ნომინალური მშვიდობა (როდესაც ფულტონში ე.წ. ცივი ომის დაწყება ამცნო მსოფლიოს, პასუხად კი სტალინმა ე.წ. რკინის ფარდა დაუშვა), მას შემდეგ, თუ არ ჩავთვლით 1962 წლის ე.წ. კარიბის კრიზისს, ეს ახალი წესრიგი, გნებავთ, თამაშის ახალი წესები, ავად თუ კარგად, ოთხ ათეულ წელიწადზე მეტ ხანს მუშაობდა _ ნატოსა (აშშ) და ე.წ. ვარშავის პაქტის ქვეყნებს (სსრკ) შორის “ცივი ომის” ცხელ, მესამე მსოფლიო ომად გადაქცევის საფრთხე, ასე თუ ისე, აცილებულ იქნა. აქედან გამომდინარე, თითქოს პარადოქსია, მაგრამ ფაქტი _ ყველაფერი მაშინ აიშალა, როდესაც სსრკ დაიშალა…

დიახ, ერთი შეხედვით, პარადოქსია, როდესაც ბოროტების იმპერიად შერაცხილი სსრკ-ის დაშლასთან ერთად დასავლეთსა და რუსეთს შორის ბუნებრივად გაქრა ფუნდამენტური იდეოლოგიური შეუთავსებლობა და თითქოს დედამიწაზე იდილიას უნდა დაესადგურებინა, მაგრამ მოხდა პირიქით _ მალე გაირკვა, რომ აშშის მშვიდობის მტრედობა, ჰუმანიზმი, კაცთმოყვარეობა და .. სხვა მრავალი სიკეთე, რომელთა ქადაგებითაც ათეული წლების განმავლობაში ტვინს გვირეცხავდნენ რკინის ფარდის მიღმა არსებულირადიოხმები”, მხოლოდ სსრკის სამხედრო ძალმოსილების შიშით ყოფილა განპირობებული. ამერიკელებმა, ხატოვნად თუ ვიტყვით, კრემლის გუმბათზე საბჭოთა დროშის დაშვებისთანავე დაიწყეს წითელი არმიის მემკვიდრე რუსეთის არმიის დასუსტებაზე ზრუნვა, რაც სსრკ-ის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციის დაშლასაც ნიშნავდა, და არცთუ უშედეგოდ:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კრემლში, ჯერ ლოთი ელცინის “თამადობით”, გაიდარ-ჩუბაისების ლიბერალური, მარიონეტული ხელისუფლება დასვა, რომელმაც, ერთი მხრივ, რუსეთის უმოწყალო ძარცვას მიჰყო ხელი, ხოლო მეორე მხრივ, არმია, რომელიც ოდესღაც შიშის ზარს სცემდა მსოფლიოს, ისე დააჩაჩანაკა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ამერიკული სპეცსამსახურების მიერ აგორებულ სამოქალაქო ომში შამილ ბასაევის ბანდფორმირებებსაც ვეღარ უმკლავდებოდა. ზემოხსენებული მსოფლიოს ახალი წესრიგი, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკის მეგავარსკვლავებმა გასულ საუკუნეში იალტის კონფერენციაზე დაუდეს სათავე, მიუხედავად იდეოლოგიური დაპირისპირებისა და მცირემასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტებისა, დაწერილ თუ დაუწერელ თამაშის წესებს, მხარეთა ურთიერთპატივისცემას გულისხმობდა და, ბირთვულ პარიტეტთან ერთად, ალბათ, ესეც იყო მშვიდობის შენარჩუნების ერთ-ერთი მიზეზი.

ის კი, რასაც ძია სემი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ერთპიროვნულად აკეთებს ან ცდილობს, გააკეთოს, მსოფლიოს ახალი უწესრიგობაა, გნებავთ, ბრძოლა წესების გარეშე.

ამ დოქტრინის (თუ ასე შეიძლება ითქვას) მიხედვით, ლამის მთელ დუნიას (ქუვეითი, ერაყი, ლიბია, იუგოსლავია და ა.შ.) ხომ გადაუარა და გადმოუარა აშშ-მა და არც “მეგობრები” დაინდო _ რომ იტყვიან, ლაჯებში ამოიდო “მოკავშირე” ევროპა. ბრჭყალებში იმიტომ, რომ სსრკ-ში მოკავშირე რესპუბლიკებს უფრო მეტი გასდიოდათ კრემლში, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებს თეთრ სახლში _ ეს მცირე ლირიკული გადახვევა… სერიოზულად კი, როდესაც ძია სემს რუსეთის დაშლა დროის ამბავი და ტექნიკის საქმე ეგონა, სწორედ ამ დროს, ახალი ათასწლეულის დასაწყისში, რუსეთს მხსნელად მოევლინა ვლადიმერ პუტინი; პრეზიდენტი, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო ქვეყანაში აშლილობის ისე ჩაცხრობა, რომ 2007 წელს მიუნხენში მსოფლიოს განუცხადა: რუსეთის, როგორც მსოფლიო გეოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის, გარდაცვალების შესახებ მოარული ხმები სინამდვილეს არ შეეფერებაო. მსოფლიო ლიბერასტთა (წაიკითხე, ბრიუსელ-ვაშინგტონი) ოცნების კრახი საქართველომ მაშინ ირწმუნა, როდესაც მიუნხენიდან, სულ რაღაც, ერთ წელიწადში დასავლეთმა უდიდესი ძალისხმევის შედეგად რუსული ტანკები გორთან ძლივს შეაჩერა; ხოლო იქ, სადაც ვერ შეაჩერეს, დე იურედაც დავკარგეთ დე ფაქტოდ დაკარგული სოხუმ-ცხინვალი, პლუს ახალგორი და კოდორის ხეობა. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონმა პოსტსაბჭოთა სივრცეში მაინც განაგრძო თამაში, თამაშის წესების გარეშე და უკრაინაში ცნობილი მოვლენების დასაწყისში სთხოვა მოსკოვს, რომ იანუკოვიჩს სამხედრო ძალა არ გამოეყვანა მომიტინგეების წინააღმდეგ. სანაცვლოდ ვაშინგტონი პირობას დებდა, რომ არ დაუშვებდა კიევში სახელმწიფო გადატრიალებას. როგორც ვიცით, ვლადიმერ პუტინმა შეასრულა მიცემული პირობა; ბარაკ ობამამ კი, ჟარგონით თუ ვიტყვით, “ნაგლად გადააგდო” რუსის “ვიზავი” და მეტიც _ არათუ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, არამედ კიევის პროამერიკულმა ხელისუფლებამ ომი წამოიწყო დონბას-ლუგანსკში და დაემუქრა ყირიმს. რით დამთავრდა თუ გრძელდება ეს ამბები, ვნახეთ _ 2014 წელს ვლადიმერ პუტინმა ბარაკ ობამას ცხვირწინაახიაყირიმი და სამუდამოდ შეუერთა რუსეთს. შემდეგ იყო 2015 წლის 29 სექტემბერი, როდესაც პუტინმა გაეროს ტრიბუნიდან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ცოდვა შეახსენა დასავლეთს (აშშ-ს) და ფრაზით ახლა მაინც გესმით თუ რა ჩაიდინეთ?” გამოიჯახუნა გაეროს კარი. რუსებმა მეორე დღესვე დაიწყეს სირიაში ისლამისტი ტერორისტების პოზიციების დაბომბვა. და სირია, როგორც სახელმწიფო, გაქრობას გადაურჩა, ხოლო მისი პრეზიდენტი ბაშარ ასადი _ მუამარ კადაფისა და სადამ ჰუსეინის ბედს. კიდევ ბევრის თქმა და გახსენება შეიძლება, რაც ზემოთ მოცემულ კონტექსტში შეიძლება ორგანულად ჩაჯდეს, კონტექსტში, რომელსაც დასავლეთის მიერ გამოუცხადებელი ომი ჰქვია ყველა მიმართულებით _ სპორტული, ინფორმაციული, დიპლომატიური და ა.შ. დიპლომატიურმა უკვე მარაზმის, აბსურდის ფორმა მიიღო. მამა-შვილი მოწამლესო რუსებმა. ეს ბრალდება რომ პროვოკაციაა, დასტურად, სამხილები და გამოძიება კი არა, უბრალო ლოგიკა და საღი აზრიც კმარა _ უკაცრავად, მაგრამ, როგორც ნახმარი პრეზერვატივი არ სჭირდება არავის, ასევე არ სჭირდება გაშიფრული, მით უმეტეს, თავის დროზე დაპატიმრებული და სასჯელმოხდილი ჯაშუში. აქედან გამომდინარე, ყველა ნორმალური ადამიანისთვის ცხადია, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერეზა მეის მიერ ატეხილი ისტერიკა და მოწოდება ევროკავშირის მიმართ: არიქა, სოლიდარობა გამოიჩინეთ და თქვენც გააძევეთ რუსი დიპლომატებიო, კარგად დადგმული პროვოკაციაა, რომლის სცენარიც, დიდი ალბათობით, ვაშინგტონში დაიწერა.

ტერეზა მეი
ტერეზა მეი

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ისედაც არ გვაქვს დიპლომატიური კავშირი და, ამ მხრივ, ისედაც სოლიდარულები ვიყავით ბრიტანეთთან, საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა და იპოვა გასაძევებელი “დიპლომატი”. მართალია, როგორც იტყვიან, ჩყპყ რანგის, მაგრამ მაინც _ საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექციის თანამშრომელი…

ამის გამო სოციალურ ქსელებში გვაღადავებენ და რას აღარ წერენ: ამერიკის პუდელი”; “ქართველები არ იყვნენ, რამდენიმე დღის წინათ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას რომ გვეხვეწებოდნენ?”; “საქართველოში ქართველები აღარ არიან, მხოლოდ ჯორჯიები დარჩნენ”; “უარი ვთქვათ მაგათბორჯომზე”, ღვინოზე და, საერთოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, წავიდნენ და ევროკავშირში გაყიდონ”; “ბევრი ჰალსტუხი გავუგზავნოთ და ა.შ. სოციალური ქსელები და ღადაობა იქით იყოს, მართლა რომ დაგვიწესონ ემბარგო რუსებმა, ევროკავშირი იყიდის ჩვენს პროდუქციას? ან, ფულადი გზავნილები რომ დაგვიბლოკონ, რას ვშვრებით მერე _ ტერეზა მეი გამოგვიგზავნის სტერლინგებს? ან ყველაზე უარესი: რომ მისდგნენ რუსეთში მცხოვრებ არალეგალ ქართველებს და გამოაძევონ, ევროკავშირი მიიღებს ქართველ ლტოლვილებს? ის ევროპა ხომ არა, რომელთანაც ვითომ უვიზო რეჟიმი გვაქვს, მაგრამ ისე არიან ქართველების სტუმრობით “მოხიბლულნი”, რომ აქეთ გვიხდიან ფულს, ოღონდაც აქედან წაეთრიეთო. ამ ელემენტალური რაღაცების ვერდამნახავ ხელისუფლებასა თუ ოპოზიციას რა ეპითეტებით აღარ ამკობენ ქართულ სოციალურ ქსელებში, მაგრამ ისინი, სამწუხაროდ, არც დებილები არიან, არც უუნაროები, იდიოტები და ა.შ.

დიახ, სამწუხაროდ, რადგანაც უარესთან გვაქვს საქმე _ ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება, ოპოზიციისა თუ არასამთავრობო სექტორის, ვინც საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციას უჭერს მხარს, ავადმყოფი კი არა, სრულიად შეგნებული და კარგად მყოფი სამშობლოს მტერია და, რაც დაავალეს და რისთვისაც ფულს უხდიან, იმას აკეთებს. არ ვიცი, მართალია თუ არა, და საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვის კონტექსტში მოსკოვის პროსპექტისთვის სახელის გადარქმევასა და მის ტატუნაშვილის პროსპექტად გადაკეთებას აპირებენო. ამაზე სარკისებურად გვიპასუხებენ რუსები _ ბოლშაია გრუზინსკაიასა და მალენკაია გრუზინსკაიას ქუჩებს სახელებს გადაარქმევენ და შეიძლება ეკონომიკური სანქციებითაც დაგვსაჯონ.

დავით მხეიძე

P.S. “ქართული ოცნებისხელისუფლების პირობებში რუსეთსაქართველოს ოდნავ დამთბარი ურთიერთობა, ზემოხსენებული მოვლენების გამო, საბოლოოდ თუ არ გაფუჭდა, დიდი ხნით მაინც გაიყინა. წინა წერილში მოზდოკსა და ვლადიკავკაზში გახსნილ რუსეთის ახალ, უპრეცედენტოდ ძლიერ სამხედრო ბაზებზე გვქონდა საუბარი, ბაზებზე, რომელთა სტრატეგიული მიმართულება, საჭიროების შემთხვევაში, თბილისი რომ არის, ამის გამოცნობას გენერლობა ნამდვილად არ სჭირდება. “საჭიროების შემთხვევაკი ბოკერიას ჭკუაზე მოარული ხელისუფლების პირობებში, როცა იქნება, დადგება და როგორც, სტანისლავსკის სწავლების მიხედვით, კედელზე დაკიდებული თოფი სპექტაკლის დასრულებამდე, როცა იქნება, გავარდება, ასევეა სტანისლავსკის გარეშეც _ აშშის მიერ დადგმული რუსოფობიური სპექტაკლის მიმდინარეობისას ის ორი სამხედრო ბაზა, როცა იქნება, აუცილებლად დაიქუხებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here