მთავარი პოლიტიკა რუსოფობიური პროპაგანდა საქართველოს განზრახ დაღუპვის ტოლფასია

რუსოფობიური პროპაგანდა საქართველოს განზრახ დაღუპვის ტოლფასია

419
გააზიარეთ
რუსოფობიური პროპაგანდა საქართველოს განზრახ დაღუპვის ტოლფასია

თუ დაკვირვებიხართ, ამ პირტიტველა ღლაპებს, ყოვლად გამოუცდელ და მიმნდობ ახალგაზრდებს, წამდაუწუმ რომ დაატარებენ საზღვარგარეთ, .. გადამზადების კურსებსა თუ სხვა ოფიციალურად გაცხადებული მიზეზით, სინამდვილეში გადაბირების კურსებზე დაჰყავთ, ამზადებენ სხვა ქვეყნის დავალებების უპირობოდ შესასრულებლად _ იბირებენ აგენტებად და ორსამ თვეში ჩამოდიანტვინითგადაჭედილგავსებულები”, სხვადასხვა წოდებით აღჭურვილები და მინისტრობასაც გამოჰკრავენ ხოლმე ხელს ან სხვა თანამდებობაზე ინიშნებიან.

ასე ივსებოდა და დღესაც ივსება მიკრობებივით გავრცელებული არასამთავრობოები “სოროს-კმარას” ჯიშის აგენტურით, რაშიც, სამწუხაროდ, არასამთავრობოებს არც სახელმწიფო სტრუქტურები ჩამორჩება. ასე გადაივსო ქვეყანაფულგადახდილთანამდებობაშეთავაზებულიუცხო ქვეყნის აგენტურით, რომელიც, თავის მხრივ, ერთადერთ მოვალეობად რუსეთის სხვადასხვა ბრუნვაში და სხვადასხვა ვარიაციით ძაგებასა და შეურაცხყოფას მიიჩნევს! მით უმეტეს, რომ მათი ეს პოზიცია გაუთვითცნობიერებელი ადამიანისთვის ლოგიკურ ჯაჭვში ადვილად თავსდება: რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები _ ეს ხომ ყოველ მეორე წინადადებად არის “ნაკურთხი” ჩვენთან. შესაბამისად, ვინც რუსეთს აგინებს, პატრიოტი და ერისკაცია. მერე რა, რომ საქმეში ჩახედული და კომპეტენტური პიროვნებები კარგად შიფრავენ დასავლეთის კაბინეტებში დაგეგმილ და ჩაფიქრებულ ამ მრავალსვლიან კომბინაციას და თავში იცემენ ხელს, რადგან მეზობელი რუსეთის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი მსგავსი დამოკიდებულება საქართველოს გეოპოლიტიკურ ჩიხში შეყვანის საუკეთესო საშუალებაა. აკი დავდივართ 30 წელი ამ მოჯადოებულ წრეზე, მაგრამ ეს სიმართლე ბევრისთვის მიუწვდომელი და გაუგებარია, ბევრისთვის კი _ აპრიორი “რუსული ნარატივი”, რადგან არც ერთი ელექტრონული მედიასაშუალება ამ თემას არ აშუქებს. ამდენი ათწლეულებია, ამ თემას ტაბუ ადევს. ვინც ამ თემაზე ლაპარაკს დააპირებს, რუსეთუმეს, კრემლის აგენტს უწოდებს და ჩასარეცხ მასად მოიხსენიებს ეს თვითონ მართლაც დასავლეთის შტატიანი აგენტურა. ქვეყანაში უცხო ქვეყნის აგენტურის გამოვლენა და დაკავება უშიშროების სამსახურის პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ ცხადია, ეს არ კეთდება, რადგან სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელ ქვეყანაშიმუსიკის დამკვეთისმიერ გადაბირებული აგენტურა ხომწმინდათა წმინდასკატეგორიას მიეკუთვნება და ხელშეუხებელია.

მოკლედ, ბუტაფორიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სახელმწიფო დონეზე მიმდინარეობს ვითომ ევროპული ტიპის დამოუკიდებლობანას თამაში. მას ახლავს, ასევე, ბუტაფორიული ვითომდემოკრატიის თამაში, ლგბტ-ის გაუგებარი უფლებების დაცვის პრიორიტეტულობით, ყველას უფლებების დაცვით, გარდა საქართველოსა და მისი გონიერი ნაწილის უფლებებისა, შესაბამისად, ამ ქვეყანაში კანონს ძალა არ აქვს, კანონი კანონობს შერჩევით, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი საქართველოში არ კანონობს. პლატონის ცნობილი ფრაზა _ “მე ვხედავ იმ სახელმწიფოს მოახლოებულ დაღუპვას, რომელშიც კანონს არ გააჩნია ძალა და ვინმეს ძალაუფლების ქვეშ იმყოფება” _ ჩვენს მდგომარეობაზეა ნათქვამი. საქართველოში კანონი არათუ ვინმეს ძალაუფლების ქვეშაა, არამედ ესვინმექვეყნის გარეთ არის, უცხო ძალას წარმოადგენს (ოღონდ, არა რუსეთს). გამოდის, რომ კანონი ჩვენთან ორმაგად ვერ კანონობს და საქართველოს ჯერ კიდევ არშემდგარი სახელმწიფოებრიობის დაღუპვა დროის ამბავია. არა მხოლოდ სახელმწიფოებრიობა იღუპება, არამედ ქართველობა, როგორც ერი. ეს ისევ და ისევ ახალგაზრდების ამ გადაბირებით და მათი გამოთაყვანებით ხდება. ანტირუსული პროპაგანდა ბევრ ისეთ ელემენტს შეიცავს, რომლებიც ძირს უთხრის მათში რელიგიისადმი, სამხედრო საქმისადმი, ყოველგვარი ტრადიციულისადმი ინტერესსა და ერთგულებას, ყოველივე იმას, რასაც იგივე პლატონი ბავშვების აღზრდის ფუნდამენტურ საფუძვლად მიიჩნევდა. დიდ ფილოსოფოს პლატონს ვიხმობთ იმის საჩვენებლად, რომ ის ფასეულობები, რომლებსაც დღეს უტევენ რუსოფობიული პროპაგანდის გზით, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ყველა დროსა და ქვეყანაში აქტუალურია. ასე რომ, ან ამ მწარე და უმძიმეს რეალობას თვალს გავუსწორებთ და ვაღიარებთ, ან გავაგრძელებთ მოჯადოებულ წრეზე 30-წლიან სიარულს, ოღონდ ნუ დაგავიწყდებათ, რომ წრეზე დავდივართ და არა საქართველოს ნათელი და ბედნიერი მომავლისკენ!

კონსტანტინე ჩიკვილაძე,

იურისტი, ქართულრუსული ურთიერთობების სპეციალისტი

ge.news-front.info

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here