Home ახალი ამბები მსოფლიო რუსი დიპლომატების გაძევება ევროპას გახლეჩით შემოუბრუნდა

რუსი დიპლომატების გაძევება ევროპას გახლეჩით შემოუბრუნდა

2199
დიპლომატები

გერმანული ტელეარხი Welt -ი  გადმოგვცემს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების მხოლოდ არაპირდაპირი სამხილები არსებობს და ამის არავითარი დადასტურება არავის გააჩნია. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ევროკავშირის ზოგიერთმა სახელმწიფომ უარი თქვა რუსეთის დიპლომატიური მისიების მოსამსახურეთა გაძევებაზე.

ტელეეთერში შ. ლიბიხმა, მემარცხენეთა პარტიიდან, განაცხადა, რომ რუსეთის დიპლომატების გაძევება უგნური ნაბიჯია. უწინდებურად არ არსებობს არავითარი სამხილი, რომ  ბრიტანეთში სკრიპალების მოწამვლაში რუსეთის ხელი ურევია.

“გადაწყვეტილება ნაჩქარევად არის მიღებული და არ უპასუხებს პოლიტიკურ კრიტერიუმებს”, _ შენიშნავს მიუტცენიხი, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.

ტელეარხი ასკვნის, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უთუოდ გაახარებს ფაქტი, რომ ევროკავშირის 28 ქვეყნიდან მხოლოდ 16 დაადგა ბრიტანეთის გზას.

“გაძევება უგნურებაა, რადგან მისით გამოწვეულმა რეაქციამ დაგვანახვა, რომ ევროკავშირი გახლეჩილია. მეტიც, უნდა ვივარაუდოთ, რომ მას მოჰყვება კრემლის კარგად გათვლილი და მკაცრი პასუხი”, _ მიიჩნევს Welt -ი .

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ გასულ კვირაში მიღებულმა კანონმა საპასუხო სანქციების შესახებ დაადასტურა, რომ Welt -ის ვარაუდი საფუძვლიანი იყო.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here