Home რუბრიკები პოლიტიკა რუსი და ქართველი კისა ვორობიანინოვები

რუსი და ქართველი კისა ვორობიანინოვები

713
რუსი და ქართველი კისა ვორობიანინოვები

ჩემს ბოლო წერილში გენიალური ილფისა და პეტროვის ენითწავიღადავე”: ვლადიმერ პუტინის მთავარი ოპოზიციური ფიგურა, ალექსეი ნავალნი კი არა, აზროვნების გიგანტი, რუსული დემოკრატიის მამა და იმპერატორთან განსაკუთრებით დაახლოებული კისა ვორობიანინოვიამეთქი. ამ ხუმრობანარევი სიმართლის მთქმელი წერილის შემდეგ გაზეთის მომდევნო ნომერი, რომ იტყვიან, ჩავაგდე, გნებავთ _ ერთკვირიანი ტაიმაუტი ავიღე და შინ თუ გარეთ მოვლენათა განვითარებასჩავუსაფრდი”.

თუმცა, არც მთლად უმოქმედოდ ვყოფილვარ _ ჩემი “ავი მუსაიფი” განვაგრძე “ფეისბუკში”, სადაც რუს და ქართველ ხელისუფალთა შორის პარალელების გავლება ვცადე. პუტინისთვის რუსი “კისა” ერთგვარი ტესტი იყო _ გაუძლებდა დასავლეთის უპრეცედენტოდ თავხედურ ზეწოლას რუსეთის პრეზიდენტი და რუსეთის სასამართლო ალექსეი ნავალნის რეალურად “გასროკავდა” (უკაცრავად ამ ჟარგონისთვის აქაც და ქვემოთაც, თუ დამჭირდება მსგავსი რამ) თუ, როგორც აქამდე არაერთხელ ყოფილა, უკან დაიხევდა და აშშ-ის დაზვერვის აგენტს, იმავე სამშობლოს მოღალატეს, კვლავ არაადეკვატურ სასჯელს აკმარებდა ახალი ჯარიმებისა თუ შინაპატიმრობის სახით. ზემოთ ნავალნის გამო რუსეთზე უპრეცედენტო ზეწოლა აღვნიშნე, რომელიც იმაში გამოიხატა, რომ “კისა ვორობიანინოვის” სასამართლო პროცესს 20 ქვეყნის 24 მაღალი რანგის დიპლომატი ესწრებოდა. ეს კი ნავალნის დემონსტრაციულ მხარდაჭერას და, აქედან გამომდინარე, რუსეთის საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევასაც ნიშნავდა. რომ იტყვიან, ცეცხლზე ნავთი დაასხა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება მოსთხოვა; თანაც ისეთი კატეგორიული ტონით, როგორითაც შტატების გუბერნატორებსაც კი ვერ უბედავენ მიმართვას აშშ-ის პრეზიდენტები და ამიტომ ჯო ბაიდენის ტელეგანცხადება უფროსის უმცროსისადმი ბრძანებას უფრო ჰგავდა, ვიდრე თანასწორის თანასწორისადმი თუნდაც კატეგორიულ, მაგრამ მაინც მიმართვას. ვლადიმერ პუტინმაც ხუთიანზე შეასრულა ლგბტ საზოგადოების მეფის ბრძანება და ალექსეი ნავალნი შესაბამისი ვადით ჩააყუდა ციხეში. უფრო მეტიც, თანამედროვე კისა ვორობიანინოვი დიდი სამამულო ომის ვეტერანის, 94 წლის მოხუცის გაუგონარი შეურაცხყოფის გამო ახალისროკისმოლოდინშია. თამამად შეიძლება თქმა, რომ ზემოხსენებული ტესტი რუსეთის პრეზიდენტმა წარმატებით გაიარა _ ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ დაანახვა ყველას შინ თუ გარეთ, რომ იგი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი და უშიშარი პიროვნებაა. რაც შეეხება ჯო ბაიდენის განცხადებას, ეს განცხადება ნიშნავს, რომ დასავლეთსა (წაიკითხე აშშ) და რუსეთს შორის დე ფაქტო მიმდინარე ცივი ომი აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთს დე იურედაც გამოუცხადა. თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში შესვლისთანავე აშშ-ის ნომერ პირველ მტრად რუსეთი გამოაცხადა, მივიღებთ იმ სამწუხარო მოცემულობას, რომ აშშ-რუსეთს შორის უთიერთობების დათბობა უახლოეს მომავალში პაქტიკულად გამორიცხულია. ეს გამოწვევა, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთმა ღირსეულად მიიღო და, რომ იტყვიან, იქით ესროლა ხელთათმანი… ვლადიმერ პუტინი და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყველა წევრი ერთსულოვანი არიან იმაში, რომ ცივი იქნება ეს ომი, თბილი თუ ცხელი, რუსეთი არ დაექვემდება შანტაჟს _ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მშენებლობის შეჩერება იქნება ეს თუ არაფრის მაქნისი ევროსაბჭოდან გარიცხვის მუქარა.

ევროსაბჭოდან გარიცხვის შესახებ ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა პეტრე ტოლსტოიმ განაცხადა, რომ ეს ორგანიზაცია მხოლოდ რუსეთის კრიტიკით არის დაკავებული. რუსეთს კი მობეზრდა თავის მართლების რეჟიმში ყოფნა და, თუ არ შეწყდება სხვის თვალში ბეწვის ძებნა, როცა საკუთარში დირეს ვერ ხედავენ, ანუ, ორმაგი სტანდარტების გამოყენება, რუსეთი მზად არის, გარიცხვის მუქარის გარეშეც დატოვონ ევროსაბჭოს რიგები.

საიდუმლო არავისთვის არის, რომ აშშ-ის წაქეზება-დახმარებით უკრაინა დონბასსა და ლუგანსკში ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადება და, თუ ეს სისულელე მართლაც ჩაიდინეს უკრაინელმა ბანდერელ-ფაშისტებმა, პუტინის განცხადებით, ეს იქნება უკრაინის დარჩენილი სახელმწიფოებრიობის დასასრულის დასაწყისი. დარჩენილის, რადგან ვლადიმერ პუტინს არაერთხელ განუცხადებია, რომ ყირიმი იყო, არის და იქნება დედა-რუსეთის განუყოფელი ნაწილი და რომ რუსეთი არც დონბასს მიატოვებს. თუ აქამდე რუსი პოლიტიკოსები ცდილობდნენ, უკრაინის მიმართ გამოეყენებინათ სიტყვები: “მოძმე”, “მეგობარი”, “მეზობელიდა სხვა, აშშის სატელიტმა უკრაინის ხელისუფლებამ ახლა იმას მიაღწია, რომ პირველად მას შემდეგ, რაც რუსეთუკრაინას შორის მეტნაკლები ინტენსივობის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, მოსკოვმა კიევს მტრული სახელმწიფო უწოდა. უკრაინის ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქისთვის საგანგაშო განცხადებას უკრაინის “სტრატეგიულმა მოკავშირე” აშშ-მა და ევროპამ რუსეთს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დამადასტურებელი განცხადება-რეზოლუციით უპასუხეს. ნაცნობი სურათია, არა? _ ჩვენი სამთავრობო სტრუქტურებიც ხომ გავსებულია მსგავსი მაკულატურით, რომელიც ისეთი მაღალი ხარისხის (და აქედან გამომდინარე არარბილ) ბლანკებზეა დაბეჭდილ-ბეჭედდასმული, რომ, უკაცრავად, ტუალეტის ქაღალდადაც არ გამოდგება. თორემ წლების განმავლობაში იმდენი ასეთი ბლანკი დაგვიგროვდა, ამ გაჭირვებულ საქართველოში ტუალეტის ქაღალდი მაინც გვექნებოდა თავზესაყრელად.

აქამდე მხოლოდ პუტინის წარმატებით გავლილ ტესტზე და, აქედან გამომდინარე, მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბრეთ და საქართველოზე თითქმის არაფერი გვითქვამს. არადა, ჩვენც გვყავს კისა ვორობიანინოვი ნიკანორ მელიას სახით. რომელიც ვიზუალურადაც ისე ჰგავსრუსეთის დემოკრატიის მამას”, რომ, თუ კარგად არ დააკვირდი, კინოფილმ “12 სკამისერთერთი გმირი _ კისა ვორობიანინოვი გეგონება. კისა, რომლის როლი ბრწყინვალედ განასახიერა შესანიშნავმა რუსმა მსახიობმა სერგეი ფილიპოვმა. ოღონდაც ეგ არის, ვერ გადამიწყვეტია, “იმპერატორ მიშა სააკაშვილთან განსაკუთრებით დაახლოებული აზრების გიგანტი და ქართული დემოკრატიის მამა”, როგორგავტესტო”, სად გავავლო ზემოხსენებულ რუსეთის ამბებთან პარალელი?

როცა წინამდებარე წერილის მონახაზი გავაკეთე, პრემიერი გახარია იყო, ახლა ირაკლი ღარიბაშვილია და, როგორც ხედავთ, მოვლენები ისეთი კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება, რომ, სანამ ეს გაზეთი მკითხველამდე მიაღწევს, ვინ იცის, საქართველოში ვინ გადადგება თუ ვის გადააყენებენ. რისკი კეთილი საქმეაო, ნათქვამია, და მეც გავრისკავ და ტესტირებას ირაკლი ღარიბაშვილს ჩავუტარებ _ იმედია, 3-4 დღეს მაინც იქნება პრემიერი.

მაშ ასე _ დააპატიმრებს გათავხედებულ ნიკანორ მელიას ირაკლი ღარიბაშვილი? ჩემს (და არა მხოლოდ) თვალში გმირი იქნება, მაგრამ, რომ იტყვიან, უკვანტავი საქმე, რატომ გაიხადეს საკვანტავად ქოცებმა და ქართველი კისა ვორობიანინოვის დაპატიმრება მანამდე რატომ არ გადაწყვიტეს, სანამ თავხედური განცხადებებით, ვერ დამიჭერთო, უკაცრავად და, სრულიად საქართველოს თავზე არ დააკუკა? თორემ ქოცები მეტის ღირსნი არიან იმისთვის, რომ დამნაშავე სადისტები თავის დროზე არ დაიჭირეს; თავის დროზე, ანუ 9 წლის განმავლობაში. “9 სისხლიანი წელი”, რომელიც მუდმივ ჯოკერად გაიხადეს ნაცებთან კამათში.

ბატონ ირაკლის გულანთებული, მართლმადიდებელი ქრისტიანის, ეკლესიის დამცველის, ლგბტ პირების მტრის იმიჯი აქვს, განსაკუთრებით ქართველ ე.წ. შემოქმედებით ინტელიგენციაში, ყოველ შემთხვევაში ამ “ნაკლის” გამო ამუნათებენ მიშარასტები დასავლეთში, რომელიც ქოც-ნაცების ბატონია, და მისი იმედი აქვს ნიკანორ (კისა) მელიას, თორემ…

აზრთა სხვადასხვაობა იყო, სისხლი დაიღვრებოდაო… რამდენჯერ მსმენია ამ 20 წლის განმავლობაში ასეთი “ჰუმანიზმი”. ბრჭყალებში იმიტომ, რომ ერთობ სარისკო რამის თქმას ვაპირებ _ დაიღვრება და დაიღვაროს, ბრჭყალებში ჩასმული ჰუმანიზმის გამო ზღვა სისხლი რამდენჯერ დაღვრილა, თანაც უაზროდ?!

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ალალად მოიგო უფროსმა გრეჩიხამ (ლევან გაჩეჩილაძემ), მაგრამ იმ ქარყინვაში იპოდრომზე შეკრებილი 200 ათასი ქართველი აქციის ლიდერებმა არ დაძრეს სააკაშვილის ინაუგურაციის ჩასაშლელად _ სისხლი დაიღვრებაოშედეგად რა მივიღეთ? _ აგვისტოს ომში უაზროდ დაღუპული ასობით ქართველი და 2012 წლამდე სააკაშვილის სადისტური რეჟიმის მიერ ქუჩებში დახვრეტილი, ციხეებში წამებით სულამოხდილი და გაუპატიურებული ახალგაზრდები.

აქედან, რიტორიკული კითხვა _ იმხანად სააკაშვილის ინაუგურაცია რომ ჩაგვეშალა, 2008-12 წლებში დაღვრილ სისხლზე მეტი დაიღვრებოდა? აღარაფერს ვიტყვი 150 დაკარგულ სოფელსა და ათიათასობით ახალ ლტოლვილზე…

ზემოთ, ღარიბაშვილი გმირი იქნება-მეთქი, ახლა ვხვდები, რომ მეტისმეტი მომივიდა…

ნიკანორ მელიას დაჭერა და, საზოგადოდ, ნაცების პოლიტიკური დასამარება, ქოცების ხელისუფლების შენარჩუნება იქნება და არა საქართველოსთვის ჩადენილი გმირობა.

დავით მხეიძე

P.S. ბატონო ირაკლი, მიიხედმოიხედეთ და კარგად დააკვირდით, რა ხდება მსოფლიოში. ანგლოსაქსური .. ლიბერასტი მსოფლიო ებრძვის რუსეთს, ანუ მართლმადიდებლობას და გმირობა, “კისასდაჭერა კი არა, ილია მართლის გზით, ანგლოსაქსი ლიბერასტებისგან საქართველოს გათავისუფლებაა. საქართველოს, ძლიერი მოკავშირე კი არა, ძლიერი მფარველი სჭირდება. ასეთად ილია მართალს მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთი მიაჩდა. ამის დასტურად ათასჯერ მიმიმართავს ილიას ციტირებისთვის, რასაც ახლა პირადად თქვენთვის ათასმეერთედ გავიმეორებ:

რუს და ქართველ ხალხთა ტრადიციული ურთიერთსიყვარული, _ წერდა ილია თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ სერაფიმეს 1898 წელს, _ ჩვენთვის უფროა საჭირო, ვიდრე რუსთათვის, ვინაიდან ამაშია ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი ხსნის ერთადერთი საწინდარი. დიდ, თვალუწვდენელ რუსეთისათვის კი, ქართველის მისდამი სიყვარულის საკითხი შეიძლება იყვეს მხოლოდ ზნეობრივი ხასიათის კეთილშობილური მზრუნველობის საგანი და მოკლებულია ყოველგვარ პრაქტიკულ მნიშვნელობას; ვინაიდან რუსეთი თავისთავად მეტად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არ სჭირდება რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი; ვიმეორებ, ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს სიყვარული დაკავშირებულია ჩვენი ყოფნაარ ყოფნის საკითხთან _ დიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსა და ქართველებისთვის”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here