Home სხვადასხვა დაიჯესტი “რუსთავი 2”-დან გათავისუფლებულია ასამდე თანამშრომელი, სამსახურიდან წასვლას არც გვარამია გამორიცხავს

“რუსთავი 2”-დან გათავისუფლებულია ასამდე თანამშრომელი, სამსახურიდან წასვლას არც გვარამია გამორიცხავს

1091

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -მა რეორგანიზაციის ფარგლებში ასამდე თანამშრომელი გაათავისუფლა. დაიხურა გადაცემები, თანამშრომლებს შეუმცირდათ ხელფასები. სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, კრიზისი კომპანიის ფინანსების რამდენიმეთვიანმა ყადაღამ გამოიწვია.

„რეორგანიზაცია ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია, რამდენიმე თვეა კომპანია ყადაღის რეჟიმშია, არ გვაქვს ხელმისაწვდომობა საბანკო რესურსებთან, შესაბამისად, კრიზისიც მოსალოდნელი იყო. საჭიროა, ხარჯების და შემოსავლების ოპტიმიზაცია, კრიზისის მოსაგვარებლად გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, ვფიქრობთ სხვადასხვა მიმართულებით, მე ვეცდები ბოლომდე, მაგრამ თუ ადამიანი ვერ შველის სიტუაციას, ობიექტური მიზეზებიც რომ იყოს, არ შეიძლება, ბოლომდე იქ იყოს” – განაცხადა „ფორტუნასთან“ საუბარში ნიკა გვარამიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here