Home ახალი ამბები მსოფლიო “რუსეთ-აფრიკის” სამიტის ერთობლივი დეკლარაცია

“რუსეთ-აფრიკის” სამიტის ერთობლივი დეკლარაცია

636
“რუსეთ-აფრიკის” სამიტის ერთობლივი დეკლარაცია

სოჭში გამართულირუსეთაფრიკისსამიტის შემდეგ მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია. დოკუმენტში დასახულია მიზნები და ამოცანები რუსეთისა და აფრიკის თანამშრომლობის გასავითარებლად ყველა მიმართულებით _ პოლიტიკაში, უსაფრთხოებაში, ეკონომიკასა და სამეცნიეროტექნიკურ, კულტურულ ჰუმანიტარულ სფეროებში.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს შემზღუდავ ზომებს დამატებული ცალმხრივი სანქციები ძირს უთხრის გაეროს უშიშროების საბჭოს ზომების ეფექტიანობას.

ხელმომწერები შეთანხმდნენ, თავი შეიკავონ ძალისმიერ მუქარებზე ან მის გამოყენებაზე გაეროს წესდების დარღვევით და დაგმონ ცალმხრივი სამხედრო ჩარევა. აგრეთვე, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აუცილებელია სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დაცვა და ლეგიტიმური მთავრობის დამხობის მიზნით ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის საშინაო საქმეებში ჩარევის დაგმობა.

დოკუმენტში ჩაწერილია შეთანხმება, წინ აღუდგნენ საერთაშორისო სამართლის შეთანხმებების არქიტექტურის დარღვევებს შეიარაღებაზე კონტროლის, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და განიარაღების სფეროებში. მხარეები შეთანხმდნენ, ყველაფერი გააკეთონ, რათა კოსმოსი არ გადაიქცეს კონფრონტაციის არენად და ამისკენ მოუწოდეს სხვა სახელმწიფოებსაც.

ხელმომწერები გამოვიდნენ მსოფლიო ვაჭრობაში პროტექციონიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ და შეთანხმდნენ, რომ “დაუპირისპირდებიან პოლიტიკურ დიქტატსა და სავალუტო შანტაჟს საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში; აღკვეთენ ცალკეული ქვეყნების მისწრაფებას, მიითვისონ განსაკუთრებული უფლება, განსაზღვრონ სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების მიზანშეწონილობა და დასაშვები პარამეტრები; აგრეთვე, თვითონ აიცილონ გლობალური რეჟიმის მოთხოვნების მანიპულაციები არასასურველ ქვეყნებზე ზემოქმედებისა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიზნით”.

გადაწყდა, რომ მოხდეს ძალისხმევის კოორდინაცია და გამოცდილების გაცვლა ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის საკითხებში, აგრეთვე, დაიწყოს თანამშრომლობა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, რადგან ბოროტმოქმედებმა საინფორმაციოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიები შეიძლება დანაშაულებრივი მიზნით გამოიყენონ.

ამას გარდა, რუსეთისა და ეგვიპტის პრეზიდენტების თანდასწრებით ევრაზიის ეკონომიკურმა კომისიამ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აფრიკის კავშირის კომისიასთან, ხოლო რუსეთის მთავრობამ და აფრიკის კავშირმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ურთიერთგაგებისა და ურთიერთთანამშრომლობის საფუძვლების შესახებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here