მთავარი მსოფლიო რუსეთში ქართული ღვინის რეკლამას აღარ გააკეთებენ?

რუსეთში ქართული ღვინის რეკლამას აღარ გააკეთებენ?

829
გააზიარეთ
რუსეთში ქართული ღვინის რეკლამას აღარ გააკეთებენ?

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მოიწონეს კანონპროექტი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში დამზადებული ღვინისა და შამპანურის მასმედიაში რეკლამირების შესახებ. დოკუმენტი მიიღეს მეორე და მესამე მოსმენით.

ამჟამად ნებადართულია რუსეთის ტერიტორიაზე მოყვანილი ყურძნით დამზადებული ღვინისა და შამპანურის რეკლამირება. “რეკლამის შესახებ” კანონში შესწორებები შეიმუშავეს რუსეთის კანონმდებლობის ევრაზიის კავშირის მოთხოვნებთან შესაბამისად.

კანონპროექტს ორი წლის განმავლობაში ამზადებდნენ, შეიტანეს ხუთი შესწორება. მათგან ერთ-ერთი ითვალისწინებს, რომ მეწარმემ ვენახი უნდა გააშენოს ევრაზიის ქვეყნების ტერიტორიაზე და შეძლოს ამის დადასტურება.

ცნობისთვის: ევრაზიის ეკონომიკური კავშირი დაარსდა 2015 წელს. მასში გაერთიანებულნი არიან რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ბელარუსი.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here