Home სხვადასხვა დაიჯესტი რუსეთში პენსიის ინდექსაცია განხორციელდა – საქართველოს ხელისუფლება რატომღაც არ ცნობს ინდექსაციის ცნებას

რუსეთში პენსიის ინდექსაცია განხორციელდა – საქართველოს ხელისუფლება რატომღაც არ ცნობს ინდექსაციის ცნებას

1578
რუსეთის ფედერაციაში წელს, არსებული ინფლაციის პირობებში უკვე მეორედ განხორციელდა პენსიების და სოციალური დახმარებების ინდექსაცია. რუსეთში საარსებო მინიმუმი 7 965 რუბლი ანუ 343 ლარია, ჩვენთან მხოლოდ 168 ლარი, ქართველები ხომ მაინც ამტანი და გამძლე ერი ვართ.

ინდექსაციის ცნება გულისხმობს ინფლაციისგან თავდაცვის მიზნით, ფასების ინდექსის ცვლილების პროპორციულად ვალდებულებით გადასახდელი (პროცენტი, ფიქსირებული დივიდენდი, შრომის ანაზღაურება და სხვ.) თანხის გადაანგარიშება, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ფულადი შემოსავლებისა და დანაზოგების მსყიდველობითი უნარის შენარჩუნებას.

ინდექსაციის ცნებას საქართველოს ხელისუფლება რატომღაც არ ცნობს. დღეისათვის რუსეთის ფედერაციაში, ლარებში გადაანგარიშებით სოციალური პენსია 377 ლარია, სადაზღვეო პენსია- 589 ლარი, 16 წლამდე ასაკის ინვალიდ ბავშვებს და I ჯგუფის ინვალიდებს – 571 ლარი აქვთ, უფრო მეტი ძალოვანი უწყებების პენსიონრებს და ინვალიდებს -1300 ლარი.

საქართველოში პენსიის კატეგორიები დიფერენცირებული არ არის. პენსია, ისევე, როგორც მშშ პირების და ასაკით პენსიონერებისათვის ერთნაირია, 180 ლარი. ჩვენთან  პენსიონერთა რაოდენობა 713 ათასია, რუსეთში ეს ციფრი 42 მილიონზე მეტია.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here