Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთში დამოუკიდებლად მებრძოლი რობოტები შექმნეს

რუსეთში დამოუკიდებლად მებრძოლი რობოტები შექმნეს

164
რუსეთში დამოუკიდებლად მებრძოლი რობოტები შექმნეს

ჩვენ შევქმენით სამხედრო რობოტები ხელოვნური ინტელექტით, რომლებსაც ბრძოლა დამოუკიდებლად შეუძლიათ”, _ განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ.

“დაიწყო მეომარი რობოტების სერიული წარმოება. უკვე არსებობს არა მხოლოდ ექსპერიმენტული ნიმუშები, არამედ რობოტები, რომლებიც შეიძლება ფანტასტიკურ ფილმებში გადაიღონ. ეს ხვალინდელი დღის იარაღია. დიდი სამუშაოები მიმდინარეობს”, _ განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მარათონ “ახალი ცოდნის” მიმდინარეობისას. ახალ საბრძოლო კომპლექს “პერესვეტზე” საუბრისას შოიგუმ გაიხსენა ცნობილი ფილმი “ვარსვლავური ომები”.

“გახსოვთ, ალბათ, 20 წლის წინათ ეს ფანტასტიკა იყო _ ერთმანეთს ლაზერული ხმლებით ებრძოდნენ ფანტასტიკურ ფილმებში. დღეს ეს რეალობაა. და ეს არის კომპლექსები “პერესვეტი”, რომლებიც, ერთი მხრივ, უკვე არის შეიარაღებაში, მეორე მხრივ, მათ არ შეუწყვეტიათ განვითარება. ჩვენ წინ განვითარების კიდევ დიდი ველი გვაქვს”, _ განაცხადა მინისტრმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აპრილში გაავრცელა ინფორმაცია, რომ 20 მეომარი რობოტით დაკომპლექტებული პირველი ქვედანაყოფი მალე შეიქმნება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში.

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here