Home სხვადასხვა დაიჯესტი რუსეთში ამზადებენ ოთხდღიანი სამუშაო კვირის ექსპერიმენტს

რუსეთში ამზადებენ ოთხდღიანი სამუშაო კვირის ექსპერიმენტს

551
რუსეთში ამზადებენ ოთხდღიანი სამუშაო კვირის ექსპერიმენტს

რუსეთის შრომის სამინისტროში განიხილავენ ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღების საკითხს საწარმოებში, რომლებიც შრომის ნაყოფიერების ამაღლების ეროვნულ პროექტში არის ჩართული.

აღნიშნულია, რომ კომპანიების სიაში შესულია გადამამუშავებელი, სოფლის მეურნეობის, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სფეროების, აგრეთვე, სამშენებლო საწარმოები.

ოთხდღიან კვირაზე გადასვლის ზუსტი პარამეტრები ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული.

შემცირების შესახებ საბოლოო დასკვნას მიიღებენ მას შემდეგ, როცა სქემას კომპანიების დიდ რაოდენობაზე გამოცდიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here