მთავარი დაიჯესტი რუსეთს საკმარისი ძალა აქვს აშშ-ის გასანადგურებლად

რუსეთს საკმარისი ძალა აქვს აშშ-ის გასანადგურებლად

2760
გააზიარეთ
დონალდ ტრამპი-ჰილარი კლინტონი

პორტალ The National Interestის ვებგვერდზე გამოქვეყნდა წერილი სათაურითრატომ არიან დემოკრატები რუსეთით შეპყრობილი”, რომლის თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ.

“დემოკრატები და, საერთოდ, ლიბერალური საზოგადოება ამტკიცებდნენ, რომ მტრულ ქვეყანას სურდა, ხელისუფლების სათავეში დაესვა პრეზიდენტი, რომელზეც გავლენა ექნებოდა მოსკოვს. ეს აკვიატებული აზრი მკვეთრი და ზღვარგადასული ხდება, რუსეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის შესახებ კამათი სულ უფრო მწვავდება, რაც, საბოლოო ჯამში, ქმნის შეურიგებლობისა და “დანაშაულში თანამონაწილეობის ატმოსფეროს, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებს გვაგონებს.

ზოგიერთი კომენტარი თავისი უაზრობით გაოცებას იწვევს. ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ პოლიტიკური ანალიტიკოსის, ჯონ ჰაილემანის კომენტარი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის დევინ ნუნესის წინადადებაზე, როცა დევინმა კომიტეტის მიერ მოწონებული მემორანდუმის გამოქვეყნება მოინდომა. მემორანდუმი ეხებოდა ტრამპსა და რუსეთს შორის გარიგების საქმის გამოძიების პროცესში გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ დაშვებულ შესაძლო დარღვევებს.

ჰაილემანი შეეკითხა დემოკრატ სენატორ კრის მერფის: “შეიძლება თუ არა, რომ ჩვენს კომიტეტს, რომელიც კურატორობს დაზვერვის საკითხებს, მართავდეს რუსეთის აგენტი?” ეს მოხდა მაშინ, როცა ჰაილემანმა ეს აბსურდული იდეა მეორედ თქვა ღია ეთერში.

სხვა ლიბერალები ზედმეტად ამძაფრებდნენ საფრთხეებს, რომლებიც აშშ-ის უშიშროებასა და თავისუფლებას შეიძლებოდა დამუქრებოდა. კამპანიის მიმდინარეობისას ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი “პუტინის მარიონეტი” იქნება. მას შემდეგ ბრალდებები უფრო ველური და წამქეზებლური გახდა. 2017 წლის მარტში წარმომადგენელთა პალატის უშიშროების კომიტეტის სესიისას ბონი უოტსონ კოულმანმა რუსეთი დაადაშაულა აშშ-ის წინააღმდეგ დაუფარავი ომის წარმოებაში. “ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაზე ეს თავდასხმა არის ჩვენი ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ მიმართული ომის ფორმა”, _ განაცხადა მან.

კოულმანი ერთადერთი არ იყო, ვინც ეს ჰიპერბოლა გამოიყენა. იმავე თვეში მისმა რამდენიმე კოლეგამ იგივე გაიმეორა. დემოკრატმა დენი ჰეკმა რუსეთის ქმედება პერლ-ჰარბორზე იაპონელების თავდასხმასა და 11 სექტემბრის ტერაქტებს შეადარა, ირწმუნებოდა, რუსეთთის მიმართ შეშფოთება პოლიტიკას არ ეხება, რომ “საქმე გვაქვს პატრიოტიზმთან, იმ გულისგულთან, რომელზეც აგებულია ჩვენი ქვეყანა, ეს კი ღია, თავისუფალი და პატიოსანი არჩევნებია”.

კლინტონის ტრამპზე ან ჰაილემანის ნუნესზე თავდასხმა მეტყველებს: ისტერიკა რუსეთის გამო ეხება მათ რეპუტაციას, ვინც არ იზიარებს მოსაზრებას, რომ რუსეთი ამერიკისა და მისი დემოკრატიული სისტემების ეგზისტენციური საფრთხის შემცველია. ასეთი მაკარტიზმის სამიზნეები არიან არა მხოლოდ ტრამპი და მისი გარემოცვა, არამედ ბევრი პროფესორი და ჟურნალისტი. მათ უწოდებს “მარიონეტებს”, “რუს ტროლებს” და “მეხუთე კოლონას”. ეს ყველაფერი დაიწყო 2016 წლის არჩევნებამდე გაცილებით ადრე, რაც მეტყველებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ისტერიკას და გაავებას იმაზე ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შეთითხნილ კამპანიას.

რომც დავეთანხმოთ იმ დებულებას, თითქოს რუსეთი ჩარეული იყო არჩევნებში, ლიბერალების პასუხი ზედმეტად გაბუქებული ჩანს. უაზრობაა კიბერუშიშროების სისხლიან პერლ-ჰარბორსა და 11 სექტემბრის ტერაქტებთან შედარება. ასეთი შედარება აკნინებს ამ ეპიზოდების ტრაგიკულობას. უფრო მეტიც, იგი არაფრით განსხვავდება იმ ქმედებისგან, რომელსაც შეერთებული შტატები სჩადიოდა ათობით ქვეყანაში, მათ შორის, დემოკრატიულებშიც.

დემოკრატებმა უნდა შეცვალონ თავიანთი ქცევა. მათ, ვისაც გულწრფელად სჯერა თავისი რიტორიკის, უნდა მოთოკონ ვნებები, არ აჰყვნენ ანტირუსულ ისტერიკას. ისინი, ვინც ამ ისტერიკას ცინიკურად იყენებს ტრამპის ადმინისტრაციის დასამარცხებლად, უნდა შეჩერდნენ, დაუფიქრდნენ თავიანთ ქმედებას, რომელიც საფუძველს უყრის მეორე “ცივ ომს” იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც საკმარისი ძალა აქვს ამერიკის გასანადგურებლად.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here