Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთმა ორბიტული სადგურიდან დედამიწაზე ენერგიის გადაცემის სისტემა დააპატენტა

რუსეთმა ორბიტული სადგურიდან დედამიწაზე ენერგიის გადაცემის სისტემა დააპატენტა

2525
რუსეთმა ორბიტული სადგურიდან დედამიწაზე ენერგიის გადაცემის სისტემა დააპატენტა

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის რადიოტექნიკურმა ინსტიტუტმა მოიპოვა პატენტი ენერგიის გადაცემაზე ორბიტული მზის ელექტროსადგურიდან დედამიწაზე, _ აღნიშნულია ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური სამსახურის მონაცემებში.

დოკუმენტის თანახმად, მეცნიერებს სურთ, 300-დან 1000 კმ-ის სიმაღლის ორბიტაზე გაიყვანონ ელექტროსადგური, რომელიც დედამიწაზე არსებულ მიმღებ პუნქტს ელექტროტალღების მეშვეობით გადასცემს ელექტროსადგურის აკუმულატორებში დაგროვებულ ენერგიას. კოსმოსიდან დედამიწის ელექტრომომარაგებას შეუძლია უზრუნველყოს ენერგიის უსადენოდ გადაცემა უშუალოდ მისი მოხმარების ძნელად მისადგომ რაიონებში.

ამერიკელებმა 1971 წელს მოიპოვეს ანალოგიური პატენტი, რომელშიც პირველად იყო ნახსენები მზის კოსმოსური ელექტროსადგურის შექმნის იდეა. იმხანად ელექტროსადგურის განლაგებას ვარაუდობდნენ 36 ათასი კმ სიმაღლის გეოსტაციონარულ ორბიტაზე, რაც საშუალებას მისცემდა სადგურს, დედამიწის ზედაპირის, პრაქტიკულად, ერთი და იმავე ადგილის თავზე ყოფილიყო და უზრუნველეყო ელექტროენერგიის მუდმივი გადაცემა დედამიწაზე, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ენერგიის მიმღები სადგური განლაგებული უნდა იყოს ეკვატორზე. რუსი მეცნიერების იდეით კი, ენერგიის გადაცემა დედამიწის სხვა რეგიონებშიც შეიძლება.

2018 წლის ივლისში ჰოლდინგ “შვაბეს” გენერალური დირექტორის მოადგილე სერგეი პოპოვმა განაცხადა, რომ რუსი მეცნიერები მუშაობენ სარკე-რეტრანსლატორის მქონე ორბიტულ ლაზერზე, რომელსაც შეეძლება მზის ენერგიის გადაცემა დედამიწის იმ ნაწილში, რომელზეც შეუძლებელია ან ძალიან რთულია ელექტროსადგურის აგება.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here