5 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სანქტ–პეტერბურგში შვედეთისა და პოლონეთის საკონსულოების წარმომადგენლები და მოსკოვში გერმანიის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად არიან გამოცხადებულნი, რადგან “ისინი მონაწილეობდნენ 2021 წლის 23 იანვარს ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გამართულ უკანონო აქციებში”. ასეთი მოქმედებები კი მათ სტატუსს არ შეესაბამება.
ზემოაღნიშნულმა დიპლომატებმა უახლოეს ხანში უნდა დატოვონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია.
ria.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ