მთავარი დაიჯესტი რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა

რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა

1047
გააზიარეთ
რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა

რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა. “ნიკოლოზ გამალეიას სახელობის ცენტრის მიერ შემუშავებული პრეპარატი 11 აგვისტოს დავარეგისტრირეთ“, _ განაცხადა რუსეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე ოლეგ გრიდნევმა.

“გამალეიას ცენტრის მიერ შემუშავებული ვაქცინა უკვე დავარეგისტრირეთ. ახლა მიმდინარეობს გამოცდის ბოლო ეტაპი _ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვაქცინა უსაფრთხო უნდა იყოს”, _ განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ ვაქცინას, პირველ რიგში, მიიღებენ მედიცინის მუშაკები და ხანდაზმული ადამიანები. პრეპარატის ეფექტიანობის შეფასება კი მოხდება პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბების შედეგების მიხედვით.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდის მესამე (ბოლო) ფაზას დაახლოებით 5 თვე დასჭირდება.

iz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here