Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთი მსოფლიოს პოლიტიკაში წამყვან პოზიციაზე გავიდა

რუსეთი მსოფლიოს პოლიტიკაში წამყვან პოზიციაზე გავიდა

1508
რუსეთი მსოფლიოს პოლიტიკაში წამყვან პოზიციაზე გავიდა

რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში რამდენიმე დღის წინათ დასრულდა V აღმოსავლური ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდა 8 500 სტუმარი მსოფლიოს 65 ქვეყნიდან. ფორუმის შედეგებმა აჩვენა, რომ რუსეთი გახდა ქვეყანა, რომელიც განსაზღვრავს მსოფლიოს დღის წესრიგს.

ინდოეთი

14,5 მლრდ დოლარის რუსული იარაღის შესყიდვის გახმაურებული კონტრაქტებისა და “როსატომის” მიერ 2040 წლამდე 20 ატომური ელექტროსადგურის აშენების შესახებ შეთანხმების გარდა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის თანდასწრებით ხელმოწერილი დოკუმენტების პაკეტი ბევრი სხვა შეთანხმების რეალიზაციას ითვალისწინებს.

ლაპარაკია რუსულ-ინდური ლოჯისტიკური დერეფნის შექმნაზე ირანისა და პაკისტანის გავლით თანამშრომლობაზე კოსმოსში, შორეულ აღმოსავლეთ-არქტიკის რეგიონში (ამ მიმართულებით ინდოეთმა 1 მლრდ დოლარი გამოყო), თავდაცვის სფეროსა და ნახშირწყალბადის ენერგეტიკაში. და ეს ყველაფერი მოხდება უდოლარო ვაჭრობის პირობებში (რაც, სხვათა შორის, სრულად შეესაბამება ინგლისის ბანკის ხელმძღვანელ მარკ კარნის ინიციატივას დოლარზე, როგორც თანამედროვე მსოფლიოს მთავარ ვალუტაზე, უარის თქმის შესახებ).

ისიც აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მსოფლიოში მოსახლეობის მიხედვით მეორე და ეკონომიკის სიძლიერით მესამე ქვეყნის მმართველი პარტიის ლიდერ ბჰარატია ჯანატას, თავისი ნაციონალისტური განწყობების მიუხედავად, კარგი კონტაქტები აქვს დიდი ბრიტანეთის უმაღლეს წრეებში. ეს კარგად გამოჩნდა ცოტა ხნის წინანდელი ფულის რეფორმის მიმდინარეობისას. დელისა და ლონდონს შორის შეთანხმების რაღაც ფორმის გარეშე ინდური მხარე ასეთ მასშტაბურ კონტრაქტებს ხელს არ მოაწერდა, თანაც “ერთი ზალპით”, რაც ამ ფაქტს დამატებით პოლიტიკურ განზომილებას ანიჭებს.

ეს განზომილება, უწინარესად, მდგომარეობს იმაში, რომ სტრატეგიული და განსაკუთრებით პრივილეგიური ხასიათი”, რომელიც ყოველთვის იყო დამახასიათებელი რუსულინდური ურთიერთობისთვის, ახლა პრინციპულად ახალ დონეზე გადავიდა. და ეს სიგნალია არა მხოლოდ აშშის ან ჩინეთისთვის, არამედ სრულიად მსოფლიოსთვის: რუსეთმა მის წინააღმდეგ კოლექტიური დასავლეთის მიერ გაჩაღებულ 5-წლიანჰიბრიდულ ომსარა მხოლოდ გაუძლო, არამედ, ფაქტობრივად, დაიწყო მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგის შექმნა. ასე რომ, როგორც სახარებაშია ნათქვამი, “ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა”.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუნდაც მხოლოდ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის “კალიბრებიანი” ხომალდების ბაზირების პერსპექტივა ინდოეთის ოკეანის აკვატორიაში “დოლარის იმპერიისთვის” კოშმარია, რომელსაც შეუძლია, ჯვარი დაუსვას გლობალური ეკონომიკის ამჟამინდელ მატრიცას, რომ არაფერი ვთქვათ დანარჩენზე.

იაპონია

2019 წელს აღმოსავლური ეკონომიკური ფორუმის მნიშვნელობით მეორე მოვლენა იყო ამომავალი მზის ქვეყნის პრემიერმინისტრ სინძო აბეს ჩასვლა ვლადივოსტოკში. არსებულ ვითარებაში მისი ვიზიტი შეიძლება შეფასდეს, როგორც ოფიციალური ტოკიოს მიერ დამარცხების ჩუმი აღიარება მოსკოვთან პაექრობაში, და არა როგორც სამხრეთ კურილებზე თევზის გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობის გამო პროტესტის შედეგი. რუსეთის პრეზიდენტმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, როცა ფორუმზე დამსწრე უცხო სახელმწიფოების მეთაურებს მიმართა, აბე ყველაზე ბოლოს ახსენა _ მონღოლეთის პრეზიდენტ ჰალტმაგიინ ბატულგას, ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდისა და მალაიზიის პრემიერმინისტრ მაჰათჰირ მოჰამადის შემდეგ.

რუსეთი მსოფლიოს პოლიტიკაში წამყვან პოზიციაზე გავიდა

და დამატებით: ვლადივოსტოკისკენ მიმავალ გზაზე (ასე დაემთხვა) პუტინი ეწვია ულან-ბატორს, სადაც დაესწრო ხალხინ-გოლის ბრძოლების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს; იმ ბრძოლებისა, რომლებშიც საბჭოთა კავშირისა და მონღოლეთის სამხედრო ნაწილებმა გიორგი ჟუკოვის (მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მარშალი) ხელმძღვანელობით გაანადგურეს იაპონელი აგრესორები.

ერთი წლის წინათ იმავე აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე იაპონიას, მისი თანხმობით და მისივე ინიციატივითაც კი, შესთავაზეს, აშშ-ის კილვატერიდან გამოსულიყო, შეერთებოდა რუსეთსა და ჩინეთს და ამით შეიქმნებოდა “ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის დიდი რგოლი”. ამასთანავე _ ფაქტობრივად, თვით ტოკიოს პირობებით, იაპონიას შესთავაზეს ბერინგის სრუტიდან სამხრეთ წყნარი ოკეანის რეგიონამდე ეკონომიკური და პოლიტიკური სივრცის “გიგანტური კონექტორის” როლი თავისი ლოჯისტიკური ჰაბით კურილის კუნძულებზე.

მაგრამ, როგორც ჩანს, მოხუცის, მისი ცოლისა და ოქროს თევზის ზღაპრის მსგავსად, ტოკიოში გადაწყვიტეს, გადაეხედათ გარიგების დეტალებზე და მოითხოვეს სამხრეთ კურილის დაბრუნება თავიანთ იურისდიქციაში… და ვერაფერს მიაღწიეს.

ახლახან კი სინძო აბემ განაცხადა თავდაპირველ ვარიანტთან დაბრუნების მზადყოფნის შესახებ, მაგრამ ამჯერად პაუზა აიღო რუსეთმა. იაპონიის პრემიერის რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებზე გამოითქვა მზადყოფნა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე აზრთა გაცვლაგამოცვლა მოხდეს აზიაწყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება ჩილეში.

უმაღლეს დონეზე შეხვედრისას პუტინმა განაცხადა “ორმხრივი კავშირის განვითარების სამომავლო ნაბიჯების” შესახებ, რაც, მოსკოვისა და ტოკიოს ამჟამინდელი და წარსული ურთიერთობების გათვალისწინებით, უცნაურია, მაგრამ არანაკლებ უცნაური ჩანდა აზრი რუსეთისა და თურქეთის კავშირის შესახებ, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, რეალობად იქცა…

ჩინეთი

2018 წლისგან განსხვავებით, 2019 წლის აღმოსავლურ ეკონომიკურ ფორუმზე არ იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თითქოს რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობაში რაღაც “უკუქცევა” დაიწყო, უფრო პირიქით _ ამის დასტურია იაპონიის ზღვის თავზე საჰაერო სივრცეში სტრატეგიული ბომბდამშენების ერთობლივი პატრულირება.

2 მლრდ-ზე მეტი შემოსავლის მქონე აგროსამრეწველო კორპორაცია Mengniu Dairy Company Limited-ის ვიცეპრეზიდენტმა ჩჟაო ძენცზიუნმა ასე შეაფასა ვითარება:

“რუსეთსა და ჩინეთს შორის დამატებითი ურთიერთთანამშრომლობა აშკარაა. ჩვენ ამჟამად მხოლოდ ერთობლივად შევძლებთ ყველა საკითხის გადაწყვეტას”. და ეს არ არის ვიღაც ცალკე ბიზნესმენის პირადი აზრი, ეს არის საერთო ხაზი ჩინეთის კომპარტიისა და მთავრობისა, რომელიც იძულებულია, სავაჭრო და საფინანსო ომი აწარმოოს აშშ-თან.

როგორც ჩანს, ამჟამინდელ აღმოსავლურ ეკონომიკურ ფორუმში ჩინეთის ლიდერის მონაწილეობა მიზეზთა გამო მიზანშეუწონლად მიიჩნიეს. ამასთანავე, როგორც სპეციალურად აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2019 წლის 5 სექტემბერს გაზეთ “იზვესტიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, თანამედროვე ჩინეთი “უფროს ძმასავით” არის რუსეთისთვის, ხოლო მასთან ურთიერთობა, რომელმაც მრავალწახნაგოვან პარტნიორობასა და სტრატეგიულ ურთიერთქმედებას მიაღწია, თანაბარუფლებიან და ურთიერთსასარგებლო საფუძველზე იგება.

რუსეთ-ჩინეთის საინვესტიციო ფონდის თანადირექტორის მოადგილის _ ოლეგ ჩიჟის თქმით, დღეისათვის მხოლოდ ამ ფონდმა ჩადო 7 მლრდ-ზე მეტი ინვესტიცია 35 ერთობლივ პროექტში. ყოველ შემთხვევაში ვლადივოსტოკში გამართულ რუსეთის სახელმწიფო საბჭოს თათბირზე სპეციალურად განიხილეს შორეული აღმოსავლეთისა და არქტიკის რეგიონის ტერიტორიის განვითარების საკითხები, მათ შორის, უცხოური ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მიზიდვის ზომები.

მალაიზია

მალაიზიის 94 წლის პრემიერმინისტრის, მაჰათჰირ მოჰამადის, ვლადივოსტოკში ჩასვლა 2019 წლის ეკონომიკური ფორუმის მთავარ სენსაციად იქცა. გასაგებია, რომ რუსეთში სამუშაო ვიზიტით ჩასვლაზე, იქიდან კი _ იაპონიაში, მას რაღაც საგანგებო გარემოებებმა უბიძგა. თუმცა, 15-წლიანი “პენსიის” შემდეგ, 2018 წელს დიდ პოლიტიკაში დაბრუნება ადამიანისა, რომელიც 1981-2003 წლებში შეუცვლელად ხელმძღვანელობდა მალაიზიის მთავრობას, საგანგებო მდგომარეობაა.

როგორც ცნობილია, ბრიტანეთის ყოფილი კოლონია მალაიზია, რომელმაც სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი 1963 წელს მოიპოვა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს კომპანია Malaysian Airlines-ის “ბოინგ 777”-ის კატასტროფის გამოძიებაში. ეს ავიალაინერი, რომელიც რეის MN-17-ით ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, 2014 წლის 17 ივლისს დონბასის თავზე ჩამოაგდეს, მაჰათჰირ მოჰამადი კი ყოველთვის გამოთქვამდა ეჭვს ამ კატასტროფის “დასავლური” ვერსიის მიმართ, რომლის თანახმადაც თვითმფრინავი “პრორუსულმა სეპარატისტებმა” ჩამოაგდეს რუსეთის მიერ მიცემული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს “ბუკით”.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან, ფაქტობრივად, დეზავუირება მოახდინა სტატუსისა თავისი ქვეყნის, როგორც საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის სრულუფლებიანი მონაწილისა ამ საქმეში, როცა განაცხადა, რომ მალაიზიის წარმომადგენლები თავიდანვე იყვნენ ჩამოცილებულნი ამ ჯგუფის მუშაობას და გამოძიების შედეგები მიზნად ისახავდა არა კატასტროფის ჭეშმარიტი მიზეზების დადგენას, არამედ იმის დამტკიცებას, რომ ამ კატასტროფაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, ამიტომ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებული სანქციები გამართლებულია.

თუ მალაიზიის მხარეს, ამჟამინდელი პრემიერმინისტრის სახით, აქვს ამ მოსაზრების დამამტკიცებელი აუცილებელი სამხილები, მაშინ მათი გამომზეურება ნამდვილი “ბომბი” იქნება. გასაგებია, თანამედროვე მსოფლიოს ეს ფინანსურ-ეკონომიკურ სტაბილურობას არ შეჰმატებს, მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი პოლიტიკოსებიდან, რომლებიც ამ მოვლენასთან იყვნენ დაკავშირებულნი, დღეს ხელისუფლებაში არიან მხოლოდ ანგელა მერკელი და სინძო აბე

ამას მშვენივრად ხვდება ისეთი გამოცდილი და ავტორიტეტული ლიდერი, როგორიც მაჰათჰირ მოჰამადია, ამიტომ შეუძლებელია, არ ეძებდეს ასეთი სპეციფიკური “აქტივის” რეალიზაციის ოპტიმალურ ვარიანტს და მისი საქციელი ეკონომიკური ფორუმის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, რომელიც მან ნაადრევად დატოვა, შეიძლება ზემოხსენებული გარემოებებით აიხსნას.

მონღოლეთი

მონღოლეთს, ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად, ამერიკელები დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ, როგორც პოტენციურ პლაცდარმს თავიანთი ზემოქმედების პროექციისთვის ერთდროულად რუსეთსა და ჩინეთზე და უზარმაზარ ძალისხმევას იჩენდნენ იქ ფეხის მოსაკიდებლად, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ის წარმატებები, რომლებსაც მათ მიაღწიეს, სრულიად ნიველირებულია, რაც აუცილებლად აისახება ავღანეთში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის პერსპექტივაზე.

ამრიგად, 2019 წლის აღმოსავლურმა ეკონომიკურმა ფორუმმა ნათლად წარმოაჩინა რუსეთის მზარდი გავლენა არა მხოლოდ აზიაწყნარი ოკეანის რეგიონში, არამედ სრულიად მსოფლიოში, განამტკიცა უკვე მიღწეული წარმატებები და ქვეყანას გაუხსნა სამხედროპოლიტიკური, ფინანსურეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here