Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთი ეხმარება სერბეთსა და სირიას კორონავირუსთან ბრძოლაში

რუსეთი ეხმარება სერბეთსა და სირიას კორონავირუსთან ბრძოლაში

1419
რუსეთი ეხმარება სერბეთსა და სირიას კორონავირუსთან ბრძოლაში

სირიამ თხოვნით მიმართა რუსეთს, მოამარაგოს ის კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებელი მოწყობილობებით, აგრეთვე, დამცავი კოსტიუმებით. ანალოგიური თხოვნით რუსეთს მიმართა სერბეთმაც, რომელსაც რუსეთმა უკვე გაუგზავნა თავისი სპეციალისტები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სერბეთში გაიგზავნა სამხედრო ექიმები, აგრეთვე, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის სპეციალისტები. ისინი მუშაობენ სერბეთის რამდენიმე ქალაქში _ პირველ დღეებში უკვე შემოწმებულია 200-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. რუსი სამხედრო ექიმებისა და სერბი კოლეგების შეფასებით, ყველაზე ცუდი ვითარებაა ქალაქ ვალევოში, სადაც ბევრი ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული. ამასთანავე, სპეციალისტები ბელგრადში განაგრძობენ სერბეთის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის შენობისა და ონკოლოგიისა და რადიოლოგიის ინსტიტუტის დეზინფექციას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here