მთავარი მსოფლიო რუსეთი და ჩინეთი კავკასიაში ერთობლივ სამხედრო სწავლებას გამართავენ

რუსეთი და ჩინეთი კავკასიაში ერთობლივ სამხედრო სწავლებას გამართავენ

301
გააზიარეთ
რუსეთი და ჩინეთი კავკასიაში ერთობლივ სამხედრო სწავლებას გამართავენ

რუსეთი და ჩინეთი სხვა ქვეყნებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას სწავლებაკავკასია-2020”-ში, რომელიც სექტემბრის ბოლოს გაიმართება. როგორც CBS News წერს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწავლებისთვის შერჩეულ დროს, რადგან მსოფლიო, უკვე რამდენიმე თვეა, ებრძვის კორონავირუსს, ჩინეთში კი, რამდენიმე კვირაა, ვირუსის ახალი შემთხვევა არ აღრიცხულა.

ჩინეთი და რუსეთი მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ სწავლება “კავკასია-2020”-ში, რომელიც რუსეთის სამხრეთში გაიმართება სექტემბრის ბოლოს. სწავლებაში ასევე ჩაერთვებიან სომხეთის, ბელარუსის, ირანის, მიანმის, პაკისტანისა და სხვა ქვეყნების სამხედროები. სწავლების მონაწილეები ყურადღებას გაამახვილებენ თავდაცვის ტაქტიკაზე, გარემოცვაზე, ბრძოლის ველის კონტროლსა და ოპერაციების ხელმძღვანელობაზე. ეს სწავლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთისა და ჩინეთისთვის. მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, ჩინეთში კი, რამდენიმე კვირაა, არ აღრიცხულა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა.

ჩინეთმა და რუსეთმა 20 წლის წინათ მოილაპარაკეს პარტნიორობაზე და მას შემდეგ თანამშრომლობენ _ განსაკუთრებით სამხედრო და დიპლომატიურ საკითხებში. ეს, ძირითადად, მიმართულია აშშ-ის გავლენის გავრცელების წინააღმდეგ. ეს ორი ქვეყანა ხშირად ატარებს სამხედრო სწავლებას და მხარს უჭერს ერთმანეთს გაეროში.

მიუხედავად იმისა, რომ სწავლება კარგახნის წინათ დაიგეგმა, ის მტრულ ატმოსფეროში ჩაივლის, რადგან სულ უფრო მატულობს დაპირისპირება, ერთი მხრივ, აშშ-ს და მეორე მხრივ, რუსეთსა და ჩინეთს შორის.

სწავლებაში მონაწილეობა უნდა მიეღო ინდოეთსაც, მაგრამ ბოლო მომენტში თქვა უარი, რადგან სადავო ტერიტორიის გამო უთანხმოება შეექმნა ჩინეთთან.

Russian.rt.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here