მთავარი მსოფლიო რუსეთი და უკრაინა ბუნებრივი აირის ტრანზიტზე თანხმდებიან

რუსეთი და უკრაინა ბუნებრივი აირის ტრანზიტზე თანხმდებიან

345
გააზიარეთ
რუსეთი და უკრაინა ბუნებრივი აირის ტრანზიტზე თანხმდებიან

ყინული დაიძრა, როცა უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ უარი თქვა რუსოფობიაზე და ქვეყნისთვის სასარგებლო და პრაგმატული მიდგომა აირჩია.

ბრიუსელში გაიმართა სამმხრივი მოლაპარაკება უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუსეთის, უკრაინისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. ყველა მხარემ ხაზი გაუსვა მოლაპარაკების პროგრესულობას და საუბრების კონსტრუქციულ ხასიათს, აგრეთვე, პოზიტიურ ატმოსფეროს. მოსკოვმა განაცხადა, რომ მზად არის, ითანამშრომლოს უკრაინასთან ევროპის კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ არ გამორიცხა, რომ სათადარიგო ვარიანტად შეიძლება დროებით გამოიყენონ ბუნებრივი აირის ტრანზიტის მოქმედი შეთანხმება. თავიანთი მხრიდან კიევის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ შეთანხმებას აუცილებლად მიაღწევენ.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა მიუთითა, რომ “…თუ 2020 წლის 1 იანვრისთვის უკრაინის კანონმდებლობაში იმპლემენტირებული იქნება ევროპის კანონმდებლობა, ჩვენ მზად ვიქნებით, ვიმუშაოთ ევროპის კანონმდებლობის შესაბამისად. თუ ვერ მოესწრება, მოქმედ კონტრაქტს გავაგრძელებთ ცოტა ხნით”. წინა დღით უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა განაცხადა, რომ ქმნის გაზის ტრანსპორტირების ცალკე კომპანიას. ამას მოითხოვს ევროპის კანონმდებლობა.

“მხარეებმა მაქსიმალურად უნდა იმოძრაონ ერთმანეთისკენ, ჩვენ გამოვრიცხავთ შემთხვევას, რომ კონტრაქტს ხელი არ მოეწეროს”, _ თქვა უკრაინის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ალექსეი ორჟელმა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here