მთავარი პოლიტიკა რუსეთი გვინდობს და არ ცდილობს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას, თუმცა საამისო მიზეზი არაერთხელ...

რუსეთი გვინდობს და არ ცდილობს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას, თუმცა საამისო მიზეზი არაერთხელ მივეცით

784
გააზიარეთ
რუსეთი გვინდობს და არ ცდილობს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას, თუმცა საამისო მიზეზი არაერთხელ მივეცით

წინასაარჩევნოდ გრძელდება ამომრჩევლისა და ჩრდილოელი მეზობლის ნერვებზე თამაში. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რა დავარქვა იმ ისტერიკას, რომელიც კონკრეტულად შიდა ქართლში ხდება და რატომ ჰგონია ხელისუფლებას, რომ რუსეთს მოთმინების ძაფი არ გაუწყდება. ის, რომ რუსეთს იწვევენ, ისე აშკარაა, რომ აქამდე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, ახლა კი ყველაფერი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, უკანალისკენ წავიდა. მოდი, ქრონოლოგიურად მივყვეთ.

სოფელ ატოცთან გადმოწეული საზღვრის სანახავად ჯერ რიგითი მოქალაქეები ჩავიდნენ, შემდეგ _ არასამთავრობო სექტორი, მერე _ პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. სხვათა შორის, ქალბატონ სალომეს ატოცში, რუსი ჯარისკაცების ნაცვლად “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები დახვდნენ და “უნამუსო ჩათლაშკა” უძახეს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: ზურაბიშვილის თანმხლებნი გულში მჯიღს იცემდნენ და რუსეთის ბაზებისკენ ხელებს შლიდნენ, ზურაბიშვილს საზღვრის პირობითი ზოლიც გადააკვეთინეს, _ აქაოდა, ნახეთ, ჩვენი კანდიდატი რა გამბედავიაო, მაგრამ, როცა სააკაშვილის ბიბლიოთეკის პიარმენეჯერმა ლანა ღვინჯილიამ სალომეს თავზე “დაახურა”, გამბედაობა სადღაც გაქრა და ისინი, უბრალოდ, გაიძურწნენ.

აი, ამ ყველაფრის კულმინაცია სასაზღვრო ზოლთან “გირჩის” წარმომადგენელთა ჩასვლა იყო. კი არსებობდა ეჭვი, რომ თრიაქით ოფიციალურად გაბრუებულიგირჩელებირაიმე დიდ სისულელეს ჩაიდენდნენ, მაგრამ, თუ ასეგამოუკანალდებოდნენ”, ნამდვილად არავის ეგონა. მოკლედ, მივიდნენგირჩის” “ვაჟკაცებისაზღვართან, ჩაიხადეს შარვლები და რუს ჯარისკაცებს შიშველი უკანალები მიუშვირეს. პერფომანსად მონათლულმა ამ პროვოკაციამ ისეთი აღფრთოვანება გამოიწვიაგირჩისმხარდამჭერებში, რომ ენაგადმოგდებულებმა და დუჟმორეულებმა ტაშიც დასცხეს, ხელებიც იქნიეს რუსების მხარეს დაშარვალჩახდილებიდაუბრუნდნენ დედაქალაქს.

ეს ყველაფერი არ არის. პარალელურად სოციალურ ქსელებსა თუ ტელევიზიებში ტრიალებს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი, პრაქტიკულად, აღიარებს, რომ 2008 წელს ომი თვითონ დაიწყო, ამასვე აღიარებს “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაიაც, რომელიც მაშინ სააკაშვილის წინააღმდეგ იბრძოდა და აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე იყო, ახლა კი სააკაშვილის გუნდის წევრია. ანუ, ცალკე “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, სალომე ზურაბიშვილს დაუმტკიცოს, რომ მის მიერ დაწერილი წიგნი ჰააგაში რუსებს მტკიცებულებად აქვთ ომის დაწყების თაობაზე, და ცალკე “ქართული ოცნება” ცდილობს, ომის დაწყებაში სააკაშვილი დაადანაშაულოს.

რა გამოდის?! წინასაარჩევნოდ, მეორე ტურში გადასული კანდიდატები იმაზე კი არ ზრუნავენ, მოსახლეობას თავიანთი საარჩევნო პროგრამა გააცნონ _ აუხსნან ამომრჩეველს, რის გაკეთებას აპირებენ და როგორ, არამედ იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომელს უფრო ეზიზღება რუსეთი. რატომღაც ორივე კანდიდატს ჰგონია, რომ, თუ რუსეთს უარყოფით კონტექსტში ახსენებს, ამით რეიტინგი მოემატება, რეალურად კი…

ატოცში გამართულიპერფომანსისშემდეგგირჩისწევრებს საქართველოს მოსახლეობის თითქმის ასმა პროცენტმა დედა აგინა. შარვალჩახდილი და უკანალგადმოგდებული კაცების ნახვამ ყველა გააღიზიანა. ეგ კი არა, ვინც მანამდე ტაში დაუკრა, იმათაც გაკიცხვა დაიწყეს: ეს რა წესია, ასე როგორ შეიძლებაო. “გირჩმაყველაფერი საინტერესოდ ახსნა: ჩახდილი უკანალი თავისუფლების სიმბოლოა, როცა შოტლანდიელები ინგლისელებს ებრძოდნენ, მაშინ უჩვენებდნენ უკანალსო.

ჯერ ერთი, შოტლანდიელების ეროვნული სამოსი კილტია და ბრძოლის დროს შეიძლება ისე აფრიალდეს, უკანალი კი არა, ყველაფერი გამოჩნდეს; მეორეც _ ეს ყველაფერი ერთ მხატვრულ ფილმშია ნაჩვენები და ისტორიული წყაროებით არ მტკიცდება; მესამეც _ როგორ წარმოგიდგენიათ, მაგალითად, დიდგორის ბრძოლის წინ ქართველ მეომრებს რომ იგივე გაეკეთებინათ, რა მოხდებოდა და როგორ შევიდოდით ისტორიაში?!

"შარვალჩახდილები"
“შარვალჩახდილები”

პარალელურად, კანდიდატები ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან, ვინ გაემიჯნება ბოლომდე რუსეთს და, რაც მთავარია, ამის ფონზე პირობას დებენ, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. რა გამოდის? პრეზიდენტობის კანდიდატები გვპირდებიან, ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთო და მხარეს, რომელსაც უნდა ელაპარაკონ ამ ტერიტორიებზე, კიცხავენ, აგინებენ და ყველა მისასვლელ გზას საკუთარი ხელით იჭრიან. არის ეს თუ არა მორიგი და მთავარი ტყუილი დაპირებებში? თუ ვალდებულება აქვს ორივე მხარეს აღებული ევროპასა და ამერიკასთან, რომ წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში რუსეთს აგინოს, რათა მათი მხარდაჭერა ჰქონდეთ?!

აგერ, ამერიკამ ვინმე როს უილსონი გამოუშვა საქართველოში, _ დროებითი ელჩი იქნება, მერე სხვას დაგინიშნავთო. ნახევარ წელზე მეტია, ელჩი არ ჰყავთ ოფიციალურად დანიშნული, რაც პირდაპირ მიუთითებს არასერიოზულ დამოკიდებულებაზე. ან რისთვის სჭირდებათ?! ორ თვეში ერთხელ რომელიმე მაღალჩინოსანი ჩადის ამერიკაში და ისე უპატაკებს ხოლმე ამერიკულ მხარეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, თქვენი მოწონებული. იქიდანაც ახალი დირექტივებით დატვირთულები ჩამოდიან და ელჩის მოვალეობა სხვა კი არაფერია?! ასე რომ, ელჩობაც შევითავსეთ და ამერიკულ მხარეს კოჭს ვუგორებთ: ოღონდ თქვენ არ გაბრაზდეთ, ოკეანის გაღმიდან წამოსული გრანტები არ შეამციროთ და ყველაფერს ვაკადრებთო.

არადა, ყველა თანხმდება, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთთან დიალოგის გარეშე გამორიცხულია. ჰოდა, კაცს რომ აგინებ და მერე ეუბნები, სალაპარაკოდ დამიჯექიო, როგორ განწყობაზე იქნება?! თუ რუსეთის სულგრძელობის იმედი გვაქვს და იმისიც, რომ გვაპატიებს და უკანალგადმოგდებულ ხალხს არ გაგვიხსენებს?! იქნებ ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ რუსეთთან მისასვლელი ყველა ხიდი დავწვათ, რადგან ამერიკასა და ევროპას სწორედ იმის ეშინია, რომ ერთ მშვენიერ დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარმა ქართულმა და რუსულმა მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიონ და ხომ ჩაფლავდა მერე რუსეთის მტრად გამოცხადების საუკუნის გეგმა?!

ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლება ან ოპოზიცია ამას ვერ ხვდება, მაგრამ სირაქლემის პოზა აქვთ მიღებული (სირაქლემაც დაახლოებით ისეთ პოზაშია, როგორშიც “გირჩის” აქტივისტები იყვნენ საზღვარზე) და არ სურთ, აღიარონ, რომ ამერიკასა თუ ევროპას ბოლომდე ემონებიან. სტრატეგიული პარტნიორის სახელის საფარქვეშ “პარტნიორები” საქართველოს, უბრალოდ, წირავენ და არ აინტერესებთ, ათი თუ ოცი წლის შემდეგ ამ ტერიტორიაზე ვინ და როგორ იცხოვრებს. მათთვის მთავარი სწორედ ტერიტორიაა და არა ხალხი; ის ხალხი, რომელიც შიმშილით სულს ღაფავს, და რომელსაც აჯერებენ, რომ ამის ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) მიზეზი სწორედ რუსეთია; ის რუსეთი, რომელიც საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს დღემდე კვებავს, ინახავს, სამშობლოში ფულს აგზავნინებს იმის მიუხედავად, რომ დილიდან დილამდე ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს რუსეთის ლანძღვაში ეჯიბრებიან.

ადრეც არაერთხელ ვახსენე და ახლაც გავიმეორებ: არ გაინტერესებთ ხალხის რეალური განწყობა? იქნებ ჩაგვეტარებინა რეფერენდუმი და დაგვესვა ერთადერთი კითხვა: უნდა ესაუბროს თუ არა ქართული მხარე რუსეთს? მაგრამ ამ რეფერენდუმს არავინ ჩაატარებს, რადგან არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ დადებითი პასუხი 90%-ს ასცდება და შემდეგ ხელისუფლება ვეღარ იტყვის, _ სალაპარაკოდ არ წავალო. ხმამაღალი განცხადებებით ხელისუფლება თუ ოპოზიცია ხალხის რეალურ ნებას ნიღბავს და ევროპასა თუ ამერიკას აჩვენებს, რომ ერი რუსეთთან მოლაპარაკების წინააღმდეგია. ეს იმ პირობებში, როცა იმავე ევროპამ და ამერიკამ ჩვენზე უკეთ იციან აქაური განწყობები და ამიტომ პერიოდულად, მეზობლის ლანძღვის გარდა, პროვოკაციულ ქმედებებსაც გვაიძულებენ, იქნებ ჩრდილოელი მეზობლის მოთმინების ძაფი გაწყდეს და ახალი კონფლიქტი დაიწყოს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, საქართველოში გამოსაგზავნი წყლითა და პამპერსებით სავსე გემი ევროპის რომელიმე ქალაქის პორტში, კარგა ხანია, დგას.

ზამთარი მოდის და, როგორც წესი, ასეთ დროს ევროპა რუსეთის მისამართით კრიტიკულ განცხადებებს ამცირებს, რადგან ბებერი კონტინენტი სწორედ რუსული ბუნებრივი აირით თბება და, გაბრაზებულმა რუსეთმა გაზი რომ გადაკეტოს, ევროპელებს გადარჩენის პრობლემა შეექმნებათ. სამაგიეროდ, ჩვენ არ ვნებდებით და ზამთარ-ზაფხულ ვცდილობთ რუსეთის გაღიზიანებას; ვცდილობთ, პროვოკაციაზე წამოვაგოთ და მერე ერთმანეთს დავაბრალოთ: არა, შენ უფრო ადრე დაიწყე ომი, არა _ შენო. ხომ ფაქტია, რომ რუსეთი გვინდობს და არ ცდილობს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას, თუმცა საამისო მიზეზი არაერთხელ მივეცით. თუნდაც ბოლო გამოხდომა რად ღირდა, რომელიც ხელისუფლებიდან არავინ დაგმო, მხოლოდ ხალხმა, რიგითმა ადამიანებმა გააპროტესტეს, მაგრამ, რიგითებს არავინ რომ აღარ უსმენს, ესეც ფაქტია.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here