Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის საგარეო უწყება: ყურადღებას იპყრობს პროპაგანდისტული აქცია, რომელიც მოწყობილია ვაშინგტონის, ლონდონისა და...

რუსეთის საგარეო უწყება: ყურადღებას იპყრობს პროპაგანდისტული აქცია, რომელიც მოწყობილია ვაშინგტონის, ლონდონისა და თბილისის მიერ

3356
რუსეთის საგარეო უწყება: ყურადღებას იპყრობს პროპაგანდისტული აქცია, რომელიც მოწყობილია ვაშინგტონის, ლონდონისა და თბილისის მიერ

ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტმა განაცხადა:

“საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და რიგი ევროპული ქვეყნების რუსეთის მისამართით ბრალდებებზე, ფართომასშტაბიანი კიბერშეტევების შესახებ ქართულ ინტერნეტგვერდებზე, სერვერებსა და საოპერაციო სისტემებზე, გვინდა აღვნიშნოთ შემდეგი: აშკარაა დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული გამოგონილი ინფორმაციის გავრცელება. არავითარი მტკიცებულება რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან საქართველოს ელექტრონულ ქსელებში დამაზიანებელი საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ არ არსებობს და არც შეიძლება იყოს. ყურადღებას იპყრობს სინქრონიზებული პროპაგანდისტული აქცია, რომელიც მოწყობილია ვაშინგტონის, ლონდონის, თბილისისა და სხვათა მიერ. ოთხი თვე დასჭირდა რუსეთის ინციდენტში მონაწილეობის დადგენას, რომელიც თითქოსდა, გასული წლის 28 ოქტომბერს მოხდა. ყველა ბრალდება კვლავაც წამოსულია highly likely-ის ფარგლებში. სამწუხაროა, რომ საქართველოში არ სურთ, უარის თქმა რუსეთის დემონიზაციის ხაზზე, გასული წლის კრიზისიდან გაკვეთილის სწავლა. ეს ყველაფერი დამატებით ჩრდილს აყენებს ისედაც არამარტივ ურთიერთობებს. კვლავინდებურად დარწმუნებულები ვართ, არსებული უთანხმოებების გადალახვა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება უპასუხებს ქართველი და რუსი ხალხის ძირეულ ინტერესებს. გვესმის, რომ არსებობენ ძალები, რომლებსაც ეს სრულიად არ აძლევთ ხელს”, _ აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here