მთავარი მსოფლიო რუსეთის პრემიერმინისტრი: სამოკავშირეო სახელმწიფო დაფუძნებული იქნება რუსეთისა და ბელარუსის თავისუფლებაზე

რუსეთის პრემიერმინისტრი: სამოკავშირეო სახელმწიფო დაფუძნებული იქნება რუსეთისა და ბელარუსის თავისუფლებაზე

449
გააზიარეთ
რუსეთის პრემიერმინისტრი: სამოკავშირეო სახელმწიფო დაფუძნებული იქნება რუსეთისა და ბელარუსის თავისუფლებაზე

რუსეთის პრემიერმინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა 3 სექტემბერს მინსკში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მოსკოვმა და მინსკმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს მომავალი სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის გზაზე.

“ბევრ საკითხში გვაქვს პროგრესი, მათ შორის, სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხში, რომელიც დაფუძნებული იქნება ჩვენი სახელმწიფოების აბსოლუტურად დამოუკიდებელ პოზიციებზე”, _ განაცხადა მიშუსტინმა. მისი თქმით, მხარეებს განზრახული აქვთ, შეთანხმდნენ სამოკავშირეო სახელმწიფოს მინისტრთა საბჭოს შექმნაზე. ამჟამად კი განიხილავენ შეზღუდვების მოხსნას ვაჭრობაში, თანამშრომლობის გაფართოებას მრეწველობის, კულტურისა და სპორტის სფეროებში.

2 სექტემბერს მოსკოვში გაიმართა რუსეთისა და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრების _ სერგეი ლავროვისა და ვლადიმერ მაკეის შეხვედრა, რომელზეც იმსჯელეს პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრის წინ, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა გაიმართოს.

P.S. გავრცელებული ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს 14 სექტემბერს მოსკოვში შეხვდება.

Vesti.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here