Home რუბრიკები საზოგადოება რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ ნეოკონებს დამამშვიდებელი აბები გამოუწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ ნეოკონებს დამამშვიდებელი აბები გამოუწერა

3011
ამერიკა-რუსეთი

დაილაპარაკე, რათა დაგინახო” _ ეს ფრაზა დასავლური ფილოსოფიის მთავარი თემების ფუძემდებელს, პოლიტიკური და მორალური ფილოსოფიის მამას _ სოკრატეს ეკუთვნის, რომელსაც იგი იყენებდა მორალური კონცეფციების შეფასებისას. სწორედ სოკრატეს ამ მეთოდით უნდა შეაფასოს ქართველმა საზოგადოებამ მედასავლეთე პოლიტიკოსები.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი თითქმის ყველა სატელევიზიო არხზე აქტიურად განიხილავს ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობის საკითხს, _ თუ მას ეს ქვეყანა უყვარს, დროა, ჩრდილოვანი მმართველობიდან გამოვიდეს და კენჭი იყაროსო. “ეს კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა”, _ აღნიშნავს ექსპერტი, რადგან პარაზიტების გენერაცია ხელისუფლებაში ბიძინამ მოახდინა და პასუხისმგებლობაც მას ეკისრებაო. ხუხაშვილი ივანიშვილის ავტორიტეტის გადარჩენას ცდილობს და ამბობს, რომ ზოგიერთი პროექტი, რომლებიც წარმატებული არ აღმოჩნდა, მასთან არ იყო შეთანხმებული.

რას მოუტანს ივანიშვილის პრეზიდენტობა საქართველოს? რატომ ფიქრობენ ადამიანები, რომ, თუ კაცს ფული აქვს, ის პოლიტიკურადაც აზროვნებს, ხალხზეც იზრუნებს და ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს? არადა, სწორედ ფინანსების დაკარგვის შიშმა უბიძგა ივანიშვილს, საქართველო ლიბერასტი იდეოლოგების საჯლიგინო არენად ექცია. ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აღიარა, რომ რჩევებს დავით უსუფაშვილისგან იღებს. ეს ის ანტიქართველია, რომლის შესახებ ცხონებული გურამ შარაძე თავის დროზე გვაფრთხილებდა: სოროსი აფინანსებსო. ხოლო კახეთში, უსუფაშვილის მშობლიურ სოფელ მაღაროში, სუფრასთან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ხსენებაზე, როგორც ეშმაკეულის შემთხვევაში, ჯერ პირჯვარს იწერენ, შემდეგ _ მას ვინც უსუფაშვილი ახსენა, ჯარიმას ასმევენ. რა რჩევები უნდა მიეღო ბიძინას ამ არსებისაგან?!

საზოგადოებას ბიძინას მიერ მიმობნეულ “მარგალიტებს” შევახსენებ _ ჟურნალისტის შეკითხვებზე მის პასუხებს:

“_ რომელი პარტია შეიძლება იყოს “ქართული ოცნების” ალტერნატივა?

_ რესპუბლიკელები დათავისუფალი დემოკრატები”.

_ რომ გამოჩნდეს სხვა ალტერნატივა ტერიტორიების დაბრუნების, როგორ მოიქცეოდით?

_ არ უნდა გამოჩნდეს, ჩვენ ნატოსა და ევროკავშირში უნდა შევიდეთ”.

ერთი პატივცემული ჟურნალისტისგან მოვისმინე: ბიძინას გარეშე საქართველო დაიღუპება, მისი კრიტიკა ნაცების წისქვილზე ასხამს წყალსო. საკითხავია: ვის წისქვილზე ასხამდა წყალს ბიძინა, როცა პატრიარქის კრიტიკა დასაშვებად მიიჩნია, რითაც მართლმადიდებლობის მტრებს, ურწმუნო ლიბერასტებსა და ქვეყანაში მოქმედ მეხუთე კოლონას მწვანე აუნთო? საქართველოს, უბიძინობა კი არა, ზნეობის, მართლმადიდებლობის უარყოფა დაღუპავს. რაც ათასი ჯურის გადამთიელმა ვერ დააკლო ქართულ ტრადიციებსა და კულტურას, ივანიშვილის მიერ შერჩეულმა და ამერიკულ ლაბორატორიებში გამოყვანილმა ფაროსანებმა მოუთავეს ხელი ნაც-ქოცური ლიბერასტული იდეოლოგიით. ეროვნება და მამის სახელწართმეული ქართველი გზააბნეულ მოგზაურს დაემსგავსა, რომელსაც სახლისკენ გზა ვერ გაუგნია. არ გამოვრიცხავ, რომ ქართული მიწა-წყლის გამყიდველი მანქურთები ჩვენს წინაპართა საფლავებსაც შეესევიან და სააკაშვილის დაწყებული პროექტი განახორციელონ: ევროკავშირის ქვეყნებში საფლავებით სარგებლობენ განსაზღვრული წლების განმავლობაში გადახდილი თანხის შესაბამისად. გურამ შარაძის ინფორმაციით, აკაკი წერეთლის შვილი, ხელოვნების მოღვაწე _ ალექსი წერეთელი საფრანგეთში, სენტ-უენის სასაფლაოზე დაკრძალეს დედის გვერდით. სასაფლაოს საფასური 30 წლით იყო გადახდილი. 1981 წელს საფლავი გააუქმეს და მის ადგილზე სხვა დაკრძალეს.

ამ ხელისუფლებას არ აინტერესებს მის მიერ განხორციელებული პოლიტიკა სად მიიყვანს ქვეყანას, მათთვის მთავარია, თბილ სავარძლებში ჩადოთ უკანალი. რაც უნდა შემოგვთავაზოს ამერიკამ, უნდა ვიცოდეთ, სტრატეგიული მოკავშირე კი არა, მტერია, რომელიც მხოლოდ თავისი მიზნების განხორციელებას ესწრაფვის. არ შეიძლება ტაშს ვუკრავდეთ მის პოლიტიკას. საგანგაშოა, როცა საზოგადოება მონური ფსიქოლოგიით იღებს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ კადრებს, რადგან სახელისუფლო წრისთვის, აგრეთვე, ივანიშვილისთვისაც საქართველოს ტერიტორია არის ბიზნესგარემო, ფულის საკეთებელი არენა. ჩვენ ვართ იმ სივრცის ნაწილი, რომელშიც ახალგაზრდები ღიად, აგრესიულად უპირისპირდებიან ერთმანეთს და ხელისუფლება გულგრილად უყურებს ტოტალიზატორებისა და კაზინოების მომრავლებას. ჰომოსექსუალიზმისა და ნარკოტიკების პროპაგანდით ახალგაზრდების წინააღმდეგ დაწყებულია ცისფერი ტერორი. თბილისის მერმა კახა კალაძემ დანიშვნისთანავე შეტევა განახორციელა წიგნზე და განათლების სისტემაზე _ ბიბლიოთეკების რაოდენობის შემცირება 36-დან 15-მდე ახალგაზრდების ფიზიკური და სულიერი დეგრადაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და სატანისტების ხელწერაა, რადგან ახალგაზრდები მობილურ ტელეფონებს, სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტში მკვლელ თამაშებს მიაჯაჭვეს. განათლების სისტემაში მართლმადიდებლური და ეროვნული იდეოლოგიის უგულებელყოფამ გამოიღო ის შედეგი, რომ მე-7 კლასის სახელმძღვანელოში შეტანილია მასალა, რომლითაც წებოსა და აცეტონის შესუნთქვით სიამოვნების რეკლამირება ხდება. სკოლის სახელმძღვანელოს შედგენაც კი ფულის გაკეთების საშუალებად აქციეს. 6 თებერვლის დადგენილებით, საქართველო აფინანსებს უცხოელი სტუდენტების სწავლას, რაც შეთქმულებაა საქართველოს, ქართველი ახალგაზრდების წინააღმდეგ. 2014 წლიდან დღემდე 10 000-მდე ქართველი სტუდენტი გამოყარეს უმაღლესი სასწავლებლებიდან თანხის გადაუხდელობის გამო. “ამას ქართველი იკადრებს? – არა!” _ ამაყად და თავდაჯერებით გვარწმუნებდა დიდი მუხრანი იმ გადმოსახედიდან, როცა ქართულ საქართველოში ქართველები ქართველობდნენ, კაცი კაცობდა და ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ სქესი და სექსი ერთმანეთში აერეოდათ. 15 წლის წინათ გერმანიაც აფინანსებდა უცხოელებს, მაგრამ გერმანელთა მოთხოვნის შემდეგ ახლა თვითონ გერმანელები ფინანსდებიან სახელმწიფოსგან. ჩანს, უცხოელთა დაფინანსება ევროინტეგრაციით ნაკისრი ვალდებულებაა, რომელიც ერისა და სახელმწიფოს ინტერესებს არ შეესაბამება, მაგრამ ლიბერალებს სამშობლოს სიყვარული ჩამორჩენილობად მიაჩნიათ. თავშესაფრიდან ძაღლის გამოყვანა კეთილშობილური საქციელია, მაგრამ ძაღლები ფაშისტ, ჰიტლერის თანაგუნდელ _ ჰერმან გერინგსაც უყვარდა.

ერთმა ახალგაზრდამ ქალაქის მერთან შეხვედრა ითხოვა და წერილით მიმართა, წერდა: “ჰაერივით მჭირდება სამსახური, იმედი მაქვს ჩემს ქართულ ოცნებას საქართველოში ავისრულებ და, ჩემი თანატოლების მსგავსად, სახლ-კარს არ გამაყიდინებთ და უცხოეთში არ გადავიხვეწები”. წერილის პასუხად ახალგაზრდას რაღაც დებულებაზე მიუთითეს. ნაცვლად იმისა, რომ ახალგაზრდებს ეროვნული გრძნობა გავუღვივოთ და პატრიოტული თეზა “არ გავცვლი ჩემსა სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა” გზამკვლევად დავუსახოთ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასული სიუჟეტი “შინ – უცხოეთში” გვიამბობს ახალგაზრდა ქალბატონზე, რომელიც ჩეხეთში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. ეს პირდაპირი მოწოდებაა ახალგაზრდებისთვის: “დატოვე საქართველო”! საჯარო სამსახურებში ახალგაზრდებს გასაუბრების საფუძველზე 2 თვით იღებენ, ამ ვადის გასვლის შემდეგ მათი მომავალი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რაც მათ ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება. მოქალაქეებს ხელშეკრულებით იღებენ კერძო სტრუქტურებში, სადაც ხშირად კაბალურ პირობებს სთავაზობენ საარსებო საშუალებებს მოკლებულ ადამიანებს. ერთ მაგალითს მოვიყვან: კერძო სტრუქტურის მფლობელი 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს სამუშაოს მაძიებელს ყოველთვიური 1000 ლარის ანაზღაურებით, მაგრამ ხელშეკრულების დარღვევის და სამსახურის დატოვების შემთხვევაში 5000 ლარი უნდა გადაუხადოს მესაკუთრეს. ეს ნიშნავს, რომ, თუ კაბალურ პირობებში მუშაობას დათანხმდება, მაგრამ მომავალში საკუთარი თავის უკეთ რეალიზების საშუალება მიეცა, მხოლოდ 5000 ლარის გადახდის შემთხვევაში შეეძლება სამსახურის დატოვება. აი ასეთი ფსიქოლოგიური ნაღმია ჩადებული ხელშეკრულებაში და ხელისუფლებამ კერძო მეწარმეებს ამის უფლება არ უნდა მისცეს. ამ საკითხზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ვესაუბრე, განმიმარტეს, რომ მესაკუთრეს შეუძლია ჩაწეროს ხელშეკრულებაში ის, რასაც მოისურვებს. ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით, ტელევიზია კერძოა და, რაც უნდა, იმ სიუჟეტს გაუშვებს; ბანკი კერძოა და თავად იღებს გადაწყვეტილებას, გადაახდევინოს თუ არა მოქალაქეს დამატებითი მომსახურების გადასახადი; კერძო ბიზნესის მფლობელი, როგორიც უნდა, ისეთ ხელშეკრულებას შეადგენს. საკითხავია მაშინ: რას აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები და რისთვის იღებენ უზარმაზარ ხელფასებს? შეიძლება ამ გაღატაკებულ ქვეყანაში საარსებო მინიმუმზე 150-ჯერ მეტი ხელფასი ჰქონდეს გაურკვეველი იდეოლოგიის მქონე დავით საგანელიძეს? თუ 180 ლარი საკმარისად მიაჩნია ხელისუფლებას ადამიანის საარსებოდ, ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუნიშნონ ამის ხუთმაგი ოდენობა, რომელიც მხოლოდ მინიმუმის ზრდის შემთხვევაში გაიზრდება პროპორციული თანაფარდობის სისტემით. ამ ხელფასით სამშობლოს ის მოემსახურება, ვისაც მასზე გული შესტკივა, ბიუჯეტის ვირთხები კი თანამდებობებს დატოვებენ.

გაუთავებლად საუბარობენ გაურკვეველი პროექტების განხორციელებაზე, რომელთა საფუძველზეც ხელფასებს იმატებენ მაღალჩინოსნები, ხოლო “ეკონომიკურ სასწაულად” წოდებულ პროექტს – მტკნარი წყლის ინდუსტრიის მშენებლობას _ ხელს უშლიან. ამ პროექტის განხორციელებით შეიქმნება სამუშაო ადგილები და თითოეული მოქალაქე მატერიალური ფასეულობების მფლობელი იქნება. ეს პროექტი ივანიშვილმა მოიწონა, მაგრამ განხორციელებისგან თავი შეიკავა, რადგან ხელისუფლებაში მყოფ ზვიგენებს სურთ, ხალხის კუთვნილი სიმდიდრე თვითონ გაინაწილონ. თუ ეს ასე არ არის და მართლა უყვარს საქართველო, ბიძინა ივანიშვილმა ამ პროექტის განხორციელება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს.

როცა დამშეული მოქალაქე ქვეყნიდან გარბის, ქვეყნის ხელისუფლებას უნდა რცხვენოდეს, მაგრამ ამისთვის კაცური და ეროვნული ღირსება უნდა ჰქონდეს, რომელსაც უდავოდ მოკლებულნი არიან. სამაგიეროდ, ჩვენ, რიგით მოქალაქეებს, გვრცხვენია, ქვეყნის სათავეში ასეთი არსებები რომ სხედან. საქართველოს სისხლიანი ქარტეხილებით გულდათუთქული დიდი ტიციანი მოთქვამდა: “ამდენი ძვლები რად დამიგროვეთ?..” მე კი ვეკითხები ამ ხელისუფლებას: ამდენი ზიზღი რად დამიგროვეთ?

ერთმა ჩემმა თანამოაზრემ შემომჩივლა: ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ნაცებისადმი სიძულვილი დამავიწყაო.

საქართველოში მძიმე სოციალურ ფონს ერთვის “ღია კარის” პოლიტიკა. აქ თავი გამოიჩინა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პროექტით: “მეტი უცხოელი ნაბიჭვარი საქართველოში”. ამ დამსახურებისთვის მისი პერსონა პრეზიდენტობის კანდიდატადაც განიხილება, რადგან ყველაფერს ისე შეასრულებს, როგორც ამერიკის ელჩი ისურვებს. გარდა იმისა, რომ ჩინური და არაბული სოფლები შენდება, მცხეთაში, სვეტიცხოვლის მახლობლად, ებრაელმა ბიზნესმენმა 9500 კვ. მიწის ნაკვეთი შეისყიდა ებრაული კომერციული ქალაქის ასაშენებლად. ეს ხდება მაშინ, როცა ქართველ მომლოცველებს შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი ფორმით ისრაელის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევენ. ხელისუფლების ამ პოლიტიკამ საქართველოს გენოფონდიც შეცვალა. “ობიექტივის” ეთერიდან ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს: “თებერვალში საქართველოში ჩატარდა ნიჭისა და სილამაზის კონკურსები _ “თქვენი სახე-2018” და “მისტერ შარმი”. ორივეგან გამარჯვებული და საქართველოს სახე გახდა თურქი ეროვნების 2 ახალგაზრდა”.

სადამდე მიგვიყვანს ეს პოლიტიკა? იქამდე, სანამ უფროსი თაობა, ანუ ძველგაზრდები, რომლებსაც ისტორია ახსოვთ და ეროვნულ ფასეულობებს იცავენ, გაღმამარილზეარ გავლენ? ახალგაზრდებიშინუცხოეთშიწავლენ, ხოლო საქართველო, დავით გურამიშვილისა არ იყოს, დარჩებათურქთა, ლეკთა, დიდოს”? ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, რომ უქართველებო საქართველოში ხელისუფლების სათავეში ყოფნა უფრო ადვილიაო. ის, რაც დღეს საქართველოს სჭირს, ამერიკის ბინძური პოლიტიკის შედეგია. ის კი არ არის გასაოცარი, რომ ამერიკა კულუარულად აღიარებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას, _ აღნიშნავს რუსეთში აშშ-ის საელჩოს ყოფილი თანამშრომელი გიორგი კბილცეცხლაშვილი, _ არამედ ის, რომ საქართველოში ამერიკას დღემდე მეგობარ და პარტნიორ ქვეყნად მიიჩნევენ. საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს, რომ ჩვენი ქვეყანა დასავლეთს მხოლოდ თავისი ინტერესების გასატარებლად სჭირდება და ბიოლოგიურ, ზომბირებულ მასად არ უნდა ვიქცეთ, რომელსაც მხოლოდ მოხმარებული და მოსახმარი საქონლის ღირებულება აქვს”.

გადავავლოთ თვალი სხვა ქვეყნებს, რომლებშიც ამერიკამ “დემოკრატია დაამყარა”. ლიბიის მაგალითიც საკმარისია: კომუნიზმში ცხოვრობდნენ _ ელექტროენერგია უფასოდ ეძლეოდათ, ქვეყანას საგარეო ვალი არ ჰქონდა. ლიბიის უბედურების მიზეზი ბუნებრივი აირისა და ნავთობის უმდიდრესი საბადოები შეიქნა. დასავლეთმა კაციჭამიებს მუამარ კადაფი წამებით მოაკვლევინა და დღეს ლიბიის ნავთობსაბადოების გამგებლები ამერიკელი და ევროპელიდემოკრატებიარიან, ხოლო ლიბიელები შიმშილითა და ავადმყოფობით იხოცებიან.

თუ გვინდა, საქართველომ იარსებოს, პოლიტიკა რადიკალურად უნდა შეიცვალოს. ადა მარშანია ქართველებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს, მაგრამ განსხვავებული იდეოლოგიის წარმომადგენლებს არავინ დაუთმობს არც მედიას და არც პოლიტიკურ სივრცეს. განსხვავებული იდეოლოგიისა და პოლიტიკის გამო დღესაც ებრძვიან სტალინს, რომელმაც თანასწორობაზე დაფუძნებული სახელმწიფო შექმნა, რომელშიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ადამიანი არ არსებობდა _ ყველას გარანტირებული ჰქონდა სამუშაო, უფასო განათლება და ჯანდაცვა, ხოლო უცხოეთში 200-ზე მეტი დასახელების პროდუქცია გადიოდა. დასავლეთს უკიდურესი სიძულვილი ამოძრავებს სტალინის მიმართ და, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს, სტალინის პიროვნებას რკინის ფარდა ჩამოაფაროს, მოაზროვნე ადამიანებს ის მაინც ახსოვთ და პატივს სცემენ, დასავლეთში მასზე წიგნებიც იბეჭდება. სტალინის პიროვნებას სრულიად მიესადაგება რომის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის გამონათქვამი: “კეთილს იქმოდე და ავკაცის სახელი გერქვას _ არის ამაში რაღაც მეფური”.

სსრკის აღდგენის შიშით შეპყრობილი ამერიკელი კანიბალები დაუსრულებლად საუბრობენ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და მსოფლიოზე ბატონობის სურვილით, სამხედრო ბაზები თითქმის ყველა ქვეყანაში აქვთ განლაგებული. აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტი 500 მილიარდია, ხოლო რუსეთის _ 50 მლრდ, რომელიც მხოლოდ თავდაცვისთვის არის გამიზნული. აშშ-ისა და რუსეთის სამხედრო ბიუჯეტების ასეთი თანაფარდობა იმაზე მიანიშნებს, რომელი ქვეყანა ისწრაფვის სხვა ქვეყნების დამონებისკენ. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის 1 მარტის გამოსვლა ფედერალური სათათბიროს წინაშე მიმართული იყო მსოფლიოზე ერთპიროვნული ბატონობის წინააღმდეგ. მან მსოფლიოს ამცნო: რუსეთი არასდროს დაიჩოქებს ამერიკის წინაშეო, და დაძინა, რომ არ აშფოთებს ამერიკელების იარაღის ჟღარუნი, რადგან ყოველივე კონტროლს ექვემდებარება. იმ დღეს, ფაქტობრივად, განადგურდა მითი ამერიკის უძლეველობის შესახებ. რუსეთს ებრძვიან სანქციებით, ტერორიზმითა და ტერორისტული სახელმწიფოს შექმნითაც, მაგრამ ამერიკელ კანიბალებს რუსეთის პრეზიდენტმა დამამშვიდებელი აბები გამოუწერა და განუმარტა, რომ რუსეთთან დაპირისპირების პოლიტიკა დამანგრეველია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რადგან ისეთ იარაღს ფლობს, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება და არ არსებობს ძალა, რომელიც ამ იარაღს წინ აღუდგება. დიახ, რუსეთი დღეს #1 სუპერსახელმწიფოა და მივესალმები მის ძლიერებას.

ლიბერასტებო ყველა ქვეყნისა, სწორება ჩოქბჯენში უძლიერეს მართლმადიდებელ რუსეთთან!

იზა თამაზაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here