Home სხვადასხვა დაიჯესტი რუსეთის პრეზიდენტი ომის საფრთხეზე, ნატოს თავხედურ ტყუილებსა და “წითელ ხაზებზე”

რუსეთის პრეზიდენტი ომის საფრთხეზე, ნატოს თავხედურ ტყუილებსა და “წითელ ხაზებზე”

პუტინმა ამერიკელებს შესთავაზა, დაფიქრდნენ, რა მოხდება, თუ რუსეთი რაკეტებს აშშ-ის საზღვრებთან განალაგებს

393

ვითარებამ უკრაინის გარშემო, ნატოს წინსვლამ აღმოსავლეთისკენ, რუსეთისა და აშშის მიერ უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებამ და სხვა საკითხებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მორიგი ყოველწლიური პრესკონფერენციის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

დონბასი: სულ უფრო ხშირად ისმის სიტყვაომი

რუსეთის პრეზიდენტმა ყველას შეახსენა, რომ კიევი უკვე შეეცადა დონბასის პრობლემის ძალით გადაჭრას.

უკრაინის ხელისუფლება ორჯერ შეეცადა, ძალის გამოყენებით გადაეწყვიტა დონბასის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ვარწმუნებდით, არ გაეკეთებინა ეს. მე პირადად ვარწმუნებდი პოროშენკოს (უკრაინის იმჟამინდელ პრეზიდენტს), “ოღონდ არა სამხედრო ოპერაცია”, ის კიდევ _ “დიახ, დიახ”… და დაიწყოშედეგი: ალყაში მოქცევა (უკრაინის ჯარების _ ..), დანაკარგები და მინსკის შეთანხმება. კარგია თუ არა ეს შეთანხმება? მიმაჩნია, რომ ერთადერთი შესაძლებლობაა. მაშ, რა არის პრობლემა? შესრულება არ სურთ”, _ თქვა რუსეთის ლიდერმა.

ახლა ჩნდება განცდა, რომ კიევი დონბასში მესამე სამხედრო ოპერაციას ამზადებს და სულ უფრო ხშირად ისმის სიტყვა “ომი”, _ აღნიშნა პუტინმა.

ჩვენ წინასწარ გვაფრთხილებდნენ: “არ ჩაერიოთ, არ დაიცვათ ეს ადამიანები, დაიცავთ და ამას ახალი სანქციები მოჰყვება”, _ განაცხადა რუსეთის სახელმწიფო მეთაურმა. მისი თქმით, დონბასის მომავალი თვით ამ რეგიონის მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს.

ძალიან საგანგაშო ვითარებაა. არ შეიძლება, რუსეთმა ეს ყველაფერი ურეაქციოდ დატოვოს. “რუსეთი იძულებულია, იფიქროს თავისი უსაფრთხოების პერსპექტივებზე”, _ ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა.

ჩვენ არავის ვემუქრებით. ჩვენ რა, იქ მივედით, აშშის საზღვრებთან? ან დიდი ბრიტანეთის საზღვრებთან, ან სადმე? ჩვენთან მოვიდნენ და გვეუბნებიან, ახლა უკრაინაც ნატოში იქნება. კიევის კურსი ნატოში შესვლისკენაა, უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდებისკენ _ ეს კი რუსეთისთვის პოტენციური საფრთხეებია”, _ თქვა პუტინმა.

“წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა განაგრძოს რუსეთმა ცხოვრება პერსპექტივაში? _ ყოველთვის იმის შიშით, რომ იქ შეიარაღების რაღაც ახალი სისტემები განალაგეს. შემდეგ კი შეიძლება ამ ახალი სისტემების საფარქვეშ რადიკალებს უბიძგო, დონბასსა და ყირიმში საკითხების იარაღის გამოყენებით გადაწყვეტისკენ”, _ აღნიშნა რუსეთის სახელმწიფო მეთაურმა.

 ნატომ თავხედურად მოატყუა რუსეთი

ვლადიმერ პუტინმა გაიხსენა, რომ ნატომ არ შეასრულა მოსკოვისთვის ადრე მიცემული დაპირება, რომ აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდებოდა.

არც ერთი დუიმით აღმოსავლეთისკენ” _ გვითხრეს 90-იან წლებში. მერე? მოგვატყუეს. უბრალოდ, თავხედურად, მოგვატყუეს. ნატოს გაფართოების ხუთი ტალღა განხორციელდა და ახლა რუმინეთსა და პოლონეთში გაჩნდება შესაბამისი სისტემები. აი რაზეა ლაპარაკი. ჩვენ კი არ ვემუქრებით ვინმეს. ჩვენ რა, აშშის საზღვრებთან მივედით ან დიდი ბრიტანეთის საზღვრებთან? ჩვენთან მოვიდნენ”, _ თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა ამერიკელებს შესთავაზა, დაფიქრდნენ, რა მოხდება თუ რუსეთი თავის რაკეტებს აშშის საზღვრებთან განალაგებს.

“ჩვენ ნათლად და მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ აღმოსავლეთით ნატოს სამომავლო მოძრაობა მიუღებელია. და რა არის აქ გაუგებარი? ჩვენ ხომ არ ვცდილობთ, აშშ-ის საზღვრებთან განვალაგოთ რაკეტები? არა. ეს აშშ მოვიდა თავისი რაკეტებით ჩვენს სახლთან. უკვე ჩვენი სახლის ზღურბლზე იმყოფებიან. არ განალაგოთ არანაირი შეტევითი სისტემა ჩვენს საზღვრებთან _ განა ეს მეტისმეტის მოთხოვნაა? რა არი აქ უჩვეულო?”

გვახსოვდესწითელი ხაზები

პუტინის თქმით, “მოსკოვი დადებითად აფასებს იანვრის პირველ რიცხვებში აშშთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებების გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას. “მან (აშშის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა _ რედ.) შემოგვთავაზა, ჩვენ ვუპასუხეთ. ჩემი აზრით, ძალიან კონსტრუქციულად და სწრაფად. სხვათა შორის, მე მას მოლაპარაკებების მსვლელობისას ვუთხარი: “გპირდებით, რომ უახლოეს მომავალში გამოგიგზავნით ჩემს წინადადებებს. და ახლა ეს გავაკეთეთ, გავუგზავნეთ აშშსაც და ნატოსაც. ჩვენ მზად ვართ ამ საკითხის ეუთოს მოედანზე განსახილველად. ვიმედოვნებ, ეს პირველი პოზიტიური რეაქცია და დასაწყისია დაანონსებული მუშაობისა, რომ იანვრის პირველ რიცხვებში შესაძლებლობა გვექნება, წინ წავიწიოთ”, _ თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

7 დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა და მისმა ამერიკელმა კოლეგამ, ჯო ბაიდენმა, მოლაპარაკება გამართეს დახურულ რეჟიმში. 10 დღის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სა და ნატოსთან შეთანხმების პროექტები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. დოკუმენტები უკვე გადაეცა ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს. შეთანხმება პროექტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ნატომ უნდა წარმოადგინოს გარანტიები, რომ აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება.

ბაიდენთან საუბრისას პუტინმა, როგორც იუწყებოდნენ, განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტს, რომ მოსკოვისთვის “წითელი ხაზები” _ ეს არის ნატოს წინსვლა აღმოსავლეთით და უკრაინის ტერიტორიაზე შეტევითი შეიარაღების განლაგება. “ამერიკელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ მზად არიან ამ დისკუსიის, ამ მოლაპარაკებების დასაწყებად ჟენევაში მომავალი წლის იანვარში. ორივე მხრიდან დანიშნულია წარმომადგენლები. ვიმედოვნებ, ვითარება სწორედ ამ გზით განვითარდება”, _ თქვა პუტინმა.

გარანტიები დაუყოვნებლივ უნდა გაიცეს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთმა უსაფრთხოების გარანტიები დაუყოვნებლივ უნდა მისცეს მოსკოვს.

თქვენ უნდა მოგვცეთ გარანეტიები. თქვენ! თანაც დაუყოვნებლივ. ახლავე. და არ გააჯანჯლოთ ათწლეულების განმავლობაში. აი, რაზეა ლაპარაკი, განა ჩვენ ვინმეს ვემუქრებით?” _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა თავის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.

ყველაზე ყრუების გასაგონად

 “ვლადიმერ პუტინმა უკვე მერამდენედ შეახსენა ნატოს ის დაპირებები, რომლებიც მისცეს საბჭოთა კავშირის პირველ პრეზიდენტს, მიხეილ გორბაჩოვს, თუმცა ეს დაპირებები გაცემული იყო სიტყვიერად. მაგრამ ჩვენ ვნახეთ, დაპირებების საწინააღმდეგო მოქმედებები. ამჟამად რუსეთმა საჯაროდ განაცხადა თავის პრინციპულ პოზიციაზე აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეუძლებლობის შესახებ. ლაპარაკია უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე. ბრიუსელსა და ვაშინგტონში ყველაზე ყრუების გასაგონად, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ გაიხსენა, როგორ თავხედურად მოატყუა რუსეთი დასავლურმა თანამეგობრობამ. კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი ასეთ რამეს აღარ დაუშვებს. ის მოითხოვს გარანტიებს, წერილობით მტკიცებულებას ნებისმიერი ვალდებულებისა, რომლებიც გაცემული იქნება რუსეთის მიმართ”, _ განაცხადა სტრატეგიული განვითარების ფონდის საექსპერტო საბჭოს ხელმძღვანელმა იგორ შატროვმა.

radiosputnik.ria.ruზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here