მთავარი დაიჯესტი რუსეთის არმია სერიოზულად ემზადება უკრაინის აგრესიის მოსაგერიებლად

რუსეთის არმია სერიოზულად ემზადება უკრაინის აგრესიის მოსაგერიებლად

159
გააზიარეთ
რუსეთის არმია სერიოზულად ემზადება უკრაინის აგრესიის მოსაგერიებლად

მოსკოვი აძლიერებს თავის სამხედრო ქვედანაყოფებს უკრაინის საზღვართან. უკრაინის საზღვრისპირა ზოლში განლაგებული სამხედრო ქვედანაყოფების მზადყოფნა შეამოწმა რუსეთის ფედერაციის დასავლეთის სამხედრო ოლქის სარდალმა, გენერალპოლკოვნიკმა ალექსანდრე ჟურავლიოვმა.

მან შეაფასა სამხედრო ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადება ბრიანსკში, ბელგოროდსა და ვორონეჟის ოლქებში, აგრეთვე, საბრძოლო სროლები ტანკებიდან (Т-72Б3) და ქვეითთა საბრძოლო მანქანებიდან (БМП-2: БТР-82А).

ამასთანავე, მოსკოვის, ნიჟგოროდის, სმოლენსკის, იაროსლავსკისა და ივანოვოს ოლქებში მანევრები დაიწყო სატანკო გვარდიული არმიის 15 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ. სულ პოლიგონზე გავიდა მოტომსროლელთა, სადაზვერვო, საზენიტო-სარაკეტო, საარტილერიო და სარაკეტო ქვედანაყოფების 2 ათასზე მეტი სპეციალური სამხედრო ტექნიკა.

რუსეთის სამხრეთში გააძლიერეს სამხედრო-საზღვაო დაჯგუფება. კასპიის ზღვიდან მდინარე ვოლგის, შემდეგ ვოლგა-დონის არხის, მდინარე დონის, აზოვის ზღვისა და ქერჩის სრუტის გავლით შავ ზღვაში გადაიყვანეს ათეულობით სადესანტო და საარტილერიო კატერი და გემი.

გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტის _ იური ნეტკაჩოვის აზრით, რუსეთი ადეკვატურად აფასებს დონბასის გარშემო შექმნილ ვითარებას:

“ჩვენი სამხედრო ხელმძღვანელები განიხილავენ კიევის მხრიდან დონბასსა და ყირიმზე აგრესიის შესაძლებლობას და ამ შემთხვევაში სამხედრო ნაწილების გადასროლა რუსეთის სამხრეთ-დასავლეთით არის არა მხოლოდ რუსეთის არმიის ძალის დემონსტრაცია, არამედ მისი რეალური მომზადება უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან შესაძლო აგრესიის შემთხვევაში”, _ განაცხადა ნეტკაჩოვმა.

politnavigator.netზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here