Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთისადმი მტრული რიტორიკის შედეგად ლატვიაში ეკონომიკის მთელი დარგი კვდება

რუსეთისადმი მტრული რიტორიკის შედეგად ლატვიაში ეკონომიკის მთელი დარგი კვდება

2201
რუსეთისადმი მტრული რიტორიკის შედეგად ლატვიაში ეკონომიკის მთელი დარგი კვდება

რიგის რიტორიკის გამო რუსეთის მიმართ რუსეთი მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანზიტს ლატვიის ნავსადგურების გავლით”, _ განაცხადა ლატვიის კავშირგაბმულობის ყოფილმა მინისტრმა ანდრიის მატისმა Baltnews.Ivის მიერ ჩამორთმეულ ინტერვიუში.

პოლიტიკოსის განმარტებით, რუსეთის ტვირთების დაბრუნება შესაძლებელია, მაგრამ უახლოესი წლების პროგნოზი უარყოფითია.

ვფიქრობ, რომ დღევანდელ ვითარებაში, რიტორიკასა და ქმედებაში, რომელსაც განვახორციელებთ, ტრანზიტის მხოლოდ შემცირების პერსპექტივა იკვეთება. თეორიულად ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ პრაქტიკულად უახლოეს წლებში მე მხოლოდ სიტუაციის გაუარესებას ვხედავ”, _ აღნიშნა მატისმა.

ექსმინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთ ვითარებაში ლატვია დაკარგავს ტრანსიტს, როგორც ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორს.

როგორც საბანკო სექტორი დავხურეთ, ასევე დავხურავთ ტრანზიტს. შეიძლება სხვა რამე ჩავანაცვლოთ, მაგრამ ვერ ვხედავ, მთავრობა რამის გაკეთებას ცდილობდეს. ამის ნაცვლად ჩვენ მთელ ქალაქებს გამოვთიშავთ ხოლმე, ისეთებს, მაგალითად, როგორიც ვენტსპილსია. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მცდარი ქმედებაა”, _ დასძინა მან.

პოლიტიკოსის ვარაუდით, ბელარუსი შეიძლება ალტერნატივა გახდეს რუსეთისა ამ საკითხში, მაგრამ რიგის შესაძლებლობანი ამ მხრივაც შეზღუდულია.

ლატვია არ ესაზღვრება ჩინეთს, არ აქვს საზღვარი ყაზახეთთან ან უზბეკეთთან, სადაც აქვთ ტვირთი. ვერ ვხედავ, რით შეიძლება ჩავანაცვლოთ ტრანზიტი, რომელიც ხელიდან გამოგვეცალა. თუ ამ საქმეს დავხურავთ, ამით მთელ დარგს დავხურავთ ჩვენს ქვეყანაში, ანუ ტრანზიტს. ყველაფერი დამთავრდება”, _ დაასკვნა მატისმა.

ყოფილი მინისტრი ამას წინათაც ლაპარაკობდა რუსეთის მიმართ რიგის აგრესიული რიტორიკით გამოწვეულ უარყოფით ეკონომიკურ შედეგებზე.

მატისის აზრით, რიგამ უნდა ითანამშრომლოს მოსკოვთან, თანაც არა მხოლოდ ეკონომიკის კუთხით, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც.

1 COMMENT

  1. ჩვენც მაგრე დაგვემართა უკვე,რიგამ კი ვერფერი ისწავლა ჩვენგან მალე ჩვენზე უარესი დაემართება ხალხი რომ დაემშევა ჩვენსავით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here