მთავარი დაიჯესტი რუსეთთან კეთილმეზობლობის ფასი: ჩინეთისკენ მიმავალი ახალი გაზსადენი მონღოლეთზე გაივლის

რუსეთთან კეთილმეზობლობის ფასი: ჩინეთისკენ მიმავალი ახალი გაზსადენი მონღოლეთზე გაივლის

343
გააზიარეთ
რუსეთთან კეთილმეზობლობის ფასი: ჩინეთისკენ მიმავალი ახალი გაზსადენი მონღოლეთზე გაივლის

რუსეთსა და მონღოლეთს კარგი შესაძლებლობები აქვთ ენერგეტიკული თანამშრომლობის გასაღრმავებლად და მასში სხვა ქვეყნების ჩასართველად. ამის თაობაზე განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მონღოლეთის პრემიერმინისტრ უხნააგიინ ჰურელსუჰთან შეხვედრისას.

“რაც შეეხება ენერგეტიკას, ჩვენ გვაქვს განვითარების კარგი შესაძლებლობები, მათ შორის, მესამე ქვეყნების მონაწილეობითაც. პატივცემულო პრემიერმინისტრო, ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მონღოლეთის დიალოგს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან. ვიცი, რომ ჩვენი მონღოლი მეგობრები ინტერესს იჩენენ ამ საკითხის მიმართ და სურთ თანამშრომლობა”, _ თქვა რუსეთის პრეზიდენტმა. პუტინმა მიუთითა, რომ რუსეთ-მონღოლეთის საქონელბრუნვამ შარშან 21%-ით მოიმატა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი 8 თვის განმავლობაში _ 15%-ით. ლაპარაკია თხევადი ბუნებრივი აირის, ნავთობპროდუქტების, ელექტროენერგიისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდებაზე.

ამის პარალელურად ცნობილი შეიქნა, რომ რუსული კომპანია “გაზპრომი” მუშაობს ჩინეთში მომავალი ახალი გაზსადენის პროექტზე. გაზსადენი მონღოლეთის ტერიტორიას გაივლის.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here