Home რუბრიკები პოლიტიკა როცა მარჯვენამ არ იცის, რას აკეთებს მარცხენა

როცა მარჯვენამ არ იცის, რას აკეთებს მარცხენა

2761
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

რამდენიმე დღის წინათ საქართველოსთვის, გვირაბის ბოლოს პროჟექტორი თუ არა, იმედის პატარა სხივი გამოჩნდა, მაგრამერთერთ წერილში სიტყვამაგრამ”-ის ერთ განსაკუთრებულ თვისებას გავუსვით ხაზი: “მაგრამიმმაგიურიძალის სიტყვაა, რომელსაც შესაბამის კონტექსტში გამოყენების შემთხვევაში ყველაფრის თავდაყირა დაყენება შეუძლია და ეს რომ ასეა, წინამდებარე სტატიიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დარწმუნდება მკითხველი.

გაზეთის წინა ნომერში გავბედე და ვთქვი მწარე სიმართლე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მეტ-ნაკლებად იცის საქართველომ და რომელსაც ახლაც გავიმეორებ: სოხუმცხინვალი იმ სტატუსით (ავტონომიები), როგორითაც ისინი საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში იყო, აღარასოდეს შემოვა თანამედროვე საქართველოს შემადგენლობაში და, თუ რაიმე სხვა სტატუსით (ფედერაცია თუ კონფედერაცია) ოდესმე უწერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მხოლოდ შორეულ მომავალში და ისიც მხოლოდ რუსეთის კეთილი ნების შემთხვევაში. დიახ, ეს არის მწარე სიმართლე, რომლის თქმასაც გაბედულება უნდა, რადგან, ერთი ქართული ანდაზის მიხედვით, სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო, სოროსის ხლისტებისგან და შეგნებული თუ შეუგნებელი ურაპატრიოტებისგან სამშობლოს მოღალატის იარლიყის მოწებება გარანტირებული გაქვს. თუმცა ჯანდაბას მაგათი თავი, როგორმე ავიტანდი იარლიყებსაც და ტალახის სროლასაც, რომ არა ის სამწუხარო ფაქტი, რომ ამ ლიბერასტულ გნიასში ელემენტარული საღი აზრი იკარგება… დასავლეთის (წაიკითხე აშშ) მიერ მრავალი წლის განმავლობაში მიღებულმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერმა რეზოლუციებმა რა ჩიტიც დაგვაჭერინა, ვნახეთ. სამხედრო ძალით რომ ვერ დავიბრუნებთ დაკარგულს, ამას ურაპატრიოტებიც აღიარებენ და რაღა დარჩა? _ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებების დაწყება. დიახ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რადგან წინაპირობებს, როგორც წესი, მხოლოდ ძლიერი მხარე აყენებს, ეს ერთი და მეორე _ ძლიერი რუსეთი თანახმაა წინაპირობების გარეშე, რომ იტყვიან, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს მოლაპარაკებები და შენ, ბედშავო საქართველოვ, წინაპირობებს რომ უყენებ რუსეთს, იმ რუსეთს, რომელსაც ასეთ რაღაცას ამერიკის შეერთებული შტატებიც ვერ უბედავს, რომ იტყვიან, ვის და სად დაეკარგე გლობალურ მონსტრებთან ჭიდილში?! აი, ეს არის საღი აზრიც და, აქედან გამომდინარე, საქართველოს გადარჩენის ერთადერთი შანსი. გაეროს კულუარებში რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების, სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის, მოულოდნელი, რომ იტყვიან, ტეტ-ა-ტეტ შეხვედრა, პრესისთვის დახურული კონტაქტი საზოგადოებამ ქოცების მიერ რუსეთის შესახვედრად გადადგმულ პირველ გაუბედავ ნაბიჯად აღიქვა და კიდევ უფრო დიდი იმედით შეხედა რუსეთ-საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობის დამყარების პერპექტივას. მაგრამ… ოღონდ ამჯერად საბედისწერო “მაგრამ”… საქართველო-რუსეთის პირველ დიპლომატთა პირველ შეხვედრას, 2008 წლის ომის გამო დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში ლიბერასტთა გნიას-ღნავილი მოჰყვა, _ არიქა, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანას უღალატაო და უხერხემლო ქოცებმაც ვერ გაუძლეს ნაცების მორიგ ზემოქმედება-შანტაჟს და ძველებურად თავის მართლება დაიწყეს: ეს, უბრალოდ, შეხვედრა იყო, მეტი არაფერიო და ძველებურად იდიოტური წინაპირობების ჩამოთვლა დაიწყეს: სანამ სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საელჩოებია, სანამ რუსეთი ჯარებს არ გაიყვანს ოკუპირებული ტეროტორიებიდან და სხვა მრავალი “სანამ”… სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! დიახ, იდიოტური, რადგან, დალოცვილო, რუსეთმა საქართველოს მიერ წამოყენებული პირობები რომ შეასრულოს, ეს ხომ, პრაქტიკულად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ნიშნავს და, მერე რომ შეხვდებიან ერთმანეთს ზალკალიანი და ლავროვი, რაზე უნდა ილაპარაკონ _ კრასნოდარსოჭის დაბრუნებაზე? ნაცების ღნავილმა შეაშინათ თუ უფრო მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, არ ვიცი, მაგრამ ქოცების ხელისუფლებამ ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ დაძაბულ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს და სწორედ ეს მქონდა მხედველობაში, როდესაც წინამდებარე წერილს ვასათაურებდი. როდესაც ზალკალიანი ლავროვს დახურულ კარს მიღმა ესაუბრებოდა, თითქმის იმავე დროს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ქალბატონ თამარ ჩუგოშვილის მეთაურობით სტრასბურგის ევროსაბჭოს სტუმრობდა. ბალტიისპირეთის რესპუბლიკებსა და უკრაინასთან ერთად საქართველო იმ ქვეყნების ხუთეულში შევიდა, რომლებმაც გააპროტესტეს ამას წინათ რუსეთის ევროსაბჭოში ტრიუმფალური დაბრუნება. დაბრუნება, რომელსაც არათუ მხოლოდ მიესალმნენ, არამედ პირდაპირ შეუწყვეს ხელი ევროსაბჭოში შემავალმა უკლებლივ ყველა ჩვენმა “მეგობარმა” სახელმწიფოებმა საფრანგეთისა და გერმანიის თამადობით. მიუხედავად ამისა, “შესანიშნავმა ხუთეულმა” დემარშით დატოვა ევროსაბჭოს შექმნის საიუბილეო 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სესია და არც საზეიმო ბანკეტს არ დასწრებია.

ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთსა და უკრაინას, რომ იტყვიან, თავში ქვა უხლიათ და ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ _ რა ჰქვია თამარ ჩუგოშვილის ამ ნაბიჯს? რბილად რომ ვთქვათ, ამ უგუნურებას ერთი სახელი არ აქვს. ეს ნაბიჯი იმას ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებაში” საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს… წინამდებარე სტატიის “შუა წელზე” მცირე რეზიუმე გავაკეთოთ: ერთი რამ უეჭველია _ საქართველო ყველა მიმართულებით პოლიტიკურ ჩიხშია, რომლიდანაც გამოსავალი, ჩემი აზრით, ჯერ არ ჩანს. თუმცა, ჩვენს “მოძმე” უკრაინაში საქმე გაცილებით მძიმედაა. საზოგადოდ კი, კიევიცა და თბილისიც ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ არათუ ოპოზიციურად, არამედ მის მიმართ მტრულად განწყობილი ძალების მიერ გარედან იმართებიან.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

თბილისი და კიევი _ მოსკოვის მტრები! აი მთავარი მიზანი და ამოცანა სოროსისტი ლიბერასტებისა. მიუხედავად ამ ძალების აშკარა წინააღმდეგობისა, უკრაინა მაინც აიძულეს, რომ ე.წ. მინსკის ფორმატის ერთ-ერთ შეთანხმებაზე მოეწერა ხელი, რომელსაც “შტაინმაიერის ფორმულასაც” ეძახიან, რაც დონბას-ლუგანსკის საკითხის ეტაპობრივ გადაწყვეტას ნიშნავს. თუმცა, შტაინმაიერის ფორმულისგანხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა იმიტომ, რომ დასავლეთიდან დაფინანსებულმა უკრაინელმა ბანდერელფაშისტებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს პრეზიდენტ ზელენსკის გადაყენების მოთხოვნით _ უკრაინის უმაღლეს მთავარსარდალს საკუთარი ჯარი არ ემორჩილება.

გერმანიის პრეზიდენტი, ბატონი ფრანკვალტერ შტაინმაიერი თბილისში ჩამოვიდა და, მიუხედავად იმისა, რომ ირწმუნება, ჩემი ჩამოსვლა საქართველოსთვის კიევის მსგავსი ფორმულის ჩამოტანას არ ნიშნავსო, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ძნელი დასაჯერებელია, რომ გერმანიის პირველი პირი საქართველოს უსახურ პრეზიდენტთან არაფრისმთქმელი შეხვედრისთვის არის ჩამოსული. მსგავს ეჭვებს ისიც უწყობს ხელს, რომ მაღალმა სტუმარმა დახურული შეხვედრა გამართა ქოცების უმრავლესობასთან. გერმანიის პრეზიდენტი მაინც ვერ გადაურჩა უხერხულ კითხვას მისი ფორმულის შესახებ და განმარტა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი ფორმულა გულისხმობს პატარ-პატარა ნაბიჯებით მანძილის დაფარვას, რადგან ერთი გრძელი ნაბიჯის გადადგმა უჭირთო. კიევისთვის “პატარ-პატარა ნაბიჯები”, ფაქტობრივად, დონბას-ლუგანსკის მაღალ ავტონომიას რომ ნიშნავს, ეს საიდუმლო არავისთვის არაა.

რაც შეეხება, საზოგადოდ, მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესებს, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამ პროცესებმა არსებითი გავლენა იქონია უკრაინასა და საქართველოზე. დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს გადამწყვეტი ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის და ამ ბრძოლას ღმერთსა და სატანას შორის ომიც შეიძლება ვუწოდოთ. ამ ომში სიკეთის მცველს მართლმადიდებელი რუსეთი წარმოადგენს, ხოლო ბოროტებას _ გარყვნილგათახსირებული დასავლეთი. თუმცა მხოლოდ რუსეთის მართლმადიდებლობა სულაც არ არის იმის გარანტი, რომ მარადიული ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის უეჭველად დასრულდება რუსთაველის ფორმულით: “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!”

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here