Home რუბრიკები პოლიტიკა როცა ერი და ბერი ერთად აგუგუნდება

როცა ერი და ბერი ერთად აგუგუნდება

ახლა ბერმა ხმა ამოიღო და, მგონი, საზოგადოებაც ნელ-ნელა იღვიძებს

366

საქართველო და მსოფლიოსწინა, 26- ნომერში გამოქვეყნებული სტატია საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ძალისხმევით ოსების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლების თემით დავასრულე _ რა აღარ სცადა საქართველოს ხელისუფლებამ, ვის აღარ მიმართა ჩვენსმეგობარ.. კოლექტიურ დასავლეთში აშშის გავლენიანი კონგრესმენსენატორთა ჩათვლით, რომ კრემლზე ზემოქმედება მოეხდინათ და უკანონოდ დაკავებული ქართველი გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ამაოდ. გამოტანილი განაჩენის ძალით, ახალგაზრდა კაცს დარჩენილი სიცოცხლის ლამის ნახევარი .. სამხრეთ თვითაღიარებული ოსეთის რესპუბლიკის ციხეში უნდა გაეტარებინა, მაგრამ ის, რაც ვერ შეძლო ჩვენმამეგობარმაკოლექტიურმა დასავლეთმა, კალმის ერთი მოსმით გადაჭრა 88 წლის მოხუცმა.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა ილია II- ერთმორწმუნე რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილი მისწერა ზაზა გახელაძის გათავისუფლების საქმეში დახმარების თხოვნით, რაც კეთილად შეისმინა “ოკუპანტი რუსეთის” მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარმა და დღეს ზაზა გახელაძე თავისუფალია. რატომ აღვნიშნე ხაზგასმით სიტყვები _ ერთმორწმუნე და მართლმადიდებელი? იმიტომ, რომ,თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უწერია, ეს მოხდება მხოლოდ რუსეთის კეთილი ნების შემთხვევაში (და არა ჩვენი “მეგობარი” კოლექტიური დასავლეთის რუსეთზე წნეხის განხორციელების შედეგად. ჯერ ერთი იმიტომ, რომ, დიდი ხანია, რუსეთი არავის წნეხს აღარ ექვემდებარება; და მეორეც _ უბრალო პატიმარი ვერ გაათავისუფლა კოლექტიურმა დასავლეთმა და ცხინვალ-სოხუმს დაგვიბრუნებს?). ეს ნება კი მხოლოდ რუსეთსაქართველოს შორის მოლაპარაკებების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს. მოლაპარაკების დაწყების ქვაკუთხედი (თუ ასე თქმა უპრიანია) კი სწორედ მართლმადიდებლობაა, ორ ეკლესიას შორის ევქარისტული ძმობა

ყოველივე ზემოთ თქმულის მიუხედავად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მაინც ამბობს, რომ “რუსეთს მანამდე არ დაველაპარაკებით, სანამ იგი ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ბაზებს არ გაიყვანს”, ე.ი., სოხუმ-ცხინვალს არ დაგვიბრუნებსო. როგორ უნდა შეაფასო ასეთი იგავმიუწვდომელი სისულელე? მაგრამ მაინც ვეცდები _ თუ სამხედრო ბაზები გაიყვანა და სოხუმცხინვალიც დაგვიბრუნა, მერე რაღაზე უნდა მოველაპარაკოთ რუსეთს _ სოჭის ან მთლიანად კრასნოდარის მხარის დაბრუნებაზე? არ ვიცი, რადგან მინისტრის ასეთი განცხადება ანალიტიკის სფეროს სცდება და ცხონებული ავლიპ ზურაბაშვილის სპეციალობის _ ფსიქიატრიის _ სფეროში იჭრება. თუმცა ასეთ შემთხვევაში სახელგანთქმულ ფსიქიატრსაც კი შეიძლება, ვერაფერი გაეწყო. ბოლოს და ბოლოს, რა უნდა ექნა, დამამშვიდებელი აბების მიცემის გარდა? არც ეს გამოიღებდა საქართველოსთვის საჭირო შედეგს, რადგან განა არ იცის მინისტრმა, რამხელა სისულელეს როშავს, მაგრამ რა ქნას? ამ გაგანია კოვიდპანდემიის ჟამს საქართველოს პირველი დიპლომატი რუსოფობიით არის ინფიცირებული. რუსოფობია კი უკურნებელი დაავადებების კატეგორიას განეკუთვნება და ოკეანის გაღმიდან მოსული ბრძანებების უსიტყვო შესრულებას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, გავრილოვის ღამითა და ვლადიმერ პოზნერის პროვოკაციებით, სოხუმცხინვალს დავიბრუნებთ კი არა, შეიძლება იმის დიდი ნაწილიც დავკარგოთ, რაც ჯერ კიდევ ჩვენია, მაგრამ ამაზე _ ქვემოთ. მანამდე კი ამ წერილის მთავარ თემას დავუბრუნდები, რისთვისაც ისევ ბოლო სტატიის გადახედვა მომიწევს. გახსოვთ ალბათ, შევთანხმდით, რომ სააკაშვილის მიერ მართული ტელევიზიები ლიბერასტული ოპოზიციის სპეცსამსახურებია, ხოლო იქ მომუშავენი, ჟურნალისტები კი არა, სპეცსამსახურების აგენტები არიან. ოღონდ ერთი რამ გამომრჩა _ 5-6 ივლისის მოვლენებს ხსენებული სპეცსამსახურების შეფმენეჯერებმა ჟურნალისტებზე ნადირობა დაარქვეს, მაგრამ, თუ ეს ნადირობა იყო და თანაც ხელისუფლებაეკლესიის მიერ წინასწარ დაგეგმილი, ნადირობა ჟურნალისტებზე კი არა, ტელევიზიებად წოდებულ სპეცსამსახურების აგენტებზე მიმდინარეობდა. ეს ისე, მცირე ლირიკული გადახვევა

22 ივლისს გამოქვეყნდა საქართველოს საპატრიარქოს ვრცელი განცხადება, გნებავთ მიმართვა, რომელშიც ტელევიზიები – “მთავარი არხი”, “ტვ პირველი” და “ფორმულა” _ “სიძლვილის ენის” გამოყენებაში არიან დადანაშაულებულნი. განცხადებაში ნათქვამია, რომ დიდი ხანია, საქართველოს ეკლესიაზე გარკვეული ძალების მიერ სერიოზული შეტევა ხორციელდება”. ეს განცხადება შინაარსობრივად თქვენი მონა-მორჩილის პოზიციის ლამის იდენტურია. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს, რომლებიც წინამდებარე წერილის პათოსს მეტ-ნაკლებად ემთხვევა.

* “ხშირად აღნიშნული ტელეარხების ჟურნალისტები (ვფიქრობთ, ხელმძღვანელთა დავალებით), ინფორმაციის ობიექტურად გაშუქების ნაცვლად, ავრცელებენ მიკერძოებულ შეფასებებს და უსაფუძვლო ბრალდებებს, მიზანმიმართულად ამახინჯებენ ფაქტებს და ცდილობენ, პროვოკაციული კითხვებით წონასწორობა დააკარგვინონ რესპონდენტს; შემდეგ კი კონტექსტიდან ამოგლეჯილ, დამონტაჟებულ ისეთ სიუჟეტებს უშვებენ, რომ მაყურებელმა სასულიერო პირი მოძალადედ აღიქვას”, _ ნათქვამია განცხადებაში…

* საპატრიარქომ უცხო ქვეყნების საელჩოები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ “უხეშად ირღვევა რა ჟურნალისტური ეთიკის ნორმები, საჯაროდ კვლავ ხდება დემონსტრირება ფსიქოლოგიური ძალადობის და სამოქალაქო მშვიდობისთვის ხელის შეშლა, რაც საელჩოებისა და არასამთავრობო სექტორისთვის რატომღაც შეუმჩნეველი რჩება”. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წევრიც ტოლს არ უდებს მედიას ეკლესიის შეურაცხყოფასა და არეულობის შექმნაში”.

* “ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ, წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხის ხელმძღვანელობას და შეატყობინონ, რომ არ სურთ მათი ტელევიზიის ჟურნალისტებთან კომუნიკაცია, რადგან დამაბრკოლებელი გარემოებები ექმნებათ. ასევე, მიზანშეწონილია, შესაბამისი განაცხადი განთავსდეს ტაძრის ეზოს შესასვლელთან”, _ აცხადებენ საპატრიარქოში და დასძენენ, რომმოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართვის საფუძველზე, პოლიციას ევალება, შეზღუდოს ამგვარ ჟურნალისტთა თქვენს სივრცეში გადაადგილება”.

საპატრიარქოს განცხადებამ სწორედ ტელევიზიებად წოდებულ სპეცსამსახურებსა და, შესაბამისად, მათ ჟურნალისტებად წოდებულ სპეცაგენტებში გამოიწვია განსაკუთრებული აღშფოთება _ როგორ, პროვოკაციული კითხვების დასმას ვინღა ჩივის, ნებისმიერი ტაძრის ეზოში შესვლაც გვეკრძალებაო? დიახ, საპატრიარქოს განცხადების გარეშეც ყველა მორწმუნის ვალი და უფლებაა, უფლის სახლის ტერიტორიიდან შხამის, გესლის, ბალღამის მნთხეველი იქედნეს მიერ შობილთა გაძევება და, თუ საჭირო შეიქნა, გაპანღურებაც. საპატრიარქოსთან ერთად, მედიის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობაზე “ქართული ოცნების” ლიდერებიც საუბრობენ. მმართველი გუნდის დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ხელახლა წარდგენისას ჟურნალისტებზე ძალადობა დაგმო, თუმცა იქვე თქვა, რომ “ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისა თუ სხვა ნიშნის გამო. ფსიქოლოგიური ძალადობა არანაკლები ბოროტებაა, რომელიც, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ხდებოდა ჩვენს საზოგადოებაში”.

ზემოთქმული იმას ნიშნავს, რომ საპატრიარქომ, დედაეკლესიამ ბოიკოტი გამოუცხადა ე.წ. ლიბერასტულ ტელევიზიებს, მაგრამ ეს მოხდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ეკლესიას შიგნიდან თუ გარედან აშკარად შეუტიეს, მაგრამ სად იყავით მაშინ, როდესაც “მეუფე” პეტრემ ატრიარქი ისე შეურაცხყო, რომ იმ სიტყვების დაწერა შეუძლებელია _ არადა, წმინდა სინოდმა ეს არამზადა არ განკვეთა ეკლესიიდან _ მხოლოდ მსახურების უფლება შეუჩერა(?!). თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო და ახლა საზოგადოებას ერთ ბოიკოტს გავახსენებ, რომელიც ბევრს არ ახსოვს.

ეს იყო ნაცების ზეობის ჟამს, როდესაც საქართველოში ბადრი პატარკაციშვილის “იმედი” ოპოზიციურად მაუწყებლობდა. ამ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში პოლიტიკურ დებატებს ნაცები პირწმინდად აგებდნენ და მათაც იპოვეს გამოსავალი _ ნაცების ერთ-ერთმა სახემ, გიორგი არველაძემ, ცინიკურად განაცხადა _ ტელედებატებისთვის არ გვცალია, საქმე გვაქვს საკეთებელიო და ბოიკოტიც “გამოცხვა”. რა საქმეც ჰქონდათ ნაცებს საკეთებელი, ხელისუფლების სათავეში “ოცნების” მოსვლის შემდეგ გაირკვა. მანამდე კი ინგა გრიგოლიამ და “ჰალსტუხიან ხვლიკად” წოდებულმა გიორგი თარგამაძემ ერთად და ცალ-ცალკე უღალატეს თავიანთ მამა-მარჩენალს, რომელიც უცნაურად, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.

დავით მხეიძე

P.S. ზემოთ ახალი ტერიტორიების დაკარგვის ალბათობაზე დავწერე და ახლა განვმარტავ , რას ვგულისხმობდი: ამას წინათ ვლადიმერ პუტინმა პირდაპირ განაცხადა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე ძველი გავლენის აღდგენას აპირებს. ეს, ფაქტობრივად, სსრკის ახალი ფორმით აღდგენაა და, ვისაც ამ ახალ იმპერიაში ყოფნა არ უნდა, მიბრძანდით, ბატონო, ოღონდ იმ ტერიტორიებით, რომლებითაც 200 წლის წინათ შემოხვედით რომანოვების იმპერიაშიო. ასეთი მოცემულობა ჩვენთვის იმას ნიშნავს, რომ რუსეთის იმპერიაში მხოლოდ ქართლკახეთის სამეფო შევიდა და, შესაბამისად, მხოლოდ იმ ტერიტორიებით შეუძლია იქიდან გამოსვლა, რომლებიც მეფე ერეკლეს სამეფოში შედიოდა. რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, აფხაზეთის ჩათვლით, ჩვენიისტორიული მეგობარიოსმალეთის იმპერია აკონტროლებდა, რომელსაც რუსეთმა ომით წაართვა არა მხოლოდ აჭარა, არამედ დასავლეთი საქართველო და ქუთაისის გუბერნიის სახელით დანარჩენ საქართველოს შეუერთა. ამით იმის თქმა მინდა, რომ, თუ საქართველომ მორიგი სიბრიყვე ჩაიდინა და ნატოს ზღაპრებს თავი არ დაანება, საქართველო მოსწყდება რუსეთის ორბიტას და ბოლომდე დაჯიჯგნინან ოთხივ მხრიდან ყვავყორნებივით წამოსეული ჩვენიკეთილიმეზობლები. სხვადასხვა გათვლით, რუსეთმა 2 საუკუნის განმავლობასი კავკასიის ომებში 200 ათასი ჯარისკაცი დაკარგა და ესეც უნდა გვახსოვდეს რუსოფობიით მოწამლულ ქართველებს.

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ბერიც დუმდა და ნაცების მიერ დატერორებული საზოგადოებაც. ახლა ბერმა ხმა ამოიღო და, მგონი, საზოგადოებაც ნელნელა იღვიძებს _ ჩვენი ხსნა მაშინ იქნება, როცა ერი და ბერი ერთად აგუგუნდება!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here