Home სხვადასხვა დაიჯესტი როცა აფეთქდა შარდი…

როცა აფეთქდა შარდი…

1682
ანჟელიკა სანჩესი

გოგონა მაღაზიაში შარდს აცხელებდა ნარკოტიკის კვალის წასაშლელად

26 წლის ანჟელიკა სანჩესი, კოლორადოს შტატის მკვიდრი, შეეცადა, მაღაზიაში დაყენებულ მიკროტალღოვან ღუმელში პაკეტში დალუქული  საკუთარი შარდი გაეთბო, მაგრამ პარკი გასკდა და ისეთი აფეთქების ხმა გაისმა, რომ მაღაზიის გამყიდველებს ეგონათ, ტერორისტები დაესხნენ თავს.

ირგვლივ მყრალი სუნი დადგა. როდესაც აფეთქების მიზეზი გაირკვა, სუპერმარკეტის თანამშრომლებმა სთხოვეს ანჟელიკას, გაეწმინდა იქაურობა; მან კი უარით უპასუხა და სასწრაფოდ გაეცალა შემთხვევის ადგილს. საქმეში პოლიცია ჩაერია.

დაკითხვაზე სანჩესმა ოფიცრებს განუცხადა, რომ შარდი მიჰქონდა ნარკოტიკის შემცველობაზე ტესტის ჩასატარებლად, რაც სამუშაოზე მოწყობის ერთ-ერთი აუცილებელი პროცედურაა _ ნარკომანებს სამსახურში არ იღებენ. ანჟელიკას, რომელიც “წამალს ეთამაშებოდა”, იმედი ჰქონდა, რომ პროდუქტის გათბობის შედეგად ლაბორატორიულ ანალიზში ნარკოტიკის კვალი წაიშლებოდა.

მას ბრალად წაუყენეს სხვისი ქონების დაზიანება. როგორც ჩანს, სამსახურის მაძიებელს მიკროტალღოვანი ღუმელის ყიდვა და ჯარიმის გადახდა მოუწევს, სამუშაოზე მოწყობა კი გაურკვეველი დროით გადაიდო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here