Home რუბრიკები სპორტი რომელ ფილმებში მონაწილეობდნენ სახელგანთქმული სპორტსმენები

რომელ ფილმებში მონაწილეობდნენ სახელგანთქმული სპორტსმენები

6025
ქარიმ აბდულ ჯაბარი, ბრუს ლი.

სახელგანთქმული ათლეტებისთვის სპორტული სარბიელი თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაციისა და ჰონორარების მიღების ერთადერთი ადგილი არ არის. რეჟისორებს არაერთხელ მიუწვევიათ ფეხბურთელები, კალათბურთელები და მოკრივეებიც კი ფილმში გადასაღებად. კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ეს კარგი შანსია ფილმის რეიტინგის გასაუმჯობესებლად, ჩემპიონებისთვის კი ძალების მოსინჯვაა ახალ სფეროში. ერთობლივი ძალებით ზოგჯერ საკმაოდ შთამბეჭდავი ნამუშევარი შეიქმნა. გთავაზობთ 1978-2017 წლებში გადაღებულ რამდენიმე ფილმს, რომლებშიც ცნობილი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

 ქარიმ აბდულ ჯაბარი, ბრუს ლი.

სიკვდილის თამაში” _ 1978 .

როლებში: ქარიმ აბდულ ჯაბარი, ბრუს ლი.

ამერიკელი კალათბურთელი მსოფლიოს ორი მიზეზით ახსოვს. აბდულ ჯაბარი კვლავ პირველია ამერიკული ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ ჩემპიონატში მოგროვებული ქულების რაოდენობით. ამასთანავე, კალათბურთელი 5 წუთის განმავლობაში ებრძოდა საბრძოლო ხელოვნების ოსტატ ბრუს ლის. ეს მოხდა ფილმში “სიკვდილის თამაში”. ფილმი ეძღვნება მისი მთავარი გმირის, ბილი ლოს, ბრძოლას დანაშაულებრივ სინდიკატთან ჰონგკონგში. სამწუხაროდ, ეს ფილმი ბოლო აღმოჩნდა ბრუს ლისთვის _ ის გადაღებების დასრულებამდე გარდაიცვალა. სხვათა შორის, ქარიმ აბდულ ჯაბარისა და ბრუს ლის ორთაბრძოლაში ლიმ მახრჩობელა ილეთით გაიმარჯვა.

“ჯინი გამოიძახეთ?” _ 1996 წ.

ჯინი გამოიძახეთ?” _ 1996 .

მთავარ როლში: შაკილ ნილი.

სპორტსმენებს ხშირად ეპიზოდურ როლებს ასრულებინებენ, მაგრამ ამჯერად მთავარი გმირი შაკილ ო’ნილმა განასახიერა. ჯინი კაზაამა ეხმარება მაქსს, რომელსაც სკოლაში დასცინოდნენ _ ჯინი მიდის მაქსთან და ეუბნება, რომ ჩაიფიქროს 3 სურვილი. ეს არის კეთილი კომედია. NBA-ს კალათბურთელი კი როლს იდეალურად მოერგო.

“ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებზე” _ 2008 წ.

ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებზე” _ 2008 .

როლებში: მიხაელ შუმახერი, ზინედინ ზიდანი

ამ კომედიაში ნახავთ მსოფლიო სპორტის ორ ვარსკვლავს: “ფორმულა 1”-ის პილოტს, გერმანელ მიხაელ შუმახერსა და ფრანგ ფეხბურთელ ზინედინ ზიდანს თუმცა მათი როლები ფილმში მეორეხარისხოვანია. შუმახერმა ორთვალა ეტლის წითელ (“ფერარის” ფერი) სამოსში გამოწყობილი მეეტლის როლი შეასრულა, ზიზუმ კი _ ეგვიპტელის. ფილმში მთავარ როლს ასრულებს ჟერარ დეპარდიე, ეპიზოდურ როლებში კი, აგრეთვე, არიან ცნობილი კალათბურთელი ტონი პარკერი და ჩოგბურთელი ამელი მოხესმო.

“ბიჭების წვეულება” _ 2009 წ.

ბიჭების წვეულება” _ 2009 .

მთავარ როლში: მაიკ ტაისონი

პოპულარულ ამერიკულ კომედიაში მოკრივემ საკუთარი თავი შეასრულა. ტაისონს მართლა ჰყავდა სამი ბენგალიური ვეფხვი. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, საღამოდან წამოსულ მთვრალ ბიჭებს ბედმა შეახვედრათ მაიკლ ტაისონი, რომელსაც ერთ-ერთი მტაცებელი მოჰპარეს.

“ერიკის ძებნაში” _ 2009 წ.

ერიკის ძებნაში” _ 2009 .

მთავარ როლში: ერიკ კანტონა

ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედსა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს არც ისე იშვიათად იღებენ კინოში. “ერიკის ძებნაში” _ ეს არის ორი ერთნაირსახელიანი გმირის ისტორია. მათგან ერთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფოსტალიონად მუშაობს, მეორე კი ცნობილი ფეხბურთელია, რომელიც მამაკაცს დეპრესიის დაძლევაში ეხმარება.

“ნოკაუტი” _ 2012 წ.

ნოკაუტი” _ 2012 .

მთავარ როლში: ჯინა კარანო

ეს შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) წარმომადგენელი გოგონას ერთადერთი როლი არ არის კინოში. მაყურებელი მას იცნობს ფილმიდან “ფორსაჟი” (მეექვსე ნაწილი), მაგრამ რეჟისორმა სტივენ სოდერბერგმა კარანოს მთავარი როლის შესრულება მიანდო ფილმში “ნოკაუტი”. ჯინა ფილმში საიდუმლო სამსახურის აგენტს განასახიერებს.

“სამი იქსი: მსოფლიოზე ბატონობა” _ 2017 წ.

სამი იქსი: მსოფლიოზე ბატონობა” _ 2017 .

როლში: ნეიმარი

ფილმ “სამი იქსის” ბოლო ნაწილში ბრაზილიელი ნეიმარი სულ ორიოდე წუთით ჩნდება ეკრანზე. ის სადილობს სემუელ ჯექსონის გმირთან ჩინურ იაფფასიან დაწესებულებაში და ფეხბურთის ილეთებს აჩვენებს მოულოდნელ სიტუაციაში _ როდესაც დაწესებულებაში მძარცველი შედის, ნეიმარი მას ერთი დარტყმით თიშავს, ოღონდ ბურთით კი არა, ხელსახოცების ჩასაწყობით.

“მეფე არტურის მახვილი”, 2017 წ.

მეფე არტურის მახვილი”, 2017 .

როლში: დევიდ ბექჰემი

რეჟისორ გაი რიჩის ფილმში შესრულებული ამ როლის გამო ბექჰემი დაცინვის ობიექტი შეიქნა. მაყურებელთა აზრით, ეპიზოდი რაინდი ტრიგერისა, რომლის როლიც შეასრულა ბექჰემმა, ხანმოკლეა, თუმცა ბექჰემი მაინც იმსახურებდა “ოსკარს”. აღსანიშნავია, რომ “მეფე არტურის მახვილამდე” ბექჰემმა ითამაშა ფილმში “აგენტები ა.ნ.კ.ლ”-ში.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here